იაგო ხვიჩია - „ბიბისი“ ამბობს, რომ „კამიტი“ ნაყიდია „ნაცების“ დროს, „ქოცებს“ რომ დაუმტკიცდეთ „კამიტის“ გამოყენება, საჭიროა, „ნაცებმა“ აღიარონ 2009 წელს მისი ყიდვა

 

„ბიბისის" საგამოძიებო ფილმიდან დადგინდა, რომ „კამიტი" „ნაცებმა" იყიდეს 2009 წელს და „ქოცებმა" გამოიყენეს 2024 თუ 2025 წელს, „ნაცებისგან" მაინტერესებს, მათ მიერ ადგილი ჰქონდა თუ არა „კამიტის" შეძენას, თუ ჰქონდა, რაში სჭირდებოდათ და იყენებდნენ თუ არა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ქოცებს" რომ დაუმტკიცდეთ „კამიტის" გამოყენება, საჭიროა, „ნაცებმა" აღიარონ 2009 წელს მისი ყიდვა.

„კამიტის" ამბავის შესახებ მინდა, მოგიყვეთ. „ბიბისის" საგამოძიებო ფილმიდან დადგინდა, რომ „კამიტი" „ნაცებმა" იყიდეს 2009 წელს და „ქოცებმა" გამოიყენეს 2024 თუ 2025 წელს, შეიძლება 2024-შიც და 2025-შიც. „ქოცებმა", მიუხედავად იმისა, რომ თავიდან გომელაურმა თქვა, რომ გვქონდა ეს პრეპარატი, „ნაცების" დროს იყო შესყიდული, მაგრამ ჩვენ არ გამოგვიყენებიაო, შეცვალეს თავიანთი პოზიცია და თქვეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არც ჩვენს დროს, არც „ნაცების" დროს ეს პრეპარატი არ ყოფილაო.

ახლა გამოდის ასეთი ამბავი, რომ „ბიბისი" ამბობს, რომ „ნაცების" დროს არის ნაყიდიო, „ქოცები" ამბობენ, საერთოდ არ ყოფილაო, „ნაცები" ამბობენ, ჩვენ „ბიბისის" გამოძიებას ვენდობითო, ყოველ შემთხვევაში, არ ვენდობითო არ უთქვამთ, მაგრამ არაფერს ამბობენ იმასთან დაკავშირებით, ეს რაღაც თვითონ იყიდეს თუ არა. მგონი, ახლა ის სიტუაციაა, „ქოცებს" რომ დაუმტკიცდეთ ამ „კამიტის" გამოყენება, საჭიროა, „ნაცებმა" აღიარონ 2009 წელს მისი ყიდვა. ანუ აღიარონ ის, რაც „ბიბისის" დოკუმენტურ ფილმშია ნათქვამი. ასე მარტივად არის საქმე.

მე მაინტერესებს „ნაცებისგან", მათ მიერ ადგილი ჰქონდა თუ არა „კამიტის" შეძენას. თუ ჰქონდა, რაში სჭირდებოდათ და იყენებდნენ თუ არა. „ქოცებმა" ერთი პასუხიც თქვეს, მეორე პასუხიც და მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან, მაინც ვერ ენდობი მაგათ. „ნაცების" სიტყვაა ახლა, ამ წუთას უფრო საინტერესო. იქიდან გამომდინარე, რომ „ქოცებს" რომ დასდონ ბრალი ამ ნივთიერების გამოყენებაში, უნდა აღიარონ, რომ თვითონ იყიდეს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ბიბისიმ" გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის" მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს". კერძოდ, „ბიბისი" პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის" მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს". ამასთან, „ბიბისის" ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ".

ამასთან, „ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, „ბიბისის" წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავა დაიწყონ.

 

 





მსგავსი სიახლეები
" ამჟამად სომხეთის შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 37 პროცენტია"- კაია კალასი
იაგო ხვიჩია - „ბიბისი“ ამბობს, რომ „კამიტი“ ნაყიდია „ნაცების“ დროს, „ქოცებს“ რომ დაუმტკიცდეთ „კამიტის“ გამოყენება, საჭიროა, „ნაცებმა“ აღიარონ 2009 წელს მისი ყიდვა
კვლევაში არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს არაფერი, არც მოწამვლაზე, კლინიკური ანალიზია''- გიორგი ჩახუნაშვილი
The Hill: სენატის უმრავლესობის ლიდერმა გასულ თვეს უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პირადი თხოვნა, რომ წინ წაეწია „მეგობარი აქტი“
აქციები რაც მიმდინარეობს, არც ერთი პაციენტი ჩვენს კლინიკაში ოფიციალურად არ შემოსულა, არ არსებობს არც ერთი ტოქსიკოლოგის ჩანაწერი, რომელიც მოწამვლასთან ასოცირებულ პრობლემას დაადასტურებდა -ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე
როცა იცი, ვის დაუსვა კითხვები, სწორ პასუხებსაც აუცილებლად მიიღებ - თიბისი, ბიზნესების მხარდასაჭერად, ახალ კამპანიას იწყებს
დადექი თიბისის დეკემბრის მარათონის სასტარტო ხაზზე თიბისის მობაილბანკში
,,რუსეთი ევროპასთან ომს არ აპირებს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, ჩვენ მზად ვართ ახლავე''- ვლადიმირ პუტინი
,,ვისაც სურვილი ექნება მეთორმეტე კლასშიც ისწავლოს, ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი''- გივი მიქანაძე
სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებით ხელშეკრულება ძალაშია მომავალი წლის ბოლომდე, აზერბაიჯანულ მხარესთან მეგობრულ რეჟიმში გვექნება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, ორ ქვეყანას შორის სათანადო გარიგება შედგება -პრემიერი
აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -გეკა გელაძე
არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი ამ ქვეყანაში-ირაკლი კობახიძე
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა მიიღო ევროკავშირის ურთიერთინტერესის პროექტის სტატუსი -დავით მირცხულავა
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 1-ელი დეკემბრიდან დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება - მერია
ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
,,თუ უკრაინაში ომი დასრულდა, ევროკავშირში შიდა ბრძოლა დაიწყება''- The Economist
ნაცი რუსთაველზეც ნაცია, სტადიონზეც და სპორტის სასახლეშიც -შალვა პაპუაშვილი
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა
28 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები-ნინო წილოსანი
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხში ვარაშავას არაფერს დააკისრებს