თვითონვე ამბობენ ავტორები და ვეთანხმები, კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად -პიმენ ყურაშვილი BBC-ის ფილმზე
თვითონვე ამბობენ ავტორები ასევე და ვეთანხმები, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად, - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოება "ქართულის" წევრი პიმენ ყურაშვილი BBC-ის ფილმთან დაკავშირებით.
როგორც იგი აღნიშნავს, მისი აზრით ამ ეტაპზე ეს კვლევა არანაირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა.
"წავიკითხე თვითონ სამედიცინო კვლევა, რომელზეც დაეყრდნო BBC-ის სიუჟეტი.
ამერიკაში რეზიდენტურა როცა დავიწყე, მაშინვე დაგვაწყებინეს სამედიცინო კვლევების კრიტიკული ანალიზის შესწავლა და რომ ყველა კვლევას უნდა მიუდგე კრიტიკულად. თუ კვლევა კრიტიკას უძლებს, კარგი კვლევაა. თუ ვერ უძლებს, არ არის კარგი. ამიტომ როგორც ყველა კვლევას, ამ კვლევასაც მივუდექი კრიტიკული ანალიზით.
ამ კვლევის მიხედვით სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება იპოვეს ძირითადად კარდიოგრამულ მონაცემებში, განსაკუთრებით RBBB (მარჯვენა კონის ტოტის ბლოკი) და T wave inversion (ტ კბილის ინვერსია ანუ შებრუნებული ტ კბილი).
ავტორებმა ახსენეს შესაძლო პათოლოგიური მიზეზები ამ კარდიოგრამული ცვლილებებისა, თუმცა არ უხსენებიათ შემდეგი ყველაზე ხშირი მიზეზები RBBB-ის შემთხვევაში:
• ბუნებრივი დაბერება და ფიბროზი
• ჯანმრთელ ადამიანებში (განსაკუთრებით ახალგაზრდა სპორტსმენებში და გამხდარ ადამიანებში)
• ასევე არასრული RBBB ხშირად ნორმის ვარიანტია
( ეს მნიშვნელოვანია! RBBB შეიძლება იყოს სრული და არასრული. კვლევაში არ დაუკონკრეტებიათ რომელი ვარიანტები ნახეს. არასრული ბლოკი კიდევ უფრო ხშირად არის ნორმალური ვარიანტი კარდიოგრამაზე ვიდრე სრული)
ასევე T wave inversion-ის შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული კარდიოგრამის რომელ განხრებში იქნა ნაპოვნი ეს შებრუნებული ტ კბილები.
V1 განხრიდან v4 განხრამდე ტ კბილის შებრუნება ხშირად არის ასევე ნორმალური ვარიანტი განსაკუთრებით ქალებში და ზოგადად ახალგაზრდებში.
მოწინააღმდეგემ შეიძლება დასვას კითხვა, მაშინ კონტროლ ჯგუფში რატომ არ იქნა ნაპოვნი მსგავსი სტატისტიკით ეს ცვლილებები?
პასუხი:
ერთი, კონტროლ ჯგუფის ადამიანები მინიმუმ 2-ჯერ მცირე რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი და მიზეზი გაუგებარია იმიტომ, რომ 18-ს გადაცილებული პირები, რომლებიც რუსთაველზე არ ცხოვრობენ ჩემი აზრით თავისუფლად შეიძლება იგივენაირი რაოდენობით მაინც წარმოედგინათ, როგორც დემონსტრანტები.
აქ მეორე კითხვა ჩნდება ეგრეთწოდებული არჩევის მიკერძოებულობაზე (selection bias) იქიდან გამომდინარე, რომ ავტორიც იყო დემონსტრაციების მონაწილე და შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი.
ხომ არ იყვნენ კონტროლ ჯგუფის ადამიანები შერჩევითად არჩეული, რომ სტატისტიკური მნიშვნელობა დემონსტრანტებისა და კონტროლ ჯგუფის კარდიოგრამულ ცვლილებების განსხვავებებისა, უფრო საგრძნობი ყოფილიყო.
ასევე, გაუგებარია გინდა დემონსტრანტების და გინდა კონტროლ ჯგუფის წარსული სამედიცინო ისტორია არსებობს თუ არა თავის კარდიოგრამებით წარსულიდან, შესადარებლად.
რომ ენახათ, ამ ადამიანებს მანამდე ჰქონდათ თუ არა ეს ცვლილებები კარდიოგრამაზე.
კარგი იქნებოდა ეს ინფორმაციაც ყოფილიყო გაანალიზებული და წარმოდგენილი კვლევაში.
თვითონვე ამბობენ ავტორები ასევე და ვეთანხმები, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად.
შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩემი აზრით ეს კვლევა არანაირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა“, - წერს პიმენ ყურაშვილი.
ცნობისთვის BBC-იმ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: "BBC-ის მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება "კამიტი" გამოიყენეს. რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა. გამოიყენეს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი.
BBC-ის მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, "მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს". ამასთან, BBC-ის ცნობით, "გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ".
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით დაიწყო.
ამასთან, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავა დაიწყონ.
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია, რომელსაც სახელად "გამჭვირვალობა" აქვს, ყველაზე "გაუმჭვირვალე" აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!-ბექა ჩხაიძე
ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, არამედ პოლიტიკური პროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით, რომლებიც გაერთიანების წინააღმდეგ არიან - სააკაშვილი
იმაზე უარესი რაც დღეს გვაქვს, რა შეიძლება იყოს?-დავით ქართველიშვილი
სწორედ ის ხალხი საუბრობს აკადემიური ავტონომიის და დემოკრატიის სახელით, ვინც ასეთი ექსკლუზიური უნივერსიტეტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ჩააბეტონა 2000-იანების დასაწყისიდან დამკვიდრებული "ჩარეცხილების" ეთიკა -ნინო ხელაია
ქალბატონ კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ჭკვიანიც გახდეს, მისი დეგრადაციის პროცესის მოლოდინში კი, ჩვენ გულწრფელად, მას წარმატებებს ვუსურვებთ -დავით ქართველიშვილი
ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად -მიხეილ სააკაშვილი
რა მოხდა ნათლისღებისას მდინარე იორდანეზე?- კონსტანტინე გამსახურდია
ახალაია და სააკაშვილი არიან უშეცდომოები, თქვენი ბუნტყლიც კი არ იქნება საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში-თამარ ჩერგოლეიშვილი
ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს -გია აბაშიძე
ახლა ხომ ხედავს ყველა, რომ კი არ იცვლება, მსოფლიო უსაფრთხოების მექანიზმი აღარ არსებობს. საერთაშორისო სამართალი ოფიციალურად უარყოფილია -ამირან სალუქვაძე
ვაშლის თლისთვის ბაჩო ახალაიას დაჭერა 2013 წელს გაატარეთ და ახლა მაინც ამოიღეთ ხმა ზოგიერთმა ამ უსამართლობაზე -მიხეილ სააკაშვილი
მინდა მჯეროდეს, რომ ამ დაკავებით ქვეყანაში დასრულდა ქუჩის შანტაჟის ეპოქა-დავით ქართველიშვილი
რა საერთო აქვს ჩემს ბავშვობას,ბებია ნანა ენოხოვნას და ბრიუსელში გაჭყლეტილ კარტოფილს?-ლალი მოროშკინა
"მაინც მინდა ჩავწვდე ამ "დოროთენიზმის" ფენომენს"- დავით ქართველიშვილი
აქამდე ვიცოდით, რომ ადამიანებს ციხეში შეგდებით სჯიდნენ, დღეს კი შევიტყვეთ, რომ ციხეში იმდენად შეცვლილა ვითარება, რომ ახლა ციხიდან გამოყრით სჯიან, რაც ცხადია, გვახარებს -ვასილ მაღლაფერიძე
თურქმენეთში ვიზიტისას მომათავსეს თურქმენბაშის რეზიდენციაში, თავისი ოქროს ტუალეტით, რადგან მათ თვალში ვიყავი აშშ-ის პრეზიდენტის მეგობარი, ევროპული ორიენტაციის სიმბოლო -მიხეილ სააკაშვილი
პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს,გრიპთან ბრძოლის სასარგებლო რჩევებს უზიარებს
ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება ჩემი წიგნით -მიხეილ სააკაშვილი
თვითონვე ამბობენ ავტორები და ვეთანხმები, კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად -პიმენ ყურაშვილი BBC-ის ფილმზე
ეს ფილმი განაჩენია თქვენი და განსაკუთრებით შავფორმიანების უკან მდგომი პოლიტიკოსებისთვის-დიმიტრი ცქიტიშვილი