ბრიუსელში იგივე ხდება, რაც კიევში, ცხადია, ბრიუსელში არც ისე მოწადინებულები არიან, დიდი ყურადღება გაამახვილონ უკრაინის კორუფციულ ქსელზე - პიტერ სიიარტო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ფედერიკა მოგერინის გარშემო აგორებულ კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა. პიტერ სიირატოს თქმით, ბრიუსელში ხდება იგივე, რაც კიევში. ეს განცხადება უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
სიიარტომ ასევე გაკვირვება გამოხატა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე არავის უხსენებია უკრაინაში აგორებული კორუფციული სკანდალი.
„მას შემდეგ, რაც უკრაინაში უმაღლეს დონეზე კორუფციული სკანდალი მოხდა, არავინ სთხოვა უკრაინელებს ანგარიში ევროკავშირის მიერ დახმარების სახით გამოყოფილ 100 მილიარდ ევროზე მეტის ხარჯვასთან დაკავშირებით. აქ, ბრიუსელშიც ხდება უზარმაზარი კორუფცია. უზარმაზარი კორუფციული სკანდალი კიევში, უზარმაზარი კორუფციული სკანდალი ბრიუსელში და, ცხადია, ბრიუსელში არც ისე მოწადინებულები არიან, დიდი ყურადღება გაამახვილონ უკრაინის კორუფციულ ქსელზე", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ 2 დეკემბერს ჩხრეკა ჩაატარა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების შენობაში და ასევე ბრიუგეში მდებარე „ევროპის კოლეჯში". საქმე ეხება ტენდერების გარშემო თაღლითობის გამოძიებას.
3 დეკემბერს ამ საქმეზე დააკავა ევროკავშირის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი. მას ბრალი წაუყენეს, რის შემდეგაც მან პოლიცია დატოვა. გამოძიებას მიიჩნია, რომ მოგერინის გაქცევის საფრთხე არ არსებობს.
მსგავსი სიახლეები
ბერლინმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც ხელისუფლებას ფართო სათვალთვალო უფლებამოსილებას ანიჭებს
აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა
დონალდ ტრამპს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ FIFA 2025-ის მშვიდობის პრიზი გადასცა, სახელწოდებით "ფეხბურთი აერთიანებს მსოფლიოს"
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას ეხმაურება
ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ 120 მილიონით დააჯარიმა
,,უკრაინის ევროპელ მოკავშირეებში სულ უფრო აქტუალური ხდება მოსაზრება, რომ კიევს ომის დასასრულებლად მნიშვნელოვანი ტერიტორიული დათმობები მოუწევს''- El Pais
სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გავრცელების ბრალდებებით დააკავეს
,, გაყინული რუსული აქტივები უკრაინამ უნდა მიიღოს და არა შეერთებულმა შტატებმა''- მერცი
,,შეგვიძლია ევროკავშირში ძალაუფლების ახალი ბალანსი შევქმნათ, განსაკუთრებით ევროკომისიაში''- ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი
,,ევროკავშირმა ამერიკულ კომპანიებზე სისულელის გამო თავდასხმის ნაცვლად სიტყვის თავისუფლებას მხარი უნდა დაუჭიროს''- ჯეი დი ვენსი
საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ატომური წყალქვეშა ნავების ბაზის თავზე მფრინავ დრონებს ცეცხლი გაუხსნეს
ჩეჩნეთში, ქალაქ გროზნოში, ერთ-ერთ მაღალსართულიან შენობაზე დრონით თავდასხმა მოხდა
დასავლეთმა ომი უკრაინის წაქეზებით და გადატრიალების მოწყობით გააჩაღა, რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თავისი ინტერესები, თავისი ხალხი, ტრადიციული ღირებულებები -ვლადიმერ პუტინი
"დიფ სთეითმა" ჩემი განადგურება სცადა, თუმცა მე დავბრუნდი"-დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ლიზ ტრასი საკუთარ შოუს იწყებს
კორუფციის საქმესთან დაკავშირებით ფედერიკა მოგერინიმ "ევროპის კოლეჯის" რექტორის თანამდებობა დატოვა
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დააბრუნონ გატაცებული უკრაინელი ბავშვები
Euractiv: ევროკომისიის მაღალჩინოსანი სანინო EEAS-ის სკანდალის ფონზე თანამდებობას ტოვებს
The New York Times: ტრამპი „ამერიკის ხმის“ უცხოურ ოფისებსა და რადიოსადგურებს დახურავს
„გამოგვიყვანეთ აქედან, ან ყველაფერი მოგვაწოდეთ, რაც გვჭირდება“ - Bild უკრაინელი ჯარისკაცების მიმართვას ავრცელებს
ბრიუსელში იგივე ხდება, რაც კიევში, ცხადია, ბრიუსელში არც ისე მოწადინებულები არიან, დიდი ყურადღება გაამახვილონ უკრაინის კორუფციულ ქსელზე - პიტერ სიიარტო