"რას ამტკიცებს BBC-ს სტატია? -არჩილ მარშანია
ვერაფერს ეს სტატია ვერ ამტკიცებს, იქ არსებული ყველაზე სკანდალური "მტკიცებულება" არის ის, რომ BBC-ს ყავს ვიღაც ინფორმატორები ("Several high-level whistleblowers") რომლებიც თითქოს დაეხმარნენ ინფორმაციის მოძიებში და ნახეს ნივთიერებების ჩამონათვალი", - წერს ექიმი არჩილ მარშანია, რომელიც ვრცლად მიმოიხილავს BBC-ის მიერ მომზადებულ მასალას, სადაც საუბარია გასულ წელს, აქციის მონაწილეების დაშლისას აკრძალული ნივთიერების შესაძლო გამოყენებაზე.
მარშანიას თქმით, BBC-ის ინფორმაცია ზოგადია და არაფერს კონკრეტულს არ შეიცავს, ერთ-ერთი კოდიც ზოგადია და ის ბევრ ქიმიურ ნივთიერებას მიესადაგება, რაზე დაყრდნობითაც, „ვიღაც ტოქსიკოლოგი პროფესორი კრისტოფერი”გამოთქვამს ვარაუდს, რომ კოდი „კამიტს“ მიესადაგება, თუმცა, სტატიის ავტორი, იქვე თავადვე აღნიშნავს, რომ ეს სპეკულაცია ან ვარაუდია.
ექიმი აღნიშნავს იმასაც, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ არსებობს არანაირი მყარი და ობიექტური მტკიცებულება, რომ საქართველოში დემონსტრაციების დაშლისას გამოყენებული იქნა აკრძალული ნივთიერება „კამიტი“.
"სამეცნიერო კვლევა, BBC, ჩვენ და ილია ჭავჭავაძე.
დიდმა ილია ჭავჭავაძემ ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ჯერ კიდევ 1879 წელს დაარსა თავის თანმოაზრეებთან ერთად (et al).
მისი სახელი (ნეიმინგი ასევთქვათ - შენიშვნა ავტ.), "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება"" ისეთივე დიდებული იყო როგორც მისი მიზანი - კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა XIX საუკუნის საქართველოში.
უბალოდ ამჟამინდელი (და არამარტო!) მოვლენები, 2025 წელსაც აჩვენებს, რომ ამ გენიალური სახელიდან, "გამავრცელებელი" მაინცდამაინც დიდი ეფექტურობით ვერ გამოირჩა, რადგან BBC-ზე და სამეცნიერო კვლევაზე, ისმის შეკითხვები, თუმცა წამკითხავი არავინ არალი (შეშა ვერ ჩამაიტანენ).
გადავწვიტე, რომ ეს უმძიმესი ხვედრი, ჩემს თავზე ამეღო...
ავდექი, არც ვაციე (და აქვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ არც ვაცხელე!) და წავიკითხე!
შედეგად გთავაზობთ ხშირად დასმულ შეკითხვებსა და მასზედ პასუხებს:
კვლევა
არის თუ არა კვლევა გასაიდუმლოებული?
არა, იხ. ლინკი: https://www.sciencedirect.com/.../pii/S2214750025002859...
რას ამტკიცებს ეს კვლევა?
კვლევა არაფერს ამტკიცებს, არის მიმოხილვითი მცირე ზომის კვლევა.
რა ლიმიტირებები აქვს კვლევას?
კვლევის ლიმიტირებებია:
- მცირე ზომის ობზერვაციული კვლევაა და შერჩეული დაზარალებულების მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო მონაწილეობა (347დან 69-მ მიიღო მონაწილეობა)
- არ არის ბეიზლაინი კარდიოგრამები (სხვანაირად რომ ვთქვათ, შეუძლებელია გადაჭრით თქმა, ეს დარღვევები ცრემლსადენი გაზით იყო გამოწვეული თუ ისედაც ქონდათ მონაწილეებს ადრე)
- კონტროლის ჯგუფი გაცილებით პატარაა (31)
- არსებობს სხვა ფაქტორებიც, ასაკი, ქრონიკული დაავადებების არსებობა, მედიკამენტები, სოციო-ეკონომიკური სტრესის გავლენა, მედიკამნეტები, ჰაერის დაბინძურება და ა.შ.
- კონკრეტული კონცენტრაციები რა დოზით მიეწოდა და რომელი აგენტი, ვერ განისაზღვრება (ცრემლსადენი გაზი vs პეპერ სპრეი)
- გარემოს ობიექტური დათვალიერება და გრძელ ვადაში დაკვირვება არ არის ( ჰაერის ან მყარი ზედაპირების გამოკვლევა)
- p-value -ს გამოთვლაში ერთგან სავარაუდოდ შეცდომაა. (χ²(3) = 0.85, p = .012) p წესით არის ≈ 0.84 და არა 0,012.
და ა.შ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კვლევის სამეცნიერო სარწმუნოება შეიძლება შეფასდეს როგორც - ძალიან დაბალი.
ზუსტად კვლევის ლიმიტირებების და მეთოდოლოგიის გათვალისწინბით, თავად მკვლევარებიც დასკვნაში არაფერს მტკიცებით ფორმაში არ წერენ და გამოთქვამენ აზრს ასოცირებაზე და არა მიზეზ-შედეგობრივ მტკიცებულებაზე.
რა არის მისი დასკვნა?
დასკვნა ამბობს, რომ ცრემლსადენი გაზი ასოცირებულია ეკგ ცვლილებებთან და საჭიროა გრძელვადიანი კვლევები ამ საკითხზე.
კვლევაში განხილულია თუ არა, რომელიმე აკრძალული ნივთიერება?
არა.
BBC
არის თუ არა BBC-ს სტატია გასაიდუმლოებული?
არა, იხ. ლინკი:https://www.bbc.com/news/articles/czrk7g50e1po...
რას ამტკიცებს BBC-ს სტატია?
ვერაფერს ეს სტატია ვერ ამტკიცებს, იქ არსებული ყველაზე სკანდალური "მტკიცებულება" არის ის, რომ BBC-ს ყავს ვიღაც ინფორმატორები (""Several high-level whistleblowers"") რომლებიც თითქოს დაეხმარნენ ინფორმაციის მოძიებში და ნახეს ნივთიერებების ჩამონათვალი.
თუმცა ეს ინფორმაციაც ზოგადია და არაფერს კონკრეტულს არ შეიცავს, ერთ-ერთი კოდი (UN3439) არის ზოგადი, რომელიც ბევრ ქიმიურ ნივთიერებას მიესადაგება, ქოლგა ტერმინია და ერთ-ერთი შეიძლება იყოს კამიტიო.
ხოდა მერე ვიღაც, ტოქსიკოლოგი პროფესორი კრისტოფერი, ამ ყველაფერზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს რომ კი, კამიტს მიესადაგებაო.
სტატიის ავტორი, იქვე თავადვე აღნიშნავს, რომ ეს სპეკულაციაა/ვარაუდი (""He speculated it would have been used because it would act as a strong deterrent."")
თუმცა სტატია ისეთი სათაურით იწყება, რომ თუ არ წაიკითხავ, შეიძლება გეგონოს, რომ რაღაც მყარ მტკიცებულებებზეა აწყობილი.
დასკვნა
ამ ყველაფერზე დაყრდნობით, საერთო ჯამში, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ არსებობს მყარი, ობიექტური მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დემონსტრაციების დაშლისას გამოიყენეს აკრძალული ნივთიერება კამიტი?
არა, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ არსებობს არანაირი მყარი და ობიექტური მტკიცებულება იმის, რომ საქარველოში დემონსტრაციების დაშლისას გამოყენებული იქნა აკრძალული ნივთიერება კამიტი.
ეს პოსტი ეყრდნობა ზემოთ დალინკულ ორ წყაროს და 1879 წელს დაწყებული დიადი საქმის გამო, ჩემში განვითარებულ, სუბიექტურ, წერა-კითხვის უნარებს და არ არის აუცილებელი ყველასთვის წარმოადგენდეს ობიექტურ ჭეშმარიტებას.
არაფრის". - წერს არჩილ მარშანია.
ცნობისთვის BBC-იმ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: "BBC-ის მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება "კამიტი" გამოიყენეს. რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა. გამოიყენეს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი.
BBC-ის მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, "მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს". ამასთან, BBC-ის ცნობით, "გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ".
აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
მსგავსი სიახლეები
"რას ამტკიცებს BBC-ს სტატია? -არჩილ მარშანია
" ამჟამად სომხეთის შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 37 პროცენტია"- კაია კალასი
იაგო ხვიჩია - „ბიბისი“ ამბობს, რომ „კამიტი“ ნაყიდია „ნაცების“ დროს, „ქოცებს“ რომ დაუმტკიცდეთ „კამიტის“ გამოყენება, საჭიროა, „ნაცებმა“ აღიარონ 2009 წელს მისი ყიდვა
კვლევაში არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს არაფერი, არც მოწამვლაზე, კლინიკური ანალიზია''- გიორგი ჩახუნაშვილი
The Hill: სენატის უმრავლესობის ლიდერმა გასულ თვეს უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პირადი თხოვნა, რომ წინ წაეწია „მეგობარი აქტი“
აქციები რაც მიმდინარეობს, არც ერთი პაციენტი ჩვენს კლინიკაში ოფიციალურად არ შემოსულა, არ არსებობს არც ერთი ტოქსიკოლოგის ჩანაწერი, რომელიც მოწამვლასთან ასოცირებულ პრობლემას დაადასტურებდა -ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე
როცა იცი, ვის დაუსვა კითხვები, სწორ პასუხებსაც აუცილებლად მიიღებ - თიბისი, ბიზნესების მხარდასაჭერად, ახალ კამპანიას იწყებს
დადექი თიბისის დეკემბრის მარათონის სასტარტო ხაზზე თიბისის მობაილბანკში
,,რუსეთი ევროპასთან ომს არ აპირებს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, ჩვენ მზად ვართ ახლავე''- ვლადიმირ პუტინი
,,ვისაც სურვილი ექნება მეთორმეტე კლასშიც ისწავლოს, ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი''- გივი მიქანაძე
სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებით ხელშეკრულება ძალაშია მომავალი წლის ბოლომდე, აზერბაიჯანულ მხარესთან მეგობრულ რეჟიმში გვექნება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, ორ ქვეყანას შორის სათანადო გარიგება შედგება -პრემიერი
აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -გეკა გელაძე
არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი ამ ქვეყანაში-ირაკლი კობახიძე
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა მიიღო ევროკავშირის ურთიერთინტერესის პროექტის სტატუსი -დავით მირცხულავა
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 1-ელი დეკემბრიდან დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება - მერია
ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
,,თუ უკრაინაში ომი დასრულდა, ევროკავშირში შიდა ბრძოლა დაიწყება''- The Economist
ნაცი რუსთაველზეც ნაცია, სტადიონზეც და სპორტის სასახლეშიც -შალვა პაპუაშვილი
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა
28 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები-ნინო წილოსანი