The Hill: სენატის უმრავლესობის ლიდერმა გასულ თვეს უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პირადი თხოვნა, რომ წინ წაეწია „მეგობარი აქტი“

 

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნმა გასულ თვეს უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის პირადი თხოვნა, რომ წინ წაეწია საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი კონგრესში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯონსონს სურდა, რომ ეს კანონპროექტი, სახელწოდებით „მეგობარი აქტი", შეეტანათ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში. კანონპროექტი, რომელსაც ფართო მხარდაჭერა აქვს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში, პრეზიდენტს მოსთხოვდა სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს უსაფრთხოებას ან სტაბილურობას.

ტუნის გადაწყვეტილება, რომელმაც უარყო ჯონსონის თხოვნა, წარმოადგენს კიდევ ერთ ბზარს ურთიერთობაში, რომელიც სულ უფრო ფრაგმენტული ხდება. ეს იყო მეორე შემთხვევა სამი თვის განმავლობაში, როდესაც ტუნმა დაბლოკა ორპარტიული მოთხოვნა, რომ „მეგობარი აქტი" შეეტანათ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში.

„სპიკერი ჯონსონის ლობირება მისასალმებელი იყო, თუმცა არსაიდან გაჩნდა. ვფიქრობდით, რომ კანონპროექტი მკვდარი იყო, მას შემდეგ რაც ტუნმა იგი სექტემბერში დაბლოკა. ვცადეთ, რომ კანონპროექტი სპიკერის თხოვნით ბოლო წამს NDAA-ში შეგვეტანა, თუმცა ტუნის წინააღმდეგობა ვერ გადავლახეთ", - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.

„ტუნმა კატეგორიული უარი განაცხადა", - აღნიშნა კიდევ ერთ-ერთმა წყარომ.

ტუნმა მანამდე დაბლოკა „მეგობარი აქტის" შეტანა NDAA-ში სენატორ მარკუეინ მალინის თხოვნით, რამაც იმედი გაუცრუა კანონპროექტის ორპარტიულ მხარდამჭერებს და დააბნია პრო-დემოკრატიული აქტივისტები.

მალინმა 2020 წელს ბრალი დასდო „ქართული ოცნების" მთავრობას იმაში, რომ იგი „ამერიკის მტრებს" უახლოვდებოდა. მაგრამ სექტემბერში მან The Hill-ს განუცხადა, რომ კარგი ურთიერთობა აქვს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და ამტკიცებდა, რომ თბილისთან მიმართებით სანქციების „ჯოხის" ნაცვლად „სტაფილო" უნდა გამოეყენებინათ.

 

 





მსგავსი სიახლეები
" ამჟამად სომხეთის შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 37 პროცენტია"- კაია კალასი
იაგო ხვიჩია - „ბიბისი“ ამბობს, რომ „კამიტი“ ნაყიდია „ნაცების“ დროს, „ქოცებს“ რომ დაუმტკიცდეთ „კამიტის“ გამოყენება, საჭიროა, „ნაცებმა“ აღიარონ 2009 წელს მისი ყიდვა
კვლევაში არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს არაფერი, არც მოწამვლაზე, კლინიკური ანალიზია''- გიორგი ჩახუნაშვილი
The Hill: სენატის უმრავლესობის ლიდერმა გასულ თვეს უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პირადი თხოვნა, რომ წინ წაეწია „მეგობარი აქტი“
აქციები რაც მიმდინარეობს, არც ერთი პაციენტი ჩვენს კლინიკაში ოფიციალურად არ შემოსულა, არ არსებობს არც ერთი ტოქსიკოლოგის ჩანაწერი, რომელიც მოწამვლასთან ასოცირებულ პრობლემას დაადასტურებდა -ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე
როცა იცი, ვის დაუსვა კითხვები, სწორ პასუხებსაც აუცილებლად მიიღებ - თიბისი, ბიზნესების მხარდასაჭერად, ახალ კამპანიას იწყებს
დადექი თიბისის დეკემბრის მარათონის სასტარტო ხაზზე თიბისის მობაილბანკში
,,რუსეთი ევროპასთან ომს არ აპირებს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, ჩვენ მზად ვართ ახლავე''- ვლადიმირ პუტინი
,,ვისაც სურვილი ექნება მეთორმეტე კლასშიც ისწავლოს, ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი''- გივი მიქანაძე
სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებით ხელშეკრულება ძალაშია მომავალი წლის ბოლომდე, აზერბაიჯანულ მხარესთან მეგობრულ რეჟიმში გვექნება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, ორ ქვეყანას შორის სათანადო გარიგება შედგება -პრემიერი
აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -გეკა გელაძე
არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი ამ ქვეყანაში-ირაკლი კობახიძე
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა მიიღო ევროკავშირის ურთიერთინტერესის პროექტის სტატუსი -დავით მირცხულავა
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 1-ელი დეკემბრიდან დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება - მერია
ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
,,თუ უკრაინაში ომი დასრულდა, ევროკავშირში შიდა ბრძოლა დაიწყება''- The Economist
ნაცი რუსთაველზეც ნაცია, სტადიონზეც და სპორტის სასახლეშიც -შალვა პაპუაშვილი
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა
28 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები-ნინო წილოსანი
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხში ვარაშავას არაფერს დააკისრებს