4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 

ვერძი

ნუ დარდობთ, თუკი ზურგს უკან თქვენზე ლაპარაკობენ. ასეთი ჭორაობა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი შურთ და თქვენი წარმატებები აღიზიანებთ.

ამ დღეს გაგიჩნდებათ იდეა, დამატებითი შემოსავალი როგორ გამოიმუშაოთ, გაჩნდება ახალი გეგმები საკუთარი ბიზნესის ორგანიზებისთვის. მეგობრის დახმარებით შეძლებთ განსაზღვროთ, თუ როგორ დააბანდოთ ფული მაქსიმალური სარგებლის მისაღებად.

ვარსკვლავები გირჩევენ, ცხიმიანი და მძიმე საკვები არ მიირთვათ, რამაც შეიძლება საჭმლის მონელების პრობლემები გამოიწვიოს. ეცადეთ, თქვენი მენიუ რაც შეიძლება მრავალფეროვანი გახადოთ.

კურო

თუ სასიყვარულო შეხვედრები ახლახან დაიწყეთ, ეცადეთ, უახლოესი დღეების განმავლობაში მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოთ - ბობოქარი მარსი თქვენს წყვილს კონფლიქტებისკენ უბიძგებს.

დაოჯახებულ ადამიანებს საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე დიდი დროს დახარჯვა მოუწევთ, თუმცა გაწეული ძალისხმევა სასურველ შედეგს არ მოგიტანთ.

თვალი ადევნეთ შრომის ბაზარზე არსებულ სიტუაციას - შესაძლოა, სამსახურის შეცვლა მოგინდეთ. არ არის გამორიცხული სამსახურებრივი რომანი, თუმცა, მან შეიძლება თქვენს კარიერას ზიანი მიაყენოს!

გაჩნდება ფულის მომგებიანად დაბანდების ან მსხვილი შესყიდვის შესაძლებლობა.

ტყუპები

კარგი იქნება, თუ დაისვენებთ და უინტერესო გარემოს შეიცვლით.

ეცადეთ, მოვალეობები სწორად გადაანაწილოთ და კოლეგებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. თქვენი ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს სურვილი ექნება, მოვლენები დააჩქაროს და ადამიანებზე შთაბეჭდილება მოახდინოს, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

მთლიანობაში სტაბილური და გაწონასწორებული დღეა, თუმცა, დღის განმავლობაში შეიძლება ემოციების მცირე ცვლილება მოხდეს. ეცადეთ, შინაგანი წონასწორობა შეინარჩუნოთ და უკიდურესობებში არ გადავარდეთ.

კირჩხიბი

ვენერას ზედმეტი აქტიურობა ვნებების აფეთქებას გპირდებათ. ცხოვრება მხოლოდ შავი და თეთრი არ არის, ამიტომ კატეგორიული ნუ იქნებით. თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი რჩეული ცდება, გაითვალისწინეთ, რომ მას შეუძლია, განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს.

ვარსკვლავები ხელფასის მომატებას ან მოულოდნელი შემოსავლის მიღებას არ გამორიცხავენ. ხელსაყრელი დროა ბუნების წიაღში ან აგარაკზე დასვენებისთვის.

ლომი

პირად ცხოვრებაში მზად იყავით სასიამოვნო ცვლილებებისთვის - თუ დიდი ხანია მეორე ნახევარს ეძებთ, ამ დღეს ბედი გაგიღიმებთ!

საშუალება გექნებათ, რომ თქვენი გეგმები ახლობელ ადამიანს გაუზიაროთ და მისი რჩევები მოისმინოთ. სამსახურის ხელმძღვანელმა შესაძლოა მივლინებაში გაგაგზავნოთ ან სხვა დავალება მოგცეთ, რომელიც ქალაქიდან გასვლას და გარემოს შეცვლას მოითხოვს.

ვარსკვლავების განლაგება ხელსაყრელია დაგროვილი ფინანსური და სამუშაო პრობლემების გადაჭრის და საქმიანი მოლაპარაკებების დასრულებისთვის.

იმ ლომებს, რომლებსაც საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებაში ზომიერების დაცვა უჭირთ, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ.

ქალწული

თუ თქვენს მეორე ნახევარს ჯერ არ შეხვედრიხართ, ამისთვის უნდა მოემზადოთ! მალე შეძლებთ ძალიან საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობას მთლიანად შეცვლის და სიმშვიდისა და კმაყოფილების შეგრძნებას მოგანიჭებთ. გირჩევთ, თქვენი გრძნობები და განცდები ახლობელ ადამიანს გაუზიაროთ - მისი რჩევები და მხარდაჭერა ძალიან დაგეხმარებათ.

შეგიძლიათ მაღალანაზღაურებადი კონტრაქტების ხელმოწერის იმედი გქონდეთ, რაც თქვენს კარიერაზე დადებითად აისახება. გამორიცხული არ არის მნიშვნელოვანი ნაცნობობა ან გარემოებათა მოულოდნელი დამთხვევა, რომელიც საქმეების წინსვლაზე წარმატებით აისახება. ყველაზე მთავარია, პერსპექტიული შესაძლებლობა დროულად დაინახოთ.

ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან - მოსალოდნელია ტრავმის ან დენის დარტყმის რისკი.

სასწორი

სასიყვარულო საქმეებში ყველაზე მთავარი სიფრთხილეა! მოერიდეთ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც შეიძლება მალე ინანოთ. თუ საყვარელ ადამიანთან იჩხუბეთ, ახლა კარგი დროა შერიგებისთვის - პლანეტების განლაგება კონფლიქტების მოგვარებას ხელს უწყობს.

სამსახურში ყურადღება ხშირად გეფანტებათ, რაც სამუშაო პროცესზე და კოლეგებთან ურთიერთობაზე უარყოფითად მოქმედებს. თუ გრძნობთ, რომ ძველი კავშირები აღარაფერს გაძლევთ და პირიქით, ხელს გიშლით, შეგიძლიათ უყოყმანოდ დაასრულოთ.

ეცადეთ სამუშაო საკითხების გადაჭრის დროს ნაკლებად ამბიციური იყოთ, დაზოგეთ ენერგია მომავალი პროექტებისთვის. შესაძლებელია მოულოდნელი მატერიალური შემოსავლები - შეიძლება ძველი, დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ.

თქვენი დამცავი ინსტინქტი გამძაფრებულია, რაც გარშემომყოფების მიმართ დამოკიდებულებაზე აისახება.

მორიელი

თქვენთვის რომანტიკისა და შეყვარებულობის პერიოდი დგება, თუმცა რომანტიკულ ცხოვრებაში არის ხარვეზები, რომელთა შევსებაც მალე მოგიწევთ.

ზოდიაქოს ამ ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საზრუნავი ელით. ამ დღეს ცდუნებას უნდა შეებრძოლოთ, რადგან მან შეიძლება მოულოდნელი პრობლემები შეგიქმნათ.

თქვენი კომუნიკაბელურობა იზრდება, რაც საჭირო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. შესანიშნავი დღეა სერიოზული გეგმების შესრულებისთვის, ინვესტორებთან ურთიერთობისა და შოპინგისთვის.

გახსოვდეთ, რომ იმუნიტეტის გაძლიერება გვიანი არასდროს არის. ამ რჩევას ნუ უგულებელყოფთ, თუნდაც შესაშური ჯანმრთელობით გამოირჩეოდეთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღებამდე საკუთარ გრძნობებში გაერკვიოთ - საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროზე ადრე გაფუჭება არ ღირს.

ხელსაყრელი პერიოდია მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად. მამაკაცებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ კოლეგებისა და ხელმძღვანელობის წინაშე საკუთარი უნარები გამოავლინონ.

ბოლო დროს ბევრი ნეგატივის გადატანა მოგიწიათ, რაც შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს. გირჩევთ საქმე ცოტა ხნით დაივიწყოთ და საკუთარ თავს მოდუნების საშუალება მისცეთ.

ემოციების კონტროლი დაგეხმარებათ, რომ მკვეთრი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

თხის რქა

გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანთან ერთად. ხელსაყრელი დღეა, რომ თქვენი კავშირი უფრო მყარი და საიმედო გახადოთ. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით - ხშირად ეწვიეთ სტუმრად, სტუმრები მოიწვიეთ, გაერთეთ და იმხიარულეთ.

ეცადეთ, მხოლოდ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტოთ და „ენერგეტიკულ ვამპირებთან" ურთიერთობას მოერიდოთ. არ არის გამორიცხული, რომ ზოგი ადამიანი თქვენს სიკეთეს და ლმობიერებას პირადი სარგებლისთვის იყენებს. თუ ასეა, დროა, მათ თავიანთი ადგილი მიუჩინოთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, მაქსიმალური მოგების მისაღებად ინვესტირების ყველა ვარიანტი გააანალიზოთ.

მერწყული

მალე კონფლიქტები, წუწუნი და უნდობლობა წარსულში დარჩება და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება. საოჯახო საბჭო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებლობას თქვენ დაგაკისრებთ.

ვარსკვლავები ამ დღეს ახალი საქმეების დაწყებას არ გირჩევენ, რადგან შედეგი სავარაუდოდ, უარყოფითი იქნება. მოერიდეთ ფულის სესხებას და გასესხებას, ასევე მნიშვნელოვან ხარჯებს.

თავი შეიკავეთ ძილის წინ კალორიული კერძების მიღებისგან. საღამოს, სუფთა ჰაერზე სეირნობა დადებითად აისახება თქვენს მდგომარეობაზე.

თევზები

მეორე ნახევარი პაემანზე მოიწვიეთ, სიურპრიზი მოუმზადეთ და თქვენი გრძნობები ახალი ძალით იფეთქებს.

სამსახურში მცირე შენიშვნაც კი გულთან ახლოს მიგაქვთ და მთელ დღეს ამაზე ფიქრობთ. ასე თუ გააგრძელებთ, შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოთ. შესაფერისი დღეა ფინანსური სტრატეგიის განახლებისა და ხარჯების მართვისთვის. საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან სიფრთხილე გამოიჩინეთ.

ვარსკვლავები მიუთითებენ, რომ ამ დღეს მცირე ტრავმების ალბათობა არსებობს.

 

 





მსგავსი სიახლეები
4 დეკემბერს მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავენ
4 დეკემბერს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 68-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
4 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მინდა, აღვნიშნო უდიდესი როლი, რომელსაც ქართული ეკლესია და მისი უწმინდესობა ასრულებს საქართველოში ქრისტიანული იდენტობის, დამოუკიდებლობის დაცვასა და შენარჩუნებაში -ალან პერსელი
აშშ-ის საელჩო ელჩის მოვალეობის შემსრულებლისა და მეუფე შიო მუჯირის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
საახალწლო ღონისძიებები 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
„ბიბისის“ გამოუკითხავს ექიმები, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს, ცრემლმდენი აირით მოწამვლის გამო არცერთი ადამიანი არ მისულა სტაციონარში -ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე
წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება "სიკეთით სავსე ქალაქი" -კახა კალაძე
3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
არანაირ ფაქტებს არ ემყარება გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი "Midvolga 2" საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მოემართებოდა -საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებს ისწავლიან
კახა კალაძემ ბუდაპეშტში უნგრელი ფეხბურთელის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა "დეზინფორმაციის რეესტრი" შექმნა
შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია - მთავარია გჯეროდეს!
2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
ინტენსიური თოვის გამო, გზის მელე-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული ან შეზღუდულია
თეატრ "სახელოსნო 42"-ის ზამთრის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი