,,ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან''- ლევან მახაშვილი
„ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან და არა პირიქით, იყოს დახურული სისტემა", - განუცხადა „ქრონიკას" ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მახაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ბრიუსელმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა იყოს სუფთა კორუფციისგან და მოსყიდვებისგან.
„ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან და არა პირიქით, იყოს დახურული სისტემა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრიუსელმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა იყოს სუფთა კორუფციისგან და მოსყიდვებისგან. არა ის, რომ დასაჯოს სხვა სახელმწიფოები როდესაც ისინი ცდილობენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების დაფუძნებას საკუთარ ქვეყნებში", - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ გაათავისუფლა ფედერიკა მოგერინი და სტეფანო სანინო მას შემდეგ, რაც ისინი თაღლითობის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკითხვის მიზნით დააკავეს. ამის შესახებ ევროკავშირის საჯარო პროკურორმა განაცხადა.
ბრიუგეში მდებარე ევროპის კოლეჯსა და ბრიუსელში მდებარე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გუშინ ჩხრეკა ჩატარდა. კერძოდ, ჩხრეკა ბრიუსელში ევროპის პროკურატურამ ჩაატარა. EPPO-მ ჩხრეკა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უმცროსი დიპლომატებისთვის ტრენინგებთან დაკავშირებული სავარაუდო თაღლითობის გამოძიების ფარგლებში ჩაატარა. „ბრალდებები ეხება შესყიდვების თაღლითობასა და კორუფციას, ინტერესთა კონფლიქტსა და პროფესიული საიდუმლოების დარღვევას. ისინი გაათავისუფლეს, ვინაიდან მათი მიმალვის რისკი არ არსებობს", - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში თანამშრომლობა
,,ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან''- ლევან მახაშვილი
,,ევროპა უსინდისოდ იშვერს ხელს ამერიკელებისკენ, თითქოს თავად ვერაფერს გასწვდებიან''- შალვა პაპუაშვილი
,,ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ სანქციები დაუწესეთ [რუსეთს] და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები''- პაპუაშვილი
სამეცნიერო კვლევა, BBC, ჩვენ და ილია ჭავჭავაძე''- ექიმი არჩილ მარშანია
შალვა პაპუაშვილი - მაინტერესებს, როდესაც დადასტურდა, რომ „კამიტთან“ დაკავშირებით ტყუილი გავრცელდა, მოიხდიან თუ არა ბოდიშს ბრიუსელი, გარედან დაქირავებული „ენჯეოები“
მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა
მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩი საქართველოში რეგიონიდან რეგიონში დადის, პეპლებზე და სიკეთეებზე საუბრობს, მის მიერ დაფინანსებული ადამიანები ჩართულები არიან ჰიბრიდულ ოპერაციაში -შალვა პაპუაშვილი
შემაშფოთებელია ვითომდა სანდო წყაროების, ამ შემთხვევაში „ბიბისის“ გამოყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად, მნიშვნელოვანია, ყველა მსგავს ქმედებას სათანადო რეაგირება მოჰყვეს -მაკა ბოჭორიშვილი
არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება "კამიტი", შსს-ს "ნაცმოძრაობის" დროსაც კი არ შეუძენია ეს ნივთიერება, შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე-ირაკლი კობახიძე
შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა თავისი შეხვედრა, თუმცა იყო კიდევ სამი შეხვედრა, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე -ირაკლი კობახიძე
"ბიბისის" სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია -ირაკლი კობახიძე
კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას, დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს-ირაკლი კობახიძე
ვგეგმავთ, მივმართოთ ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა "ბიბისიმ" სათანადოდ პასუხი აგოს-ირაკლი კობახიძე
რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს -რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროტესტის უკან დგას ძალა, რომელსაც "ქართული ოცნების" მთავრობასა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობების არანაირი ინტერესი არ აქვს, პროცესები ხელოვნურად არის ორგანიზებული -მიხეილ ყაველაშვილი
2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება წევრობისთვის, თუმცა, არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება, ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ-მიხეილ ყაველაშვილი
ვამაყობთ ჩვენი კონსტიტუციით, რომელიც მკაფიოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვას-მიხეილ ყაველაშვილი
2024 წლის არჩევნებზე "ქართული ოცნება" აბსოლუტური ლიდერი იყო -მიხეილ ყაველაშვილი
არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან-მიხეილ ყაველაშვილი