სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გასული წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად ხელისუფლებას არავითარი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია.
კალაძის თქმით, ეს ყველაფერი არის საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანია.
„ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ცრუ კამპანია, რაც პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი ფაქტი და სპეკულაცია გვახსოვს. აღნიშნული მიმართულებით გამოძიება დაწყებულია. ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, რომელიც აკრძალულია, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. დანარჩენი - დაველოდოთ გამოძიებას, რომელშიც ყველაფერი იქნება დადასტურებული კონკრეტული ფაქტებით და კვლევებით", - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მერის თქმით, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც პირველი შემთხვევა არ არის.
„როდესაც ვრცელდება მიზანმიმართული სიცრუე, დაფუძნებული ტყუილზე, მოგონილზე, არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება - ეს არის მცდელობა ქვეყნის წინაღმდეგ. იგივე კეთდებოდა, როდესაც გვიმტკიცებდნენ, თითქოს სააკაშვილი იყო მოწამლული და მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ცრუ კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობდა. ეს იყო, რეალურად, პიარკამპანია, რომელშიც თანხები იყო გადახდილი, რაც მოგვიანებით გაირკვა. ამ ტიპის სპეკულაციებთან გვაქვს საქმე ამჯერად „ბიბისის" მხრიდან", - აღნიშნა მერმა.
მისივე თქმით, აქციების დაშლა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც და საქართველოს ხელისუფლება იყენებს იმ მეთოდებს, რომლებიც მიღებულია.
„მხოლოდ საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება ეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არაფერი ყოფილა გამოყენებული, რაც არის აკრძალული. რაც დაშვებულია და მისაღებია, ის იყო გამოყენებული. ჩვენ ხომ „ბიბისი" არ ვართ, რომ ტყუილზე დაფუძნებული ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. არანაირი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებიათ. ჯერ გვიმტკიცებდნენ, რომ ასე იყო, შემდეგ კი - სავარაუდოდო, უკვე უკან დაიხიეს, რადგან ეს არის ტყუილი. ამიტომ არის გამოძიება დაწყებული, რომ ყველა კითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს არავითარი პასუხგაუცემელი კითხვა", - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გამოყენებული აქციების დასაშლელად, ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება. მე იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. მე ვამბობ იმას, რაც თქვა შს მინისტრმა, რომ არაფერი ყოფილა გამოყენებული ისეთი, რაც არის აკრძალული. რა იყო გამოყენებული, ამას გვეტყვის გამოძიება კონკრეტული კვლევით, კონკრეტული დასკვნით", - აღნიშნა თბილისის მერმა.
მსგავსი სიახლეები
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -კახა კალაძე
საქართველო მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან სამხრეთ კავკასიასა და ეუთო-ს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისთვის-მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი ვალდებულება რჩება მტკიცე-ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე-შალვა პაპუაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში თანამშრომლობა
,,ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან''- ლევან მახაშვილი
,,ევროპა უსინდისოდ იშვერს ხელს ამერიკელებისკენ, თითქოს თავად ვერაფერს გასწვდებიან''- შალვა პაპუაშვილი
,,ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ სანქციები დაუწესეთ [რუსეთს] და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები''- პაპუაშვილი
სამეცნიერო კვლევა, BBC, ჩვენ და ილია ჭავჭავაძე''- ექიმი არჩილ მარშანია
შალვა პაპუაშვილი - მაინტერესებს, როდესაც დადასტურდა, რომ „კამიტთან“ დაკავშირებით ტყუილი გავრცელდა, მოიხდიან თუ არა ბოდიშს ბრიუსელი, გარედან დაქირავებული „ენჯეოები“
მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა
მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩი საქართველოში რეგიონიდან რეგიონში დადის, პეპლებზე და სიკეთეებზე საუბრობს, მის მიერ დაფინანსებული ადამიანები ჩართულები არიან ჰიბრიდულ ოპერაციაში -შალვა პაპუაშვილი
შემაშფოთებელია ვითომდა სანდო წყაროების, ამ შემთხვევაში „ბიბისის“ გამოყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად, მნიშვნელოვანია, ყველა მსგავს ქმედებას სათანადო რეაგირება მოჰყვეს -მაკა ბოჭორიშვილი
არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება "კამიტი", შსს-ს "ნაცმოძრაობის" დროსაც კი არ შეუძენია ეს ნივთიერება, შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე-ირაკლი კობახიძე
შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა თავისი შეხვედრა, თუმცა იყო კიდევ სამი შეხვედრა, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე -ირაკლი კობახიძე
"ბიბისის" სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია -ირაკლი კობახიძე
კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას, დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს-ირაკლი კობახიძე
ვგეგმავთ, მივმართოთ ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა "ბიბისიმ" სათანადოდ პასუხი აგოს-ირაკლი კობახიძე
რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს -რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროტესტის უკან დგას ძალა, რომელსაც "ქართული ოცნების" მთავრობასა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობების არანაირი ინტერესი არ აქვს, პროცესები ხელოვნურად არის ორგანიზებული -მიხეილ ყაველაშვილი