საქართველოში სულ უფრო სახიფათო ხდება განსხვავებული აზრის გამოხატვა - Human Rights Watch
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სტატია გამოაქვეყნა.
"საქართველოში სულ უფრო სახიფათო ხდება განსხვავებული აზრის გამოხატვა", - წერს ორგანიზაცია.
მათივე განცხადებით,რეპრესიული კანონები საქართველოში მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ფაქტობრივად კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს.
„საქართველოს ხელისუფლებამ მთელი რიგი კანონები მიიღო, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობას ხელს უშლის და განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენება. ძალადობრივ პოლიციურ მეთოდებთან და მაღალ ჯარიმებთან ერთად, აღნიშნული ზომები ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას არღვევს, განსხვავებული აზრის გამოხატვას სახიფათოს ხდის და კრიტიკოსებს დამსჯელი ზომების წინაშე დაუცველს აქცევს.
2024 წლის ნოემბრის შემდეგ მმართველმა პარტიამ პარლამენტში რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რაც ფაქტობრივად საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ქმედებების დიდ ნაწილს კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს. ეს ცვლილებები საპროტესტო აქტივობებს სისხლის სამართლის მიხედვით დასჯად ქმედებებად აქცევს და გაურკვეველი ხდება ის, თუ რომელი ქმედებაა კანონიერი და რომელი არა“, - აღნიშნულია სტატიაში.
Human Rights Watch-ის განცხადებით, „დაშინებები, თვითნებური დაკავებები და მაღალი ჯარიმები მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეებისთვის საშიშ კლიმატს ქმნის“.
„საქართველოს მთავრობამ ახალი ცვლილებები თვითნებური დაკავებებისა და ძალადობრივი სამართალწარმოების სახით გამოიყენა. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარე, საქართველო ვალდებულია, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები დაიცვას. ხოლო, ნებისმიერ შეზღუდვას არა მხოლოდ კანონიერი მიზანი, არამედ სამართლებრივი საფუძველიც უნდა ჰქონდეს და აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. აღნიშნული ზომები აუცილებელია, რათა ხალხს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა თვითნებური დაკავების, ძალადობრივი პოლიციური მეთოდების გამოყენებისა და არაპროპორციული ჯარიმების შიშის გარეშე შეეძლოს“, - აცხადებს ორგანიზაცია.
მსგავსი სიახლეები
BBC-ის ფილმთან დაკავშირებით პარტია "გახარია საქართველოსთვის" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
საქართველოში სულ უფრო სახიფათო ხდება განსხვავებული აზრის გამოხატვა - Human Rights Watch
მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს
ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება -მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირი საქართველოში მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები, გამოიძიოს ძალის გადამეტების შემთხვევები - კაია კალასი
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -კახა კალაძე
საქართველო მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან სამხრეთ კავკასიასა და ეუთო-ს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისთვის-მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი ვალდებულება რჩება მტკიცე-ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე-შალვა პაპუაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში თანამშრომლობა
,,ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან''- ლევან მახაშვილი
,,ევროპა უსინდისოდ იშვერს ხელს ამერიკელებისკენ, თითქოს თავად ვერაფერს გასწვდებიან''- შალვა პაპუაშვილი
,,ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ სანქციები დაუწესეთ [რუსეთს] და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები''- პაპუაშვილი
სამეცნიერო კვლევა, BBC, ჩვენ და ილია ჭავჭავაძე''- ექიმი არჩილ მარშანია
შალვა პაპუაშვილი - მაინტერესებს, როდესაც დადასტურდა, რომ „კამიტთან“ დაკავშირებით ტყუილი გავრცელდა, მოიხდიან თუ არა ბოდიშს ბრიუსელი, გარედან დაქირავებული „ენჯეოები“
მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა
მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩი საქართველოში რეგიონიდან რეგიონში დადის, პეპლებზე და სიკეთეებზე საუბრობს, მის მიერ დაფინანსებული ადამიანები ჩართულები არიან ჰიბრიდულ ოპერაციაში -შალვა პაპუაშვილი
შემაშფოთებელია ვითომდა სანდო წყაროების, ამ შემთხვევაში „ბიბისის“ გამოყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად, მნიშვნელოვანია, ყველა მსგავს ქმედებას სათანადო რეაგირება მოჰყვეს -მაკა ბოჭორიშვილი
არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება "კამიტი", შსს-ს "ნაცმოძრაობის" დროსაც კი არ შეუძენია ეს ნივთიერება, შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე-ირაკლი კობახიძე
შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა თავისი შეხვედრა, თუმცა იყო კიდევ სამი შეხვედრა, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე -ირაკლი კობახიძე