მოწმის სახით დაიკითხნენ ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს ეყრდნობოდა „ბიბისის“ ინფორმაცია, გამოკითხვისას ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი დასკვნები ეხებოდა ნივთიერება "კამიტს"-სუს-ი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, „ბიბისის" სიუჟეტში გადაცემულ ინფორმაციებთან დაკავშირებით ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით გამოიკითხა 93 მოწმე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები.
როგორც მაღრაძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა „ბიბისის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს".
„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები. ამოღებულია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან გამოძიებამ ამოიღო კვლევის 25 ნიმუში, რომლებზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა", - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
მისივე თქმით, ე.წ. კამიტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია.
„რაც შეეხება ნივთიერება „ბრომობენზილ ციანიდს", იგივე „კამიტს" - ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს".
ე.წ. კვლევის ავტორთა განმარტებით, ისინი ვერ დაადგენდნენ „კამიტის" გამოყენების ფაქტს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამ მიმართულებით კვლევა არ უწარმოებიათ.
გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხნენ მედიცინისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებიც, ასევე ღია წყაროებიდან მოპოვებული მასალების მიხედვით, საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ნივთიერება „ბრომობენზილ ციანიდის" ე.წ. კამიტის გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიკრძალა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში", - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ.
როგორც სუს-ში აცხადებენ, 2024 წლის 4-5 დეკემბრის აქციაზე გამოყენებული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი", რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის" ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას", - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
მსგავსი სიახლეები
პოლიციამ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
მოწმის სახით დაიკითხნენ ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს ეყრდნობოდა „ბიბისის“ ინფორმაცია, გამოკითხვისას ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი დასკვნები ეხებოდა ნივთიერება "კამიტს"-სუს-ი
ბრომობენზილ ციანიდი"ანუ იგივე „კამიტი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია -სუს-ი
საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
,,ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იყო ძალადობა სტანდარტული ფორმით''-
პროკურატურა ლუკა კურტანიძის დამნაშავედ ცნობას ითხოვს
კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით 14 პირი პასუხისგებაში მიეცა
ბოლო 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს "კამიტი" არ შეუძენია და არ გამოუყენებია, ვერც გამოიყენებდა, ჩვენს სარგებლობაში არ არსებობს -ალექსანდრე დარახველიძე
2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს
ძალადობა სკოლის მოსწავლეზე - ზუგდიდში მომხდარზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
დავით ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის საგამოძიებო ფილმში ფიგურირებს, სუს-ში დაიბარეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შსს-მ ქვეყნიდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა, ალბათ სამ-ოთხ წელიწადში სრულად აღმოიფხვრება არალეგალური მიგრაციის პრობლემა-ირაკლი კობახიძე
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე ერთი პირის მკვლელობისა და ორის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
ადვოკატი - ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ტერორიზმს ედავებიან
ალეკო ელისაშვილის ადვოკატი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს