,,ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ სანქციები დაუწესეთ [რუსეთს] და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები''- პაპუაშვილი

 

ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ სანქციები დაუწესეთ [რუსეთს] და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები, რომ ამას დავიჯერებდით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტმა მას კითხა - თქვენსა და კელი დეგნანს შორის შეხვედრაზე იყო თუ არა ომში ჩართვაზე საუბარი, ვინაიდან კონკრეტული მედიასაშუალებები თუ პირები აპელირებენ იმაზე, რომ თქვენ მოგიწიათ აღიარება, რომ საქართველომ მოიტყუა, ვინაიდან მათი თქმით, ამ შეხვედრაზე ომში ჩართვისკენ მოწოდება არ ყოფილა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ის ამ საკითხზე ესაუბრა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ო' ბრაიენსაც.

„ყველას ვურჩევ, ვისაც თავის დაბრმავება და სპეკულაციები თუ უნდა, უყუროს ქართულ ფილმს „რეკორდი", სადაც დურუ ხუნჭუას ეუბნებიან შეაგინოს მდინარის მეორე პირას მყოფ ადამიანს, იმისთვის რომ მან ქვა ესროლოს. ეს უცხოეთის მაამებელი პროპაგანდისტები ამბობენ, რომ ადამიანს, რომ უთხრა, წადი, ვიღაცას შეაგინე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩხუბში ითრევ ვიღაცასთან? აბა რას ნიშნავს, რომ ეუბნები ვიღაცას, რომ წადი ესკალაციაზე თან იმ ქვეყანასთან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომი დაიწყო ევროპის კონტინენტზე და რომელსაც თბილისიდან 30 კილომეტრში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტანკები უყენია. ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ სანქციები დაუწესეთ [რუსეთს] და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები, რომ ამას დავიჯერებდით. ეს არაერთხელ მაქვს ნათქვამი არამხოლოდ მისთვის, ზოგიერთი ევროპელისთვისაც, როდესაც ეს მოწოდებები ისმოდა. გახსოვთ ქსენოფობიური ანტირუსული კამპანია, რომელშიც ზოგიერთი ელჩი პირდაპირ იყო ჩართული. 29 დეკემბერს, 2 თვით ადრე ამირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ და ჩემთან რა საუბარიც ჰქონდა, ეს ერთია და სხვაგან რა საუბარიც ჰქონდა, იკითხონ და კიდევ უფრო მეტ პასუხს მიიღებენ. მე ეს ვუთხარი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ო' ბრაიენს, ვუთხარი ესაა სტრატეგიული პარტნიორის ქცევა, ამას რომ მოგვიწოდებდა თქვენი ელჩი გაგანია ომის დროს? ამაზე მითხრა, რომ კი, შეიძლება იმ დროს შეგვეშალა ცოტა ზედმეტი რომ მოვითხოვეთო, რაზედაც ვუპასუხე, - თქვენ რომ შეგეშალათ და ჩვენ რომ დაგვეჯერებინა, დღეს ვისი ტანკი იდგებოდა აქ და ამ ქვეყნისგან რა იქნებოდა დარჩენილი კაციშვილმა არ იცის და ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? დაინგრეოდა ჩვენი ქვეყანა და ვხედავთ, გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ალბათ რეფერენდუმი მოუწევთ, რომ გადაწყვიტონ ტერიტორიებზე უარი თქვან თუ არაო. ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს უკრაინელი ხალხი, პასუხისმგებლობას კაციშვილი არავინ იღებს. ევროკავშირის მოსახლეობა არის 500 მილიონზე მეტი, რუსეთის მოსახლეობა არის 140 მილიონი, მათი ეკონომიკა რუსეთზე 10-ჯერ მეტია და დგანან და ამერიკის გარეშე ვერაფერს ვიზამთო. მანამდე რომ ეუბნებოდნენ უკრაინელებს ბოლომდე თქვენთან ვართო, სად არის ეს ბოლომდე? გვახსოვს უკრაინა და რუსეთი გარკვეულ სამშვიდობო პირობებზე თანხმდებოდნენ და არახამიამ, უკრაინელმა დეპუტატმა თქვა საჯაროდ, რომ ჩავიდა ბორის ჯონსონი ევროპელების და ამერიკული ადმინისტრაციის სახელით და სამშვიდობო შეთანხმება გადაათქმევინა. იმის შემდეგ 3 წელი ომობენ. ამასობაში ასობით ათასი უკრაინელი დაიღუპა ომში. ასე მიგვატოვებდნენ და ჩვენვე დაგვაბრალებდნენ. აჟიტირებული ადამიანები აჰყვებოდნენ ყველაფერში, ამ ქვეყანას დაანგრევდნენ და მერე ყველა ხელებს დაიბანდა, სიმღერას მოგვიძღვნიდნენ, ჩვენ დროშას ააფრიალებდნენ, ცრემლს ჩამოაღვენთებდნენ თეატრალურად და ეს ქვეყანა ისევ ჩვენი აღსადგენი იქნებოდა. ვისაც ჩვენ გულუბრყვილოები ვეგონეთ და ეგონათ ამ საყოველთაო ყიჟინას ავყვებოდით, ზუსტად ამაში გამოიჩინა სიბრძნე ქართველმა ხალხმა და ხელისუფლება ქართველ ხალხს ვეყრდნობოდით და არა იმ მრუდე ქართველებს. ის ხალხი, ვინც დღეს რუსთაველზე დგას, 2022 წელსაც იქ იდგა და ამბობდა, რომ სანქციები დააწესეთ, თვითმფრინავით გაუშვით მეომრები უკრაინაში. ქართველმა ხალხმა საკუთარი ეროვნული ინტერესები არავისზე ქვემოთ რომ არ დააყენა, ამიტომ არის ზოგიერთი გაბრაზებული", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ სანქციები დაუწესეთ [რუსეთს] და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები''- პაპუაშვილი
სამეცნიერო კვლევა, BBC, ჩვენ და ილია ჭავჭავაძე''- ექიმი არჩილ მარშანია
შალვა პაპუაშვილი - მაინტერესებს, როდესაც დადასტურდა, რომ „კამიტთან“ დაკავშირებით ტყუილი გავრცელდა, მოიხდიან თუ არა ბოდიშს ბრიუსელი, გარედან დაქირავებული „ენჯეოები“
მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა
მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩი საქართველოში რეგიონიდან რეგიონში დადის, პეპლებზე და სიკეთეებზე საუბრობს, მის მიერ დაფინანსებული ადამიანები ჩართულები არიან ჰიბრიდულ ოპერაციაში -შალვა პაპუაშვილი
შემაშფოთებელია ვითომდა სანდო წყაროების, ამ შემთხვევაში „ბიბისის“ გამოყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად, მნიშვნელოვანია, ყველა მსგავს ქმედებას სათანადო რეაგირება მოჰყვეს -მაკა ბოჭორიშვილი
არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება "კამიტი", შსს-ს "ნაცმოძრაობის" დროსაც კი არ შეუძენია ეს ნივთიერება, შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე-ირაკლი კობახიძე
შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა თავისი შეხვედრა, თუმცა იყო კიდევ სამი შეხვედრა, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე -ირაკლი კობახიძე
"ბიბისის" სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია -ირაკლი კობახიძე
კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას, დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს-ირაკლი კობახიძე
ვგეგმავთ, მივმართოთ ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა "ბიბისიმ" სათანადოდ პასუხი აგოს-ირაკლი კობახიძე
რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს -რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროტესტის უკან დგას ძალა, რომელსაც "ქართული ოცნების" მთავრობასა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობების არანაირი ინტერესი არ აქვს, პროცესები ხელოვნურად არის ორგანიზებული -მიხეილ ყაველაშვილი
2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება წევრობისთვის, თუმცა, არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება, ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ-მიხეილ ყაველაშვილი
ვამაყობთ ჩვენი კონსტიტუციით, რომელიც მკაფიოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვას-მიხეილ ყაველაშვილი
2024 წლის არჩევნებზე "ქართული ოცნება" აბსოლუტური ლიდერი იყო -მიხეილ ყაველაშვილი
არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან-მიხეილ ყაველაშვილი
"ქართული ოცნების" მთავრობას არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე-მიხეილ ყაველაშვილი
,,სახელმწიფო უნდა იდგეს თავის მოწოდების სიმაღლეზე და ყველა მსგავს ქმედებას გაეცეს პასუხი''- პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი: ალეკო ელისაშვილის ქმედება და „ბი-ბი-სის“ ფილმი უნდა განვიხილოთ ერთნაირ კონტექსტში