„გამოგვიყვანეთ აქედან, ან ყველაფერი მოგვაწოდეთ, რაც გვჭირდება“ - Bild უკრაინელი ჯარისკაცების მიმართვას ავრცელებს

 

დონეცკის ოლქში, მირნოგრადში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ქალაქის დაცვას აგრძელებენ, შესაძლოა, მთლიანად ალყაში აღმოჩნდნენ.

Bild-ის ანალიტიკოსის, იულიან რიოპკეს თქმით, მებრძოლები დასახლებიდან გაყვანას ან სტაბილური ლოგისტიკური უზრუნველყოფის შექმნას ითხოვენ.

გამოცემის ცნობით, ამ დასახლებაში ხუთი უკრაინული ბრიგადის მებრძოლების მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც რუსებმა მეზობელი ქალაქი პოკროვსკი დაიკავეს.

„სიტუაცია, სიმართლე გითხრათ, კრიტიკულია. ლოგისტიკა ხორციელდება მხოლოდ დრონებისა და სახმელეთო რობოტული კომპლექსების მეშვეობით. საკვების მიწოდებაც კი რთულია", - განუცხადა ჟურნალისტს ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ, რომელმაც ვინაობის დასახელება არა ისურვა.

მისი თქმით, DeepState-ის ანალიტიკოსებმა სიტუაცია რეალისტურად წარმოადგინეს. რუსეთმა თითქმის მთლიანად გადაკეტა მირნოგრადში უკრაინელი სამხედროებისთვის სახმელეთო მიწოდების გზები.

„ფაქტია: დგება „ქვაბის" (გარშემორტყმის) საშიშროება, საიდანაც, შესაძლოა, სულ რამდენიმე დღეში გამოსავალი აღარ იყოს", - ნათქვამია სტატიაში.

ჯარისკაცმა, რომელიც აცხადებს, რომ მირნოგრადში და მის გარშემო მყოფი 1 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის სახელით საუბრობს, Bild-ს განუცხადა:

„რეგიონში ბევრი დანაყოფია განლაგებული. კარგი იქნებოდა, თუ ერთ-ერთი მათგანი, სასურველია მთელი ბრიგადა, მომარაგების ამ წყეულ მარშრუტს გააკონტროლებს".

თავისი სიტყვების დასადასტურებლად, უკრაინელმა სამხედრომ BILD-ს ექსკლუზიური კადრები მიაწოდა, სადაც, სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცები მირნოგრადსა და პოკროვსკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს შორის თითქმის ყველა შენობაში არიან.

მისი თქმით, მირნოგრადის უკრაინელ დამცველებს მხოლოდ რუსული წინსვლის ყურება შეუძლიათ - რესურსების ნაკლებობის გამო, მათ აღარ შეუძლიათ მოწინააღმდეგის შეკავება.

მიმართვის დასასრულს, უკრაინელმა ჯარისკაცმა, რომლის ვინაობაც Bild-მა დაადასტურა, გამოცემას სთხოვა თავისი სიტყვები უკრაინელი საზოგადოებისთვის გადაეცა.

„ან მირნოგრადიდან კონტინგენტი უნდა გამოვიყვანოთ, ან სტაბილური ლოგისტიკა უზრუნველვყოთ. აქედან გამოგვიყვანეთ, ან ყველაფერი მოგვაწოდეთ, რაც გვჭირდება! წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქის დამცველები სამუდამოდ იქ დარჩებიან...", - განაცხადა მან.

 

https://www.bild.de/politik/ausland-und-internationales/holt-uns-hier-raus-oder-versorgt-uns-hilferuf-aus-myrnohrad-692ef5a446f39b6230ff8638

 

 





მსგავსი სიახლეები
ბერლინმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც ხელისუფლებას ფართო სათვალთვალო უფლებამოსილებას ანიჭებს
აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა
დონალდ ტრამპს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ FIFA 2025-ის მშვიდობის პრიზი გადასცა, სახელწოდებით "ფეხბურთი აერთიანებს მსოფლიოს"
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას ეხმაურება
ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ 120 მილიონით დააჯარიმა
,,უკრაინის ევროპელ მოკავშირეებში სულ უფრო აქტუალური ხდება მოსაზრება, რომ კიევს ომის დასასრულებლად მნიშვნელოვანი ტერიტორიული დათმობები მოუწევს''- El Pais
სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გავრცელების ბრალდებებით დააკავეს
,, გაყინული რუსული აქტივები უკრაინამ უნდა მიიღოს და არა შეერთებულმა შტატებმა''- მერცი
,,შეგვიძლია ევროკავშირში ძალაუფლების ახალი ბალანსი შევქმნათ, განსაკუთრებით ევროკომისიაში''- ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი
,,ევროკავშირმა ამერიკულ კომპანიებზე სისულელის გამო თავდასხმის ნაცვლად სიტყვის თავისუფლებას მხარი უნდა დაუჭიროს''- ჯეი დი ვენსი
საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ატომური წყალქვეშა ნავების ბაზის თავზე მფრინავ დრონებს ცეცხლი გაუხსნეს
ჩეჩნეთში, ქალაქ გროზნოში, ერთ-ერთ მაღალსართულიან შენობაზე დრონით თავდასხმა მოხდა
დასავლეთმა ომი უკრაინის წაქეზებით და გადატრიალების მოწყობით გააჩაღა, რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თავისი ინტერესები, თავისი ხალხი, ტრადიციული ღირებულებები -ვლადიმერ პუტინი
"დიფ სთეითმა" ჩემი განადგურება სცადა, თუმცა მე დავბრუნდი"-დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ლიზ ტრასი საკუთარ შოუს იწყებს
კორუფციის საქმესთან დაკავშირებით ფედერიკა მოგერინიმ "ევროპის კოლეჯის" რექტორის თანამდებობა დატოვა
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დააბრუნონ გატაცებული უკრაინელი ბავშვები
Euractiv: ევროკომისიის მაღალჩინოსანი სანინო EEAS-ის სკანდალის ფონზე თანამდებობას ტოვებს
The New York Times: ტრამპი „ამერიკის ხმის“ უცხოურ ოფისებსა და რადიოსადგურებს დახურავს
„გამოგვიყვანეთ აქედან, ან ყველაფერი მოგვაწოდეთ, რაც გვჭირდება“ - Bild უკრაინელი ჯარისკაცების მიმართვას ავრცელებს
ბრიუსელში იგივე ხდება, რაც კიევში, ცხადია, ბრიუსელში არც ისე მოწადინებულები არიან, დიდი ყურადღება გაამახვილონ უკრაინის კორუფციულ ქსელზე - პიტერ სიიარტო