"ნაცმოძრაობისა" და მათი პატრონების ლობისტური ტანდემი თავიდან ბოლომდე გაშიფრულია"-დავით მათიკაშვილი

თავიდან ბოლომდე გაშიფრულია „ნაცმოძრაობისა" და მათი პატრონების ლობისტური ტანდემი, რომლის მიზანსაც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციის, ტყუილების გავრცელება და პროპაგანდა წარმოადგენდა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ფარა" უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რათა ქართულმა საზოგადოება საქმის კურსში იყოს „ნაციონალური მოძრაობის" ყველა აგენტურულ მოქმედებასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე აშშ-ში.

„საგულისხმოა ის რომ, სწორედ მავნებლური „ბიბისის" რეპორტაჟი, რომელიც ეხებოდა, თითქოს, ჩვენი ქვეყნის მიერ რაიმე ფორმით ქიმიური ნივთიერების გამოყენებას საკუთარი მოსახლეობის მიმართ, იყო აქტიურად მხარდაჭერილი შეერთებულ შტატებში სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ და დროშიც ზუსტად ემთხვევა „ბიბისის" მიერ გაკეთებულ რეპორტაჟს, ამიტომ ცალსახაა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა „ფარა" უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რომ როგორც ქვეყნის შიგნით არსებული მავნებლური და აგენტურული მოქმედება, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შეერთებულ შტატებში „ნაცმოძრაობის" და მათი პატრონების მიერ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები ჩვენმა საზოგადოებამ გაიგოს", - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის „ფარას" გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, „ნელსონ მალინსის" საქმიანობაზეა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა", ლობისტური ჯგუფის საშუალებით, პიარკამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე. დოკუმენტში საუბარია ლობისტების მიერ გამართულ შეხვედრებზე მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან. მედიასაშუალებებს შორის ჩამონათვალშია: Washington Examiner, Reuters, Newsmax, The Hill. დოკუმენტების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა კონგრესმენებისა და სენატორების ოფისებთან, ასევე კომუნიკაცია ჰქონდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ" აშშ-ში ლობისტური კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough LLP-ი 360 ათას დოლარად დაიქირავა.

 





მსგავსი სიახლეები
ნატო-ს გაფართოება მარადიული ვერ იქნებოდა, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ შეიძლება იყოს ბოლო ტალღა ან ბოლოსწინა ტალღაც, ამის ვარაუდი ძალიან რთულია -ირაკლი ფავლენიშვილი
სამი "საოცრება" ქვეყანაში, სააკაშვილი დემენციისგან განიკურნა, საარჩევნო უბნებზე 400 000 ხმა გააყალბეს, "კამიტით მოწამლული" აკაცუკი ერთი წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს -ირაკლი კირცხალია
საქართველო ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც უსაფრთხოების საკითხებზე დღის წესრიგი აქვს ამ ორგანიზაციაში, ყველანაირი მცდელობა, ეუთო სხვა მიზნებისთვის იყოს გამოყენებული, მიუღებელია -მაკა ბოჭორიშვილი
"ნაცმოძრაობისა" და მათი პატრონების ლობისტური ტანდემი თავიდან ბოლომდე გაშიფრულია"-დავით მათიკაშვილი
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ფაქტობრივად, გააჩერა ნატო-ს გაფართოების საკითხი -გურამ მაჭარაშვილი
,, ევროკავშირი გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს''-ვატო შაქარიშვილი
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია''- მაკა ბოჭორიშვილი
BBC როცა ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, ტელევიზიებს, არასამთავრობოებს, ისინი CIA-ს მიერ იყვნენ გაფილტრული, ეს გავაკეთეთ საქართველოშიც, ძალიან წარმატებული ვიყავით -ლოურენს უილკერსონი
"გეფიქრათ მაინც ორშაბათამდე" - პარლამენტის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით გრიგოლ გეგელიას განცხადებას გამოეხმაურა
"მათ საქართველოს ჯარს ომის დაწყება დააბრალეს–ასეთი ხალხისგან არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ, მათ შორის, BBC-ის დოკუმენტური ფილმის გარშემო"-ირაკლი ქადაგიშვილი
BBC-ის ფილმთან დაკავშირებით პარტია "გახარია საქართველოსთვის" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
საქართველოში სულ უფრო სახიფათო ხდება განსხვავებული აზრის გამოხატვა - Human Rights Watch
მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს
ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება -მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირი საქართველოში მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები, გამოიძიოს ძალის გადამეტების შემთხვევები - კაია კალასი
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -კახა კალაძე
საქართველო მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან სამხრეთ კავკასიასა და ეუთო-ს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისთვის-მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი ვალდებულება რჩება მტკიცე-ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი