2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო-გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს მინისტრ გივი მიქანაძის კომენტარს, რომელიც უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტთა დაფინანსებას ეხება.

როგორც მიქანაძე აცხადებს, 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო.

„ჩვენ საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტში უკვე ჩარიცხულ ყველა სტუდენტს, უზრუნველვყოფთ დაფინანსების იმავე მექანიზმით, რომელიც აქამდე იყო მათთვის შეთავაზებული. 2026 წლიდან კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმა რომ მეტად ორიენტირებულია სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე რეფორმის დაანონსების დღიდან საზოგადოებისთვის და უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის ცნობილია.

„უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული რეფორმის დაანონსების დღიდან ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რეფორმის მთავარი აქცენტი კეთდება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა შეასრულონ სახელმწიფოს დაკვეთები ბაზრის კვლევებისა და საჭიროებების მიხედვით. შესაბამისად, დაფინანსების ძირითადი რესურსების მობილიზება ამ პრინციპის გათვალისწინებით მოხდება. ეს სიახლეს არ წარმოადგენს. კერძო უნივერსიტეტებისთვისაც თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ახალი დაფინანსების მოდელი მთლიანად სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იქნება მიმართული.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, სტუდენტები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან, სახელმწიფოსგან საგრანტო მხარდაჭერას აღარ მიიღებენ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე - მეორე, მესამე, მეოთხე კურსის, აგრეთვე მაგისტრატურის სტუდენტებზე - ეს შეზღუდვა არ გავრცელდება და მათთვის დაფინანსების არსებული კომპონენტი ძალაში დარჩება‘‘, - აღნიშნა მინისტრმა.

გივი მიქანაძემ უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, მისი თქმით, გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვისას მათაც შეეხება.

„უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით, მომდევნო სასწავლო წლიდან დაწესდება გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამ მიზნით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც, უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება. გამონაკლისად განიხილება ორმხრივი შეთანხმებები, გაცვლითი და სპეციალური პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ უნივერსიტეტებს აქვთ სხვადასხვა ფორმატით.

საგულისხმოა, რომ ყველა ის უცხოელი სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა საქართველოში, შეძლებს ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტებში. მოგეხსენებათ, დღეს მოქმედი 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო, ხოლო 45 - კერძო. შესაბამისად, მათ თავისუფლად შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ და სასურველ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასურველ პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა," - განაცხადა მიქანაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო-გივი მიქანაძე
გამოცხადდა 2025 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგებo
4 დეკემბერს მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავენ
4 დეკემბერს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 68-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
4 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მინდა, აღვნიშნო უდიდესი როლი, რომელსაც ქართული ეკლესია და მისი უწმინდესობა ასრულებს საქართველოში ქრისტიანული იდენტობის, დამოუკიდებლობის დაცვასა და შენარჩუნებაში -ალან პერსელი
აშშ-ის საელჩო ელჩის მოვალეობის შემსრულებლისა და მეუფე შიო მუჯირის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
საახალწლო ღონისძიებები 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
„ბიბისის“ გამოუკითხავს ექიმები, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს, ცრემლმდენი აირით მოწამვლის გამო არცერთი ადამიანი არ მისულა სტაციონარში -ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე
წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება "სიკეთით სავსე ქალაქი" -კახა კალაძე
3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
არანაირ ფაქტებს არ ემყარება გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი "Midvolga 2" საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მოემართებოდა -საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებს ისწავლიან
კახა კალაძემ ბუდაპეშტში უნგრელი ფეხბურთელის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა "დეზინფორმაციის რეესტრი" შექმნა
შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია - მთავარია გჯეროდეს!
2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2 დეკემბრის ამინდის პროგნოზი