საქართველო მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან სამხრეთ კავკასიასა და ეუთო-ს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისთვის-მაკა ბოჭორიშვილი

წლევანდელი წელი ეუთო-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ჰელსინკის დასკვნითი აქტის“ მიღებიდან უკვე ორმოცდაათი წელი გავიდა და ეს თარიღი გვახსენებს, რომ ნახევარი საუკუნის წინ შეთანხმებული პრინციპები – სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დავების მშვიდობიანი მოგვარება და ადამიანის უფლებების პატივისცემა დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობისა და მილიონობით ადამიანის ღირსებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუეთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ეს პრინციპები მხოლოდ თეორიულ დატვირთვას არ ატარებს.

„ეს პრინციპები პირდაპირ ეხმიანება უსაფრთხოების იმ ძირითად გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩემი ქვეყანა დგას. საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოცი პროცენტი დღემდე ოკუპირებულია და რუსეთის კვლავ აგრძელებს არალეგალურ სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ოკუპაციის შედეგები მძიმეა: ეთნიკური წმენდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, წამებისა და მკვლელობის ტრაგიკული შემთხვევები და ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც ათწლეულებია, იმედით ელიან საკუთარ სახლებში დაბრუნებას. საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ და არ უნდა უგულებელყოს ჰიბრიდული ომი და ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები. რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპაციასა და ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს საკუთარი ვალდებულებების უგულებელყოფას. ევროკავშირის  შუამავლობით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ სრულდება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა შესაძლებლობა, სრულად განხორციელოს თავისი მანდატი და ჰქონდეს წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე. საქართველოს მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ მხრივ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მნიშვნელოვან მექანიზმად რჩება“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა ორ ძირითად მიმართულებას ეფუძნება – ქვეყნის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოების შერიგებას.

„გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი პარტნიორების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტთა შორის იყოს. აქვე მინდა, მივესალმო ეუთო-ში შვეიცარიის მომავალ თავმჯდომარეობას და ველით წლის დასაწყისში თავმჯდომარეობის ვიზიტს საქართველოში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო გააძლიერა ის საფრთხეები და მოწყვლადობა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩემს ქვეყანას არ იცავს არანაირი კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა. ამ კონტექსტში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ღრმად ვართ შეშფოთებულნი მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების წინააღმდეგ. ეს დესტრუქციული მცდელობები მიზნად ისახავს, ზიანი მიაყენოს საზოგადოების ნდობას, გააღრმაოს პოლარიზაცია და შეასუსტოს სახელმწიფოს საფუძვლები. სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ვხედავთ მსგავსი მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების მცდელობებს, რაც ზიანს აყენებს მათ რეპუტაციას და მათდამი საზოგადოების ნდობას. მეტიც, ქვეყნის შიგნით რადიკალიზაციის წახალისება ვერ და არ შეუწყობს ხელს რეგიონულ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და მდგრადობის გაძლიერებით, ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ჩვენი სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ.

„გვჯერა, რომ დემოკრატიული მმართველობის დაცვა და მდგრადობა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში. ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და მივესალმო ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას – „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის“, რომელიც ვაშინგტონში იქნა მიღწეული შეერთებული შტატების პრეზიდენტის შუამავლობით. ეს ისტორიული შეთანხმება მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია სამხრეთ კავკასიაში განგრძობადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მყარ საფუძველს ქმნის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების ახალი შესაძლებლობებისთვის. საქართველო მტკიცედ განაგრძობს მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას და მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან საერთაშორისო სამართლის აღსრულების, სუვერენიტეტის დაცვის და სამხრეთ კავკასიასა და ეუთო-ს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მინისტრმა.





მსგავსი სიახლეები
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -კახა კალაძე
საქართველო მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან სამხრეთ კავკასიასა და ეუთო-ს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისთვის-მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი ვალდებულება რჩება მტკიცე-ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე-შალვა პაპუაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში თანამშრომლობა
,,ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან''- ლევან მახაშვილი
,,ევროპა უსინდისოდ იშვერს ხელს ​ამერიკელებისკენ, თითქოს თავად ვერაფერს გასწვდებიან''- შალვა პაპუაშვილი
,,ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ სანქციები დაუწესეთ [რუსეთს] და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები''- პაპუაშვილი
სამეცნიერო კვლევა, BBC, ჩვენ და ილია ჭავჭავაძე''- ექიმი არჩილ მარშანია
შალვა პაპუაშვილი - მაინტერესებს, როდესაც დადასტურდა, რომ „კამიტთან“ დაკავშირებით ტყუილი გავრცელდა, მოიხდიან თუ არა ბოდიშს ბრიუსელი, გარედან დაქირავებული „ენჯეოები“
მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა
მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩი საქართველოში რეგიონიდან რეგიონში დადის, პეპლებზე და სიკეთეებზე საუბრობს, მის მიერ დაფინანსებული ადამიანები ჩართულები არიან ჰიბრიდულ ოპერაციაში -შალვა პაპუაშვილი
შემაშფოთებელია ვითომდა სანდო წყაროების, ამ შემთხვევაში „ბიბისის“ გამოყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად, მნიშვნელოვანია, ყველა მსგავს ქმედებას სათანადო რეაგირება მოჰყვეს -მაკა ბოჭორიშვილი
არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება "კამიტი", შსს-ს "ნაცმოძრაობის" დროსაც კი არ შეუძენია ეს ნივთიერება, შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე-ირაკლი კობახიძე
შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა თავისი შეხვედრა, თუმცა იყო კიდევ სამი შეხვედრა, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე -ირაკლი კობახიძე
"ბიბისის" სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია -ირაკლი კობახიძე
კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას, დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს-ირაკლი კობახიძე
ვგეგმავთ, მივმართოთ ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა "ბიბისიმ" სათანადოდ პასუხი აგოს-ირაკლი კობახიძე
რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს -რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროტესტის უკან დგას ძალა, რომელსაც "ქართული ოცნების" მთავრობასა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობების არანაირი ინტერესი არ აქვს, პროცესები ხელოვნურად არის ორგანიზებული -მიხეილ ყაველაშვილი