ბოტანიკურ ბაღში 6 და 7 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 6 და 7 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება ბასტი-ბუბუს კონცერტით გაიხსნება.

წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები.

მოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სანტა და ბევრი გათამაშება დახვდებათ.

ფესტივალზე შოკოლადიანი ჩურჩხელების, საახალწლო გვირგვინებისა და შოკოლადიანი თათარას მოდუღების მასტერკლასიც გაიმართება. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს.

ფესტივალის ფარგლებში, ბავშვებისთვის ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდება.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი უკვე მეშვიდედ გაიმართება. წელს ფესტივალში მონაწილეობას 30-მდე კომპანია მიიღებს, მათ შორის არიან დამწყები მეწარმეები და ყველასათვის კარგად ნაცნობი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიებიც.

შოკოლადის საახალწლო ფესტივალი 6 და 7 დეკემბერს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე გაგრძელდება.





მსგავსი სიახლეები
ბოტანიკურ ბაღში 6 და 7 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება
"დეზინფორმაცია მედიის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება"-კახა მასხარაშვილი
2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო -ირაკლი კობახიძე
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
"ტაძარი გახლავთ ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია, როგორც სარკეში, იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება" – მეუფე შიო
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო-გივი მიქანაძე
გამოცხადდა 2025 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგებo
4 დეკემბერს მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავენ
4 დეკემბერს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 68-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
4 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მინდა, აღვნიშნო უდიდესი როლი, რომელსაც ქართული ეკლესია და მისი უწმინდესობა ასრულებს საქართველოში ქრისტიანული იდენტობის, დამოუკიდებლობის დაცვასა და შენარჩუნებაში -ალან პერსელი
აშშ-ის საელჩო ელჩის მოვალეობის შემსრულებლისა და მეუფე შიო მუჯირის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
საახალწლო ღონისძიებები 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
„ბიბისის“ გამოუკითხავს ექიმები, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს, ცრემლმდენი აირით მოწამვლის გამო არცერთი ადამიანი არ მისულა სტაციონარში -ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე
წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება "სიკეთით სავსე ქალაქი" -კახა კალაძე
3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
არანაირ ფაქტებს არ ემყარება გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი "Midvolga 2" საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მოემართებოდა -საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო