,, ევროკავშირი გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს''-ვატო შაქარიშვილი

 

სქემა, რომელმაც მასობრივი ფსიქოზი გამოიწვია დეტალურად განმარტა მთელი მსოფლიოს წინაშე აშშ-ის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, ლოურენს უილკერსონმა. მან ისაუბრა იმის შესახებ, როგორ იქმნებოდა აგენტურული ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, რომლის მეშვეობითაც სპეცსამსახურები ზეგავლენას ახდენდნენ პოლიტიკურ პროცესებზე- წერს პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.

მისი თქმით, ძველი პროგრამით მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს ევროკავშირი, თუმცა, „საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია თავად დავუსვათ ამ ყველაფერს წერტილი".

„ბუმბულგაცვენილ თუთიყუშზე, ცუდ სიზმრებზე, ერთი წლის შემდეგ დაწყებულ თვალების წვაზე, გაბუტულ შინაურ ცხოველზე, ქურთუკზე მიმწვარ ხელებსა და ათას სხვა სიგიჟეზე უბრალოდ გაგვეცინებოდა, რომ არ ვხედავდეთ რა ძალები აკომენტირებენ ამ აბსურდს და რამხელა მასშტაბის მორიგი ოპერაციაა დაგეგმილი საქართველოს წინააღმდეგ. ევროკავშირის ბიუროკრატია, ჰელსინკის კომისია, ბრიტანეთის პარლამენტი, ეუთოს მინისტერიალი, საფრანგეთის სენატი... კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ ყველანი ერთ ხმაში. მიშა ლპება/კვდება, კანონი რუსულია, საქართველო სანქციების გვერდის ავლას უწყობს ხელს, დემოკრატიის უკუსვლა, ბიულეტენმა გაჟონა, ქიმიური იარაღი... ისმის ლონდონიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან. ეს ცხადყოფს, რომ მთელი პროცესი წლების განმავლობაში ერთი ცენტრიდან იმართებოდა და დღემდე იმართება.

სქემა, რომელმაც ეს მასობრივი ფსიქოზი გამოიწვია დეტალურად განმარტა მთელი მსოფლიოს წინაშე აშშ-ის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, ლოურენს უილკერსონმა. მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა აგენტურული ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, რომლის მეშვეობითაც სპეცსამსახურები ზეგავლენას ახდენდნენ პოლიტიკურ პროცესებზე. და რატომ ალაპარაკდა ახლა სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი უილკერსონი? იმიტომ, რომ ყველაფერი ისედაც ხელის გულზეა, გაიშიფრა, გაცვდა, აღარ მუშაობს და უკვე დაშვებულია ამ მეთოდებზე საჯაროდ საუბარი, რადგან მიიღეს გადაწყვეტილება ჩამოწერონ აღნიშნული სქემა იმიტომ, რომ სასურველი შედეგი ვეღარ დგება და მხოლოდ თუთიყუშებში ბუმბულცვენას იწვევს.

BBC-ის ფეიკ-სიუჟეტი და მასზე აგებული კამპანია, აწ უკვე სანაგვეზე მოსასროლად გამზადებული სისტემის კუდის მოქნევაა. დიდი ალბათობით, გარკვეული პერიოდი ინერციით კიდევ გაგრძელდება მსგავსი ქმედებები, რადგან ძველი პროგრამით მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს ევროკავშირი. მაგრამ საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია თავად დავუსვათ ამ ყველაფერს წერტილი, შეგვიძლია გამოვაცალოთ დღემდე შენარჩუნებული ბერკეტები - ამისათვის უნდა გამოვიდეთ ევროილუზიიდან და სასწრაფოდ დავიწყოთ მუშაობა ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის მოპოვებაზე.

ღღეს გამოქვეყნებული, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არის ღია მოწოდება ამ ნაბიჯისკენ. აღნიშნული დოკუმენტი შეგვიძლია დავინახოთ, როგორც შემოძახილი ევროილუზიიდან გამოფხიზლებისათვის. უდიდესი მასშტაბის ცვლილებების მომსწრენი გავხდით და ჩვენ არ უნდა დავრჩეთ იმის ნაწილად, რაც უკვე წარსულს ჩაბარდა"-წერს შაქარიშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, ევროკავშირი გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს''-ვატო შაქარიშვილი
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია''- მაკა ბოჭორიშვილი
BBC როცა ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, ტელევიზიებს, არასამთავრობოებს, ისინი CIA-ს მიერ იყვნენ გაფილტრული, ეს გავაკეთეთ საქართველოშიც, ძალიან წარმატებული ვიყავით -ლოურენს უილკერსონი
"გეფიქრათ მაინც ორშაბათამდე" - პარლამენტის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით გრიგოლ გეგელიას განცხადებას გამოეხმაურა
"მათ საქართველოს ჯარს ომის დაწყება დააბრალეს–ასეთი ხალხისგან არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ, მათ შორის, BBC-ის დოკუმენტური ფილმის გარშემო"-ირაკლი ქადაგიშვილი
BBC-ის ფილმთან დაკავშირებით პარტია "გახარია საქართველოსთვის" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
საქართველოში სულ უფრო სახიფათო ხდება განსხვავებული აზრის გამოხატვა - Human Rights Watch
მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს
ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება -მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირი საქართველოში მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები, გამოიძიოს ძალის გადამეტების შემთხვევები - კაია კალასი
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -კახა კალაძე
საქართველო მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან სამხრეთ კავკასიასა და ეუთო-ს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისთვის-მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი ვალდებულება რჩება მტკიცე-ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე-შალვა პაპუაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში თანამშრომლობა
,,ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან''- ლევან მახაშვილი
,,ევროპა უსინდისოდ იშვერს ხელს ​ამერიკელებისკენ, თითქოს თავად ვერაფერს გასწვდებიან''- შალვა პაპუაშვილი
,,ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ სანქციები დაუწესეთ [რუსეთს] და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები''- პაპუაშვილი