" ამჟამად სომხეთის შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 37 პროცენტია"- კაია კალასი
"მსოფლიო წესრიგი აშკარად იცვლება და სწორედ ამიტომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სტრატეგიული თანხვედრა, ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის, თქვენთან", - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კაია კალასმა აღნიშნა, ამჟამად სომხეთის შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 37 პროცენტია. მისივე თქმით, მართალია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რთულია, თუმცა, ევროკავშირი მის დაწესებას პარტნიორი ქვეყნებისგანაც ითხოვს იმ მიზნით, რომ ომი მალე დასრულდეს.
"ამჟამად სომხეთის შესაბამისობა 37 პროცენტია. ასე რომ, დიახ, სანქციები, რომლებიც რუსეთს დავუწესეთ, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ჩვენ ამას ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგანაც ვითხოვთ, რადგან ყველას გვინდა, რომ [რუსეთ-უკრაინის] ომი დასრულდეს. ვფიქრობ, ამ ომის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე დიდია, ამიტომაც დავაწესეთ სანქციები - ამ ომის დასასრულებლად. სწორედ ამიტომ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ამ გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში იყვნენ; სწორედ ამიტომ ვთავაზობთ სავაჭრო პორტფელების დივერსიფიკაციის შესაძლებლობებს, რათა რეალურად არ იყოთ დამოკიდებული რუსეთზე. ეს ომი რომ დასრულდეს, სწორედ ამიტომ გვაქვს სანქციები დაწესებული და თუ ყველა შეუერთდება სანქციებს და არ მოხდება გვერდის ავლა, მაშინ ევროკავშირი თავის პარტნიორებს წაართმევს ომის დაფინანსების შესაძლებლობას და ომი უფრო მალე დასრულდება", - განაცხადა კაია კალასმა.
მსგავსი სიახლეები
" ამჟამად სომხეთის შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 37 პროცენტია"- კაია კალასი
იაგო ხვიჩია - „ბიბისი“ ამბობს, რომ „კამიტი“ ნაყიდია „ნაცების“ დროს, „ქოცებს“ რომ დაუმტკიცდეთ „კამიტის“ გამოყენება, საჭიროა, „ნაცებმა“ აღიარონ 2009 წელს მისი ყიდვა
კვლევაში არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს არაფერი, არც მოწამვლაზე, კლინიკური ანალიზია''- გიორგი ჩახუნაშვილი
The Hill: სენატის უმრავლესობის ლიდერმა გასულ თვეს უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პირადი თხოვნა, რომ წინ წაეწია „მეგობარი აქტი“
აქციები რაც მიმდინარეობს, არც ერთი პაციენტი ჩვენს კლინიკაში ოფიციალურად არ შემოსულა, არ არსებობს არც ერთი ტოქსიკოლოგის ჩანაწერი, რომელიც მოწამვლასთან ასოცირებულ პრობლემას დაადასტურებდა -ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე
როცა იცი, ვის დაუსვა კითხვები, სწორ პასუხებსაც აუცილებლად მიიღებ - თიბისი, ბიზნესების მხარდასაჭერად, ახალ კამპანიას იწყებს
დადექი თიბისის დეკემბრის მარათონის სასტარტო ხაზზე თიბისის მობაილბანკში
,,რუსეთი ევროპასთან ომს არ აპირებს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, ჩვენ მზად ვართ ახლავე''- ვლადიმირ პუტინი
,,ვისაც სურვილი ექნება მეთორმეტე კლასშიც ისწავლოს, ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი''- გივი მიქანაძე
სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებით ხელშეკრულება ძალაშია მომავალი წლის ბოლომდე, აზერბაიჯანულ მხარესთან მეგობრულ რეჟიმში გვექნება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, ორ ქვეყანას შორის სათანადო გარიგება შედგება -პრემიერი
აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -გეკა გელაძე
არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი ამ ქვეყანაში-ირაკლი კობახიძე
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა მიიღო ევროკავშირის ურთიერთინტერესის პროექტის სტატუსი -დავით მირცხულავა
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 1-ელი დეკემბრიდან დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება - მერია
ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
,,თუ უკრაინაში ომი დასრულდა, ევროკავშირში შიდა ბრძოლა დაიწყება''- The Economist
ნაცი რუსთაველზეც ნაცია, სტადიონზეც და სპორტის სასახლეშიც -შალვა პაპუაშვილი
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა
28 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები-ნინო წილოსანი
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხში ვარაშავას არაფერს დააკისრებს