ეუთო-ს 40-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები დაგმო

„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის" (ეუთო) 40-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის, საქართველომ, დაგმო უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ესხმის თავს, რამაც შედეგად გამოიწვია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი, საცხოვრებელი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიანი განადგურება და ელექტროენერგიის გათიშვა ქვეყნის უმეტეს რეგიონში.

განცხადების თანახმად, მათ ცალკე მიუთითეს, რომ რუსული თავდასხმების სამიზნეებია ელექტროინფრასტრუქტურის ობიექტები, რომლებსაც „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო" ბირთვული დანადგარების გარე ენერგომომარაგების მთავარ ფაქტორად განსაზღვრავს.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ სისტემატურ თავდასხმებს. მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების უკანონო მიზანში ამოღება წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, კერძოდ, ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებული პრინციპის დარღვევას და შესაძლოა, ომის დანაშაულს წარმოადგენდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს განცხადება გაკეთდა შემდეგი მონაწილე სახელმწიფოების სახელით: ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო.

 





მსგავსი სიახლეები
,,უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ძალიან ახლოსაა და ორ საკითხზეა დამოკიდებული''- კიტ კელოგი
ამერიკელი სენატორი ტედ კრუზი დონალდ ტრამპს ევროკავშირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
,,დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები მრავალი თვალსაზრისით მოსკოვის ხედვას შეესაბამება''- დიმიტრი პესკოვი
,, მართლა არ არსებობს ევროპაში ცენზურა თუ ყველა ბიუროკრატების წესებს უნდა ემორჩილებოდეს?''- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპას ცენზურაში ადანაშაულებს
The Telegraph: ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კრემლისთვის საჩუქარია
,, ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებული დისკუსია რთული იყო''- „აქსიოსი“
,,მიმაჩნია, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი მილიარდები უმჯობესია მის აღდგენას მოხმარდეს''- სლოვაკეთის პრეზიდენტი
,, უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
ვიქტორ ორბანი: ევროპელმა ლიდერებმა უკვე გადაწყვიტეს - ევროპა ომში მიდის. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვილოცოთ
The Wall Street Journal: აშშ ცვლის ისტორიას და უსაფრთხოების ახალ პოლიტიკაში ბოროტმოქმედად რუსეთის ნაცვლად ევროპას წარმოაჩენს
,,აშშ დიდი ხანია, ვერ უმკლავდება თვალშისაცემ შეუსაბამობას ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს შორის''- სახელმწიფო მდივნის მოადგილე
დონალდ ტრამპი ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს მადლობას უხდის ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი წარდგენისთვის
მშვიდობასთან იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, საბოლოო ჯამში, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს -ნატო-ში აშშ-ის ელჩი
ჩერნობილის დაბომბილი დამცავი კონსტრუქცია რადიაციას ვეღარ ბლოკავს და სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს -ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ღონისძიება, რომლის მსგავსიც შესაძლოა, მსოფლიოს არასდროს უნახავს-დონალდ ტრამპი
შრი ლანკაში ციკლონ "დიტვას" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 607-მდე გაიზარდა - 214 ადამიანი დაკარგულად ითვლება
ეუთო-ს 40-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები დაგმო
ბერლინმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც ხელისუფლებას ფართო სათვალთვალო უფლებამოსილებას ანიჭებს
აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა
დონალდ ტრამპს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ FIFA 2025-ის მშვიდობის პრიზი გადასცა, სახელწოდებით "ფეხბურთი აერთიანებს მსოფლიოს"