,, როგორც 4 ოქტომბრის პოლიტიკური ლიდერების საქციელი არ მიმაჩნდა სწორად, ასევე ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია ალეკო ელისაშვილის ნაბიჯი''- სალომე სამადაშვილი

 

ძალიან დიდი შეცდომა იყო ალეკო ელისაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი, ისევე როგორც 4 ოქტომბრის პოლიტიკური ლიდერების, აქტორების საქციელი არ მიმაჩნდა სწორად, - ამის შესახებ „ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელოს" პარტიამ თავის ოფიციალურ განცხადებაში ცალსახად შეაფასა ელისაშვილის საქციელი.

„ჩვენი პარტიის ოფიციალური განცხადება გაკეთებულია ალეკო ელისაშვილის ჩადენილ საქმეზე, საქციელზე. ჩვენ ცალსახად შევაფასეთ ეს. სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ შევაფასეთ, როგორც ძალიან მძიმე შეცდომა. შემიძლია, მხოლოდ გავიმეორო, რომ როგორც 4 ოქტომბრის მონაწილეების, ვგულისხმობ პოლიტიკურ ლიდერებს, აქტორებს, საქციელი არ მიმაჩნდა რაციონალურად, სწორად, არ მიმაჩნდა იმად, რაც ივანიშვილს დააზიანებდა, ასევე მიმაჩნია, რომ ალეკო ელისაშვილის ნაბიჯიც იყო ძალიან დიდი შეცდომა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კითხვაზე, „არ მიგაჩნიათ, რომ ამ შეცდომას „ქართული ოცნება" გამოიყენებს, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღს? შესაძლებელია, ამას სამართლებრივი სარჩულიც დაურთოს. ორი ვარიანტია, რით შეიძლება ემუქრებოდეს „ლელოს" „ქართული ოცნება". ერთი, რომ საკონსტიტუციო სარჩელში ელისაშვილის ქეისს გამოიყენებს, დაურთავს კიდევ ერთ არგუმენტად, რომ ეს პარტია უნდა აიკრძალოს, გაუქმდეს, ან შესაძლებელია, სისხლის სამართლის კოდექსში არსებული მუხლი, რომელიც ტერორიზმის მფარველობას გულისხმობს, გამოიყენოს, რათა მოითხოვოს „ლელოს", როგორც პარტიის ლიკვიდაცია", სამადაშვილმა განაცხადა:

„მნიშვნელობა არ აქვს, „ლელო" იქნება, თუ სხვა პოლიტიკური პარტია, ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სისტემაში, რომელიც არის აბსოლუტურად გასული სამართლებრივი ლოგიკის ჩარჩოებიდან. ელისაშვილის მიერ ჩადენილი არანაირი თეორიული ან პრაქტიკული დანაშაული არ არსებობდა, როცა „ქართულმა ოცნებამ" შეიტანა „ლელო" ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალში, სიაში. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სარჩელი შესულია უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში, შესულია მოთხოვნა, „ლელოს" აკრძალვასთან დაკავშირებით. ეს მოხდა ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ვნახავდით, ყველა დავრჩებოდით განცვიფრებული იმ ფაქტებით, რაც განვითარდა ალეკო ელისაშვილის გარშემო. ამიტომ, არანაირი ფორმალური საფუძველი არ სჭირდება ამ რეჟიმს, რომ ებრძოლოს და იბრძოლოს  ქართული დემოკრატიული, პროევროპული ძალების გასანადგურებლად. ეს არის დავალება, რომელიც მათ რუსეთიდან აქვთ მიღებული, რომ უახლოეს მომავალში განადგურდეს ყველა პოლიტიკური აქტორი, საზოგადოებრივი აქტორი, ვინც დღეს კიდევ იცავს საქართველოს ინტერესებს. ვუშვებ იმას, რომ დამატებით გამოიყენონ ეს საკითხი საკუთარი დღის წესრიგისთვის".

 

 





მსგავსი სიახლეები
სოფელ ზადიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია -სუს-ი
ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის საქართველოში ვიზიტი დასრულდა
,, როგორც 4 ოქტომბრის პოლიტიკური ლიდერების საქციელი არ მიმაჩნდა სწორად, ასევე ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია ალეკო ელისაშვილის ნაბიჯი''- სალომე სამადაშვილი
რუსეთის სამხედრო კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის ხმელნიცკის რეგიონში აეროდრომი დაბომბეს
,,როგორ ვაკეთო საქმე ადამიანთან, რომელიც ჩემს მიმართ უპასუხისმგებლოდ იქცევა''- გრიგოლ გეგელია
რუსეთმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანა
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის უკრაინა საშტურმო ბრიგადის 40 000 მებრძოლს წვრთნის - Reuters
კრემლს სამხედრო ძალის პრობლემები აქვს, მაგრამ მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების ეშინია - CNN
2023 წლის 4 აპრილს, მრავალი სენით დაავადებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, „ტრამპომანიის“ დიაგნოზით, ტრაგიკულად გარდაიცვალა ამერიკული დემოკრატია - გოგა ხაინდრავა
ზელენკიმ გაეროს გაკოტრებული ინსტიტუტი უწოდა
გერმანია უკრაინას 12 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს მიმართავს
მოვა დრო და საქართველოსთან საზღვრის დემარკაციას ერთობლივად განვახორციელებთ - გაგლოევი
,,თუ დასავლეთი კიევს ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღს მიაწვდის, რუსეთი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს''- პუტინი
რუსებმა აფხაზეთში „ს-300"-ების გადასროლა დაიწყეს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 464 ბავშვი დაიღუპა
ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა
„კიევის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს“ - პესკოვი
აქტიური საომარი მოქმედებების გამო კუპიანსკში სავალდებულო ევაკუაცია მიმდინარეობს