,,ევროპა უსინდისოდ იშვერს ხელს ამერიკელებისკენ, თითქოს თავად ვერაფერს გასწვდებიან''- შალვა პაპუაშვილი
გამოსარჩევია ევროპა, რომელიც უსინდისოდ იშვერს ხელს ამერიკელებისკენ, თითქოს თუ ამერიკა არ იქნება ჩართული, თავად ვერაფერს გასწვდებიან, ევროკავშირის მოსახლეობა 500 მილიონზე მეტია, რუსეთის 140 მილიონია, ამ რუსეთის ასეთი რა ეშინიათ? თუ ასე ამბობენ, რომ ემუქრებიან, დადგნენ და ეომონ, რისი ეშინიათ?, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის ეკონომიკა ათჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის.
„გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ალბათ უკრაინელებს რეფერენდუმი მოუწევთ, გადაწყვიტონ, საკუთარ ტერიტორიებზე უარი თქვან, თუ არაო. უკრაინელი ხალხი ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, პასუხისმგებლობას არავინ იღებს, არც ევროპაში და არც - სხვაგან. გამოსარჩევია ევროპა, რომელიც ხელს უსინდისოდ იშვერს ამერიკელებისკენ, თითქოს თუ ამერიკა არ იქნება ჩართული, თავად ვერაფერს გასწვდებიან. ევროკავშირის მოსახლეობა 500 მილიონზე მეტია, რუსეთის 140 მილიონია, ამ რუსეთის ასეთი რა ეშინიათ? თუ ასე ამბობენ, რომ ემუქრებიან, დადგნენ და ეომონ, რისი ეშინიათ? მათი ეკონომიკა ათჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის. დგანან და ამერიკის გარეშე ვერაფერს ვიზამთო. მანამდე უკრაინელებს ეუბნებოდნენ, მიდით და ბოლომდე თქვენს გვერდით ვართო. სად არის ეს ბოლომდე? რის ბოლომდეა, რა აღმოჩნდა? 2022 წლის მარტში, რუსეთი და უკრაინა გარკვეულ საკითხებზე, სამშვიდობო პირობებზე თანხმდებოდნენ. პარაფირებული იყო დოკუმენტი. არახაიამ საჯაროდ თქვა, რომ უკრაინაში ევროპელების სახელით ბორის ჯონსონი ჩავიდა და უკრაინას სამშვიდობო შეთანხმება გადაათქმევინა. ამის შემდეგ, სამი წელი ომობენ და რისთვის? ახლა უფრო უარეს პირობებს იღებენ, როგორც ჩანს. რაც ახლა საჯაროვდება, უარესი პირობებია. მაშინ საუბარი თუ იყო დონბასის ავტონომიაზეა, ან დონბასში რეფერენდუმის ჩატარებაზე, მორჩა - დღეს საუბარია, რომ უნდა დათმონ. მაშინ თუ საუბარი იყო, რომ ყირიმის საკითხის გადაწყვეტა 10-15 წლით გადაწეულიყო, დღეს ყირიმის დათმობა-არდათმობაზე ვინ საუბრობს, მორჩა. ამასობაში, ასობით ათასი უკრაინელი ომში დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა და რას ეუბნებიან? ვალს არ დაგიფარავთო.
დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოვისმინეთ, რომ ჯარს შევიყვანთ, ოღონდ, უსაფრთხოების გარანტიას თუ მოგვცემენო. არ მინდა, რაიმე ეპითეტი გამოვიყენო, მაგრამ ჯარი, რომელიც უსაფრთხოების გარანტია თავად არის, ესტონეთის ჯარი ნატო-ს ჯარია და ამ დროს ესტონეთის ხელისუფლება რომ ამბობს, ჯარს გარანტია სჭირდებაო, რისი მეომრები არიან, თუ უსაფრთხოების გარანტია სჭირდებათ? ასე მიგვატოვებდნენ და ჩვენვე დაგვაბრალებდნენ. ვეღარ მოვძებნიდით. ამ ელჩმა ეს იგულისხმა, თუ ის, პირდაპირ გვითხრა, თუ ირიბად. ასე აჟიტირებული და თვალებში შემციცინე ადამიანები რომ დახვდებოდნენ და ყველაფერში აჰყვებოდნენ, ამ ქვეყანას დაანგრევდნენ, 90-იან წლებში დააბრუნებდნენ და ყველა ხელებს დაიბანდა, კარგ სიმღერას მოგვიძღვნიდნენ, ჩვენს დროშებს აფრიალებდნენ, თეატრალურად ცრემლებს ჩამოყრიდნენ და ეს იქნებოდა. ეს ქვეყანა ისევ ჩვენი აღსადგენი იქნებოდა, ჩვენს საქმეს არავინ გააკეთებდა. ასეთი ვირეშმაკული რჩევებით, აქ შტერი არავინ არის, რადგან სანქციას საპასუხო სანქცია მოჰყვებოდა, განცხადებას - განცხადება. ვინმე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ბავშვთა ექიმი საოკუპაციო ხაზთან მივარდებოდა და ერთი ამბავი ატყდებოდა. ასეთები გვინახავს. ზოგიერთებს შტერები ვგონივართ, მაგრამ ასეთი რამდენი გვინახავს, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის დამანგრეველ ომში როგორ გადადის. ვისაც გულუბრყვილოები ვეგონეთ და ეგონათ, რომ ყიჟინას ავყვებოდით, ქართველმა ხალხმა სიბრძნე ამაში გამოიჩინა. ხელისუფლება ქართველ ხალხს ვეყრდნობოდით და არა იმ მრუდე ქართველებს. მაშინაც, რუსთაველზე ზუსტად ის ხალხი იდგა და ამბობდა, სანქცია დააწესეთ, თვითმფრინავი გაუშვით, მეომრები უკრაინაში გაუშვით, უნდა ვიომოთო. ჩვენ უნდა გვეომა, სანქცია დაგვეწესებინა და ლიეტუვას რუსეთში ღვინო გაეყიდა, ესტონეთს ვისკი, რომლებიც ამას არ აწარმოებენ და რეკორდსმენები გახდნენ გაყიდვაში. ქართველმა ხალხმა ეროვნული ინტერესები არავისზე ქვემოთ არ დააყენა და ამიტომ არიან გაბრაზებული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
,,ევროპა უსინდისოდ იშვერს ხელს ამერიკელებისკენ, თითქოს თავად ვერაფერს გასწვდებიან''- შალვა პაპუაშვილი
,,ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ სანქციები დაუწესეთ [რუსეთს] და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები''- პაპუაშვილი
სამეცნიერო კვლევა, BBC, ჩვენ და ილია ჭავჭავაძე''- ექიმი არჩილ მარშანია
შალვა პაპუაშვილი - მაინტერესებს, როდესაც დადასტურდა, რომ „კამიტთან“ დაკავშირებით ტყუილი გავრცელდა, მოიხდიან თუ არა ბოდიშს ბრიუსელი, გარედან დაქირავებული „ენჯეოები“
მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა
მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩი საქართველოში რეგიონიდან რეგიონში დადის, პეპლებზე და სიკეთეებზე საუბრობს, მის მიერ დაფინანსებული ადამიანები ჩართულები არიან ჰიბრიდულ ოპერაციაში -შალვა პაპუაშვილი
შემაშფოთებელია ვითომდა სანდო წყაროების, ამ შემთხვევაში „ბიბისის“ გამოყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად, მნიშვნელოვანია, ყველა მსგავს ქმედებას სათანადო რეაგირება მოჰყვეს -მაკა ბოჭორიშვილი
არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება "კამიტი", შსს-ს "ნაცმოძრაობის" დროსაც კი არ შეუძენია ეს ნივთიერება, შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე-ირაკლი კობახიძე
შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა თავისი შეხვედრა, თუმცა იყო კიდევ სამი შეხვედრა, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე -ირაკლი კობახიძე
"ბიბისის" სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია -ირაკლი კობახიძე
კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას, დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს-ირაკლი კობახიძე
ვგეგმავთ, მივმართოთ ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა "ბიბისიმ" სათანადოდ პასუხი აგოს-ირაკლი კობახიძე
რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს -რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროტესტის უკან დგას ძალა, რომელსაც "ქართული ოცნების" მთავრობასა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობების არანაირი ინტერესი არ აქვს, პროცესები ხელოვნურად არის ორგანიზებული -მიხეილ ყაველაშვილი
2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება წევრობისთვის, თუმცა, არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება, ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ-მიხეილ ყაველაშვილი
ვამაყობთ ჩვენი კონსტიტუციით, რომელიც მკაფიოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვას-მიხეილ ყაველაშვილი
2024 წლის არჩევნებზე "ქართული ოცნება" აბსოლუტური ლიდერი იყო -მიხეილ ყაველაშვილი
არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან-მიხეილ ყაველაშვილი
"ქართული ოცნების" მთავრობას არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე-მიხეილ ყაველაშვილი
,,სახელმწიფო უნდა იდგეს თავის მოწოდების სიმაღლეზე და ყველა მსგავს ქმედებას გაეცეს პასუხი''- პრეზიდენტი