ბოლო 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი სახოკიას განცხადებით, ბოლო 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამის შესახებ გიორგი სახოკიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სახოკიამ ბრიფინგზე აღნიშნა, დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ ინტენსიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი ღონისძიებების გატარებას. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ერთდროულად კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს.

ბოლო 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ, აუდიო და ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სისტემატურად ახდენდა, ისინი რეალიზაციისთვის სხვადასხვა გზასა და მეთოდს მიმართავდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი", „ჰეროინი", „ალფა პვპ", „მდმა", „მეთადონი", ,,სუბოტექსი", „ბუპრენორფინი", „პრეგაბალინი", „ლირიკა" და „მარიხუანა".

პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა გიორგი სახოკიამ.

 





მსგავსი სიახლეები
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
პოლიციამ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
მოწმის სახით დაიკითხნენ ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს ეყრდნობოდა „ბიბისის“ ინფორმაცია, გამოკითხვისას ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი დასკვნები ეხებოდა ნივთიერება "კამიტს"-სუს-ი
ბრომობენზილ ციანიდი"ანუ იგივე „კამიტი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია -სუს-ი
საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
,,ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იყო ძალადობა სტანდარტული ფორმით''-
პროკურატურა ლუკა კურტანიძის დამნაშავედ ცნობას ითხოვს
კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით 14 პირი პასუხისგებაში მიეცა
ბოლო 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს "კამიტი" არ შეუძენია და არ გამოუყენებია, ვერც გამოიყენებდა, ჩვენს სარგებლობაში არ არსებობს -ალექსანდრე დარახველიძე
2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს
ძალადობა სკოლის მოსწავლეზე - ზუგდიდში მომხდარზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
დავით ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის საგამოძიებო ფილმში ფიგურირებს, სუს-ში დაიბარეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შსს-მ ქვეყნიდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა, ალბათ სამ-ოთხ წელიწადში სრულად აღმოიფხვრება არალეგალური მიგრაციის პრობლემა-ირაკლი კობახიძე
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე ერთი პირის მკვლელობისა და ორის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
ადვოკატი - ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ტერორიზმს ედავებიან