BBC-ის ფილმთან დაკავშირებით პარტია "გახარია საქართველოსთვის" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
საერთაშორისო მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ „ოცნების" რეჟიმის მიერ კანონით აკრძალული ქიმიური ნივთიერების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენების შესახებ საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი, „ოცნებაში" კი სრული პანიკა და ისტერიკა გამოიწვია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს მათი ბრალეულობის შესახებ - ამის შესახებ ნათქვამია პარტიის „გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიიღეს გადაწყვეტილება, პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართონ.
„ხალხმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად ვის მიერ მოხდა უკანონო ქიმიური ნივთიერების წყალში შერევაზე ბრძანების გაცემა? ეს იყო სისტემური დანაშაული თუ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი უკანონობა, რამაც რისკის ქვეშ დააყენა მრავალრიცხოვანი დემონსტრანტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა? დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა განპირობებულია არა მხოლოდ დამნაშავეთა გამოვლენის და ანალოგიური მძიმე დანაშაულის პრევენციის, არამედ დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკების დროულად იდენტიფიცირებისა და მათი სასიცოცხლო ინტერესებით. იმ პირობებში, როცა „ოცნების" სასამართლოს და საგამოძიებო სისტემას საზოგადოების ნდობა, პრაქტიკულად, აღარ აქვს და მართლმსაჯულება პოლიტიკურად არის მოტივირებული, იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის კვალი, შესაძლოა, მიდიოდეს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, არსებობს ლეგიტიმური მოსაზრება, რომ „ოცნების" პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ იქნება სრულად დამოუკიდებელი, ობიექტური და ეფექტური. ფაქტია, აქამდე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და მათ მიმართ ძალადობაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე „ოცნებას" არ დაუწყია გამოძიება, არც უკანონო ბრძანების გამცემი და არც შემსრულებლები არ დაუსჯია. ამიტომ არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ ამჯერად მაინც ყველაფერი ბოლომდე და ობიექტურად იქნება გამოძიებული. მით უფრო, როცა სახეზე გვაქვს „ოცნების" ქაოსური, ისტერიკული და პანიკური განცხადებები, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები და იძულებითი აღიარება იმ ფაქტისა, რომ წყლის ჭავლი ნამდვილად შეიცავდა გარკვეულ მომწამლავ ნივთიერებას. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, უახლოეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტს მივმართოთ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.
უნდა შევთანხმდეთ ერთ საკითხზე: ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ღირებულებაა. ის არც პარტიულ ინტერესებზე დგას და არც ვიწრო პოლიტიკური ინტერესის მძევალი შეიძლება გახდეს. საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, პირადად შეაფასონ გამოძიების ობიექტურობა, პირდაპირი ეთერით მოისმინონ პასუხები კითხვებზე, რომლებიც მათ აწუხებთ. სწორედ ამიტომ ფრაქცია „საქართველოსთვის" საქართველოს პარლამენტში ვაინიცირებთ დადგენილების პროექტს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა მხრიდან გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ", - ნათქვამია პარტიის „გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდის განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
BBC-ის ფილმთან დაკავშირებით პარტია "გახარია საქართველოსთვის" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
საქართველოში სულ უფრო სახიფათო ხდება განსხვავებული აზრის გამოხატვა - Human Rights Watch
მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს
ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება -მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირი საქართველოში მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები, გამოიძიოს ძალის გადამეტების შემთხვევები - კაია კალასი
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -კახა კალაძე
საქართველო მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან სამხრეთ კავკასიასა და ეუთო-ს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისთვის-მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი ვალდებულება რჩება მტკიცე-ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე-შალვა პაპუაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში თანამშრომლობა
,,ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან''- ლევან მახაშვილი
,,ევროპა უსინდისოდ იშვერს ხელს ამერიკელებისკენ, თითქოს თავად ვერაფერს გასწვდებიან''- შალვა პაპუაშვილი
,,ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ სანქციები დაუწესეთ [რუსეთს] და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები''- პაპუაშვილი
სამეცნიერო კვლევა, BBC, ჩვენ და ილია ჭავჭავაძე''- ექიმი არჩილ მარშანია
შალვა პაპუაშვილი - მაინტერესებს, როდესაც დადასტურდა, რომ „კამიტთან“ დაკავშირებით ტყუილი გავრცელდა, მოიხდიან თუ არა ბოდიშს ბრიუსელი, გარედან დაქირავებული „ენჯეოები“
მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა
მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩი საქართველოში რეგიონიდან რეგიონში დადის, პეპლებზე და სიკეთეებზე საუბრობს, მის მიერ დაფინანსებული ადამიანები ჩართულები არიან ჰიბრიდულ ოპერაციაში -შალვა პაპუაშვილი
შემაშფოთებელია ვითომდა სანდო წყაროების, ამ შემთხვევაში „ბიბისის“ გამოყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად, მნიშვნელოვანია, ყველა მსგავს ქმედებას სათანადო რეაგირება მოჰყვეს -მაკა ბოჭორიშვილი
არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება "კამიტი", შსს-ს "ნაცმოძრაობის" დროსაც კი არ შეუძენია ეს ნივთიერება, შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე-ირაკლი კობახიძე
შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა თავისი შეხვედრა, თუმცა იყო კიდევ სამი შეხვედრა, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე -ირაკლი კობახიძე