ჩერნობილის დაბომბილი დამცავი კონსტრუქცია რადიაციას ვეღარ ბლოკავს და სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს -ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
ჩერნობილის დაბომბილი დამცავი კონსტრუქცია რადიაციას ვეღარ ბლოკავს და სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი" ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე (IAEA) დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს განცხადებით, გასულ კვირას ჩატარებულმა ინსპექციამ დაადგინა, რომ 1.5 მილიარდი ევროს ღირებულების ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია, რომელიც 1986 წელს აფეთქებული მე-4 რეაქტორის ნაშთების შესაკავებლად აშენდა, თებერვალში დრონით დარტყმის შედეგად დაზიანებულია და ვეღარ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას, რაც რადიაციის შეკავებას გულისხმობს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, დამცავმა კონსტრუქციამ ძირითადი უსაფრთხოების ფუნქციები დაკარგა, თუმცა, მისივე განმარტებით, მონიტორინგის სისტემებს მუდმივი დაზიანება არ მიუღიათ.
რაფაელ გროსის თქმით, შესაკეთებლად გარკვეული სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ხანგრძლივი ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შემდგომი დეგრადაციის თავიდან ასაცილებლად, ყოვლისმომცველი აღდგენაა საჭირო.
ცნობისთვის, 14 თებერვალს გაერო-მ უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დრონით თავდასხმის შედეგად მეოთხე რეაქტორის დამცავ კონსტრუქციას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის მტკიცებით, დრონი რუსულმა ძალებმა გაუშვეს. თუმცა, მოსკოვმა ელექტროსადგურზე თავდასხმა უარყო. როგორც თებერვალში გაერო-ში განაცხადეს, რადიაციის დონე ნორმალური და სტაბილურია და რადიაციის გაჟონვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მსგავსი სიახლეები
,,უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ძალიან ახლოსაა და ორ საკითხზეა დამოკიდებული''- კიტ კელოგი
ამერიკელი სენატორი ტედ კრუზი დონალდ ტრამპს ევროკავშირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
,,დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები მრავალი თვალსაზრისით მოსკოვის ხედვას შეესაბამება''- დიმიტრი პესკოვი
,, მართლა არ არსებობს ევროპაში ცენზურა თუ ყველა ბიუროკრატების წესებს უნდა ემორჩილებოდეს?''- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპას ცენზურაში ადანაშაულებს
The Telegraph: ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კრემლისთვის საჩუქარია
,, ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებული დისკუსია რთული იყო''- „აქსიოსი“
,,მიმაჩნია, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი მილიარდები უმჯობესია მის აღდგენას მოხმარდეს''- სლოვაკეთის პრეზიდენტი
,, უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
ვიქტორ ორბანი: ევროპელმა ლიდერებმა უკვე გადაწყვიტეს - ევროპა ომში მიდის. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვილოცოთ
The Wall Street Journal: აშშ ცვლის ისტორიას და უსაფრთხოების ახალ პოლიტიკაში ბოროტმოქმედად რუსეთის ნაცვლად ევროპას წარმოაჩენს
,,აშშ დიდი ხანია, ვერ უმკლავდება თვალშისაცემ შეუსაბამობას ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს შორის''- სახელმწიფო მდივნის მოადგილე
დონალდ ტრამპი ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს მადლობას უხდის ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი წარდგენისთვის
მშვიდობასთან იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, საბოლოო ჯამში, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს -ნატო-ში აშშ-ის ელჩი
ჩერნობილის დაბომბილი დამცავი კონსტრუქცია რადიაციას ვეღარ ბლოკავს და სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს -ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ღონისძიება, რომლის მსგავსიც შესაძლოა, მსოფლიოს არასდროს უნახავს-დონალდ ტრამპი
შრი ლანკაში ციკლონ "დიტვას" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 607-მდე გაიზარდა - 214 ადამიანი დაკარგულად ითვლება
ეუთო-ს 40-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები დაგმო
ბერლინმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც ხელისუფლებას ფართო სათვალთვალო უფლებამოსილებას ანიჭებს
აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა
დონალდ ტრამპს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ FIFA 2025-ის მშვიდობის პრიზი გადასცა, სახელწოდებით "ფეხბურთი აერთიანებს მსოფლიოს"