,, გაყინული რუსული აქტივები უკრაინამ უნდა მიიღოს და არა შეერთებულმა შტატებმა''- მერცი

 

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების შეერთებული შტატებისთვის გადაცემის წინააღმდეგ გამოვიდა - იდეა, რომელიც, მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე განიხილეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. 

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივები არა აშშ-ს, არამედ უკრაინას უნდა გადაეცეს.

„ეს ფული უკრაინას უნდა გადაეცეს", - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, უკრაინას ზამთრის გადასატანად დახმარება სჭირდება და, სავარაუდოდ, ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში.

„ამისთვის თანხები გვჭირდება. ეს ევროპის საკითხია და მე ვერ ვხედავ რაიმე ეკონომიკურ შესაძლებლობას, რომ ჩვენს მიერ გამოყენებული თანხები შეერთებულ შტატებში გადავიტანოთ. და ამერიკის მთავრობამ ეს იცის", - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.

მისივე თქმით, შეერთებულ შტატებში ზოგიერთს რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო მოგვარებიდან „გარკვეული ეკონომიკური სარგებლის მიღება" სურს.

„ეს კანონიერია, მაგრამ ეს არ არის იმ ოპერაციის მიზანი, რომელსაც ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ევროპაში უახლოეს დღეებში", - დასძინა კანცლერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ბერლინმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც ხელისუფლებას ფართო სათვალთვალო უფლებამოსილებას ანიჭებს
აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა
დონალდ ტრამპს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ FIFA 2025-ის მშვიდობის პრიზი გადასცა, სახელწოდებით "ფეხბურთი აერთიანებს მსოფლიოს"
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას ეხმაურება
ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ 120 მილიონით დააჯარიმა
,,უკრაინის ევროპელ მოკავშირეებში სულ უფრო აქტუალური ხდება მოსაზრება, რომ კიევს ომის დასასრულებლად მნიშვნელოვანი ტერიტორიული დათმობები მოუწევს''- El Pais
სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გავრცელების ბრალდებებით დააკავეს
,, გაყინული რუსული აქტივები უკრაინამ უნდა მიიღოს და არა შეერთებულმა შტატებმა''- მერცი
,,შეგვიძლია ევროკავშირში ძალაუფლების ახალი ბალანსი შევქმნათ, განსაკუთრებით ევროკომისიაში''- ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი
,,ევროკავშირმა ამერიკულ კომპანიებზე სისულელის გამო თავდასხმის ნაცვლად სიტყვის თავისუფლებას მხარი უნდა დაუჭიროს''- ჯეი დი ვენსი
საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ატომური წყალქვეშა ნავების ბაზის თავზე მფრინავ დრონებს ცეცხლი გაუხსნეს
ჩეჩნეთში, ქალაქ გროზნოში, ერთ-ერთ მაღალსართულიან შენობაზე დრონით თავდასხმა მოხდა
დასავლეთმა ომი უკრაინის წაქეზებით და გადატრიალების მოწყობით გააჩაღა, რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თავისი ინტერესები, თავისი ხალხი, ტრადიციული ღირებულებები -ვლადიმერ პუტინი
"დიფ სთეითმა" ჩემი განადგურება სცადა, თუმცა მე დავბრუნდი"-დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ლიზ ტრასი საკუთარ შოუს იწყებს
კორუფციის საქმესთან დაკავშირებით ფედერიკა მოგერინიმ "ევროპის კოლეჯის" რექტორის თანამდებობა დატოვა
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დააბრუნონ გატაცებული უკრაინელი ბავშვები
Euractiv: ევროკომისიის მაღალჩინოსანი სანინო EEAS-ის სკანდალის ფონზე თანამდებობას ტოვებს
The New York Times: ტრამპი „ამერიკის ხმის“ უცხოურ ოფისებსა და რადიოსადგურებს დახურავს
„გამოგვიყვანეთ აქედან, ან ყველაფერი მოგვაწოდეთ, რაც გვჭირდება“ - Bild უკრაინელი ჯარისკაცების მიმართვას ავრცელებს
ბრიუსელში იგივე ხდება, რაც კიევში, ცხადია, ბრიუსელში არც ისე მოწადინებულები არიან, დიდი ყურადღება გაამახვილონ უკრაინის კორუფციულ ქსელზე - პიტერ სიიარტო