საქართველოში Starbucks შემოდის - როდის და სად გაიხსნება პირველი ობიექტი?
საქართველოს ბაზარზე Starbucks შემოდის. როგორც BMG-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ბრენდი საქართველოში არაბულ Alshaya group- შემოჰყავს, უშუალოდ საქართველოს ბაზარზე კი მათი თურქეთის ოფისი იმუშავებს.
ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მიმდინარე კვირის განმავლობაში საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლებს ელოდებიან.
პირველ ეტაპზე ბრენდი ობიექტებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გახსნის, 7-8 წლიან პერსპექტივაში საუბარია მთელი საქართველოს მასშტაბით 50-მდე ფილიალის გახსნაზე.
BMG-ის ინფორმაციით, პირველი ფილიალი თბილისში, ვაკეში 2026 წლის მარტში გაიხსნება. Starbucks ქსელური რესტორნის გახსნა იგეგმება "თბილისი აუთლეტ ვილიჯშიც". კომპანია "ჯორჯიან აუთლეტს ენდ რიზორთს გრუპის" მეწილე და მმართველი პარტნიორი გუგა ცანავა BMG-თან ადასტურებს, რომ ბრენდთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"მე არ ვარ ის პირი ვინც დაგიდასტურებთ მათი სახელით ოფიციალურად შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რაც ჩვენი სახელით შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს. "თბილისი აუთლეტ ვილიჯში" საუბარია ერთი ობიექტი გახსნაზე. ინტერესი არსებობდა კოვიდამდე პერიოდშიც, თუმცა მაშინ პროცესები პანდემიამ გააჩერა, ახლა კი დაახლოებით 1 წელია ეს სამუშაოები მიმდინარეობს", - აღნიშნა ცანავამ.
ამ ეტაპზე უცნობია რა ეღირება "სტარბაქსის" ყავა საქართველოში.
ინფორმაციისთვის, Starbucks ამერიკული კომპანია, რომლის სათავო ოფისი — სიეტლში, აშშ მდებარეობს. სტარბაქსი მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავახანების ქსელია. პირველი "სტარბაქსი" 1971 წლის 30 მარტს სწორედ ქალაქ სიეტლში გაიხსნა.
მსგავსი სიახლეები
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
საქართველოში Starbucks შემოდის - როდის და სად გაიხსნება პირველი ობიექტი?
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი აშშ-ში 15-მდე საინვესტიციო კომპანიას შეხვდნენ
თიბისის მხარდაჭერით, ლისის ტბაზე პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი - The Lake - აშენდება
თიბისი x ილია თოფურია - მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
დემო დღე 2025 თიბისიში - მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
სცადე, რას კარგავ? - თიბისის მობაილბანკში ინვესტირების დაწყება კიდევ უფრო გამარტივდა
პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ
რა ეღირება დოლარი და ევრო 4 დეკემბერს
გიორგი თხელიძე Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე სპიკერის რანგში წარდგა
თიბისის კიდევ ერთი სტუდენტური შეთავაზება დეკემბერში
უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათის შეთავაზების დასრულებამდე 1 თვე რჩება
რა ეღირება დოლარი და ევრო 3 დეკემბერს
ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციის ზრდა და ღირსეული დასაქმება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია -თამარ იოსელიანი
თიბისი საერთაშორისო ფორუმის - Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 - სპონსორი იყო
თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება
მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების კუთხით -პრემიერი
თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა
ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა
რა ეღირება დოლარი და ევრო 2 დეკემბერს