შალვა პაპუაშვილი - მაინტერესებს, როდესაც დადასტურდა, რომ „კამიტთან“ დაკავშირებით ტყუილი გავრცელდა, მოიხდიან თუ არა ბოდიშს ბრიუსელი, გარედან დაქირავებული „ენჯეოები“

 

საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში ჩართული არიან ბრიუსელი, ევროკომისიის პრესსპიკერი, ზოგიერთი ელჩი, უცხოელი პოლიტიკოსები, ევროპარლამენტარები და გარედან დაქირავებული „ენჯეოები", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელმა და გარედან დაქირავებულმა „ენჯეოებმა" ბოდიში უნდა მოიხადონ, რადგან „კამიტთან" დაკავშირებით დადასტურდა, რომ გავრცელდა ტყუილი.

„პირველი, ჩვენ შეგვიძლია, დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს არის ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებენ ის მოლაპარაკე თავები, რომლებიც გამოაჩინეს კიდევ ერთხელ, ნაფტალინიდან ამოიღეს, მათ შორის, თუ არ ვცდები ბროუდერია გვარად, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე საუბრობდა. იმის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით ხმა არ ამოუღია, რატომღაც უცებ გამოცოცხლდა და ამ თემით დაინტერესდა. ეს ხომ აჩვენებს, რომ ჩვეულებრივად პროპაგანდისტები გამოიყვანეს, რათა ეს თემა რამენაირად შეეფუთათ. ეს არის აშკარად პროპაგანდისტული, ცრუ ნარატივის გაგრძელება, რაც, თავის მხრივ, არის ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ამაში ჩართული არიან ბრიუსელი, ასევე ევროკომისიის პრესსპიკერი, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებული მტრული რიტორიკით გამოირჩევა. ვნახეთ მისი განცხადება. მან უაპელაციოდ დაიწყო საუბარი, რომ მოლოდინები აქვს საქართველოსა და გამოძიების მიმართ. ჩვენ ევროკომისიის პრესსპიკერის მოლოდინების დასაკმაყოფილებლად არ აგვირჩია ქართველმა ხალხმა, ჩვენ ქართველ ხალხს ვემსახურებით და, მგონი, ცოტა ზედმეტი მოსდის მას. ვნახეთ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ „კამიტზე". მივყვეთ ფაქტებს, პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებზე რომ იყო საუბარი. „კამიტი" აიტაცა პრესსპიკერმა, აიტაცეს ევროპარლამენტარებმა, სხვა პარლამენტის წარმომადგენლებმა და, ფაქტობრივად, საქართველოს დაასიეს საკუთარი დაქირავებული „ენჯეოები", რომლებიც, როგორც კი მიიღებენ მესიჯს ტელეფონში, გამოვარდით და პირდაპირ რაღაც თემა აწიეთო, ზუსტად ისე იქცევიან. გავიდა რამდენიმე დღე და დადასტურდა, რომ ტყუილი იყო „კამიტთან" დაკავშირებით.

ახლა მაინტერესებს, ევროკომისიის პრესსპიკერი, ევროპარლამენტარები, გარედან დაქირავებული „ენჯეოები", რომლებიც ჭინკებივით დაასიეს ქვეყანას, აპირებენ თუ არა ბოდიშის მოხდას? მოიხადონ ბოდიში ბრიუსელმა და მისმა დაქირავებულმა „ენჯეოებმაც". იგივე ხალხი, ვინც მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ მოწამვლებზე საუბრობდა, დღესაც ამ ქიმიას რატომღაც არ ეშვებიან ქიმიის მცოდნეებივით. ეს ის ხალხია, ის ელჩები და ბრიუსელები არიან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილს რაღაც ტყვიის შემცველობა თუ მოწამვლა, დემენცია ჰქონდა, ტყუილები ილაპარაკეს. მათ შორის ევროკავშირის ელჩი ყალბი დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან და ზუსტად ამ ყალბი საფუძვლებით ითხოვდა მიხეილ სააკაშვილის გაყვანას სხვაგან. სინამდვილეში, ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ჩაიშალა მაშინდელი ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ჩართული იყვნენ ზოგიერთი ელჩი და უცხოელი პოლიტიკოსი. ბოდიშიც არავის მოუხდია. გახსოვთ, რადიაციული დასხივებებიო და ა.შ. მეცნიერებისკენ რატომ მიდიან, სადაც იციან, რომ მარცხდებიან, არ ვიცი. ახლაც ვხედავთ ზუსტად იმავე სახეებს, ჭინკებად დაქირავებულ „ენჯეოებს", როგორ არიან ჩართული საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში. ორ დღეში ყველაფერი მხილებულ იქნა, რომ იყო ტყუილი, რომ არანაირი პირველი მსოფლიო ომის ქიმია არც არავის გამოუყენებია, არც შეუძენია და, როგორც ჩანს, საქართველოს ტერიტორიაზე არც ყოფილა ასეთი სახის ნივთიერება. გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ ბრიუსელის ყველა წარმომადგენელმა და მისმა დაქირავებულმა „ენჯეოებმა"", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ სანქციები დაუწესეთ [რუსეთს] და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები''- პაპუაშვილი
სამეცნიერო კვლევა, BBC, ჩვენ და ილია ჭავჭავაძე''- ექიმი არჩილ მარშანია
შალვა პაპუაშვილი - მაინტერესებს, როდესაც დადასტურდა, რომ „კამიტთან“ დაკავშირებით ტყუილი გავრცელდა, მოიხდიან თუ არა ბოდიშს ბრიუსელი, გარედან დაქირავებული „ენჯეოები“
მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა
მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩი საქართველოში რეგიონიდან რეგიონში დადის, პეპლებზე და სიკეთეებზე საუბრობს, მის მიერ დაფინანსებული ადამიანები ჩართულები არიან ჰიბრიდულ ოპერაციაში -შალვა პაპუაშვილი
შემაშფოთებელია ვითომდა სანდო წყაროების, ამ შემთხვევაში „ბიბისის“ გამოყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად, მნიშვნელოვანია, ყველა მსგავს ქმედებას სათანადო რეაგირება მოჰყვეს -მაკა ბოჭორიშვილი
არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება "კამიტი", შსს-ს "ნაცმოძრაობის" დროსაც კი არ შეუძენია ეს ნივთიერება, შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე-ირაკლი კობახიძე
შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა თავისი შეხვედრა, თუმცა იყო კიდევ სამი შეხვედრა, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე -ირაკლი კობახიძე
"ბიბისის" სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია -ირაკლი კობახიძე
კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას, დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს-ირაკლი კობახიძე
ვგეგმავთ, მივმართოთ ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა "ბიბისიმ" სათანადოდ პასუხი აგოს-ირაკლი კობახიძე
რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს -რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროტესტის უკან დგას ძალა, რომელსაც "ქართული ოცნების" მთავრობასა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობების არანაირი ინტერესი არ აქვს, პროცესები ხელოვნურად არის ორგანიზებული -მიხეილ ყაველაშვილი
2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება წევრობისთვის, თუმცა, არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება, ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ-მიხეილ ყაველაშვილი
ვამაყობთ ჩვენი კონსტიტუციით, რომელიც მკაფიოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვას-მიხეილ ყაველაშვილი
2024 წლის არჩევნებზე "ქართული ოცნება" აბსოლუტური ლიდერი იყო -მიხეილ ყაველაშვილი
არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან-მიხეილ ყაველაშვილი
"ქართული ოცნების" მთავრობას არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე-მიხეილ ყაველაშვილი
,,სახელმწიფო უნდა იდგეს თავის მოწოდების სიმაღლეზე და ყველა მსგავს ქმედებას გაეცეს პასუხი''- პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი: ალეკო ელისაშვილის ქმედება და „ბი-ბი-სის“ ფილმი უნდა განვიხილოთ ერთნაირ კონტექსტში