გამოდის, რომ "ბიბისი" ისრაელს ბრალს სდებს აკრძალული ნივთიერების საქართველოსთვის მიყიდვაში - არჩილ გორდულაძე

 

როდესაც უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ პირდაპირ დავალებით და მართვით, "ბიბისი" ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია იყოს დაზიანებული, რა თქმა უნდა, ქართულ სპეცსამსახურებს უნდა ჩაეტარებინათ გამოძიება და შედეგიც ვნახეთ. შედეგი არის ის, რაც ცნობილი იყო ისედაც საზოგადოებისთვის და საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას არც კი დაუჯერებია, რომ 1930 წლის შემდეგ აკრძალული ნივთიერება საქართველოში მოხვდებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ში მიმდინარე გამოძიებამ გამოავლინა, რომ შსს-ს ისეთი ნივთიერება აქვს შეძენილი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება საჭიროების დროს და ეს ნივთიერება საქართველოს ისრაელმა მოაწოდა. გორდულაძის განცხადებით, გამოდის, რომ "ბიბისი" ისრაელს სდებს ბრალს აკრძალული ნივთიერების მიყიდვაში, რაც აბსოლუტური ნონსენსია. "მნიშვნელოვანი ფაქტია, ისევ და ისევ ამ გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ შსს-ს შეძენილი აქვს ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც არსებობს სპეციალური საჭიროება, ძალადობრივი აქციების და მასების მართვის შემთხვევაში და ეს ნივთიერება მოწოდებული იყო ისრაელის მხრიდან. ახლა გამოდის, რომ ბიბისი თურმე ისრაელს ბრალს სდებს აკრძალული ნივთიერების საქართველოსთვის მიყიდვაში, რაც არის აბსოლუტური ნონსენსი, აბსოლუტური ტყუილი. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სპეცსამსახურებს და უცხოურ ძალებს ჰქონდათ სურვილი, რომ ჩვენს ქვეყანაში გამოეწვიათ არეულობა, ხალხის ლეგიტიმური აღშფოთება, რომელიც საბოლოო ჯამში გადაიზრდებოდა არეულობაში და აგენტურა მოვიდოდა ხელისუფლებაში. კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, გარედან დაფინანსებული პირები იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ - ზუსტად იგივე, რაც იყო რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილის ე.წ. მოწამვლასთან დაკავშირებით, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს უკვე ნამსჯელი აქვს, მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ეჭამა, ჭამა და კარგად გახდა, შესაბამისად, ის არის პენიტენციურ დაწესებულებაში." - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

 

 





მსგავსი სიახლეები
,,სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, თითქოს ხელისუფლება დაკავებულია ურანის გამდიდრებით''- ლევან მაჭავარიანი
გამოდის, რომ "ბიბისი" ისრაელს ბრალს სდებს აკრძალული ნივთიერების საქართველოსთვის მიყიდვაში - არჩილ გორდულაძე
ნატო-ს გაფართოება მარადიული ვერ იქნებოდა, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ შეიძლება იყოს ბოლო ტალღა ან ბოლოსწინა ტალღაც, ამის ვარაუდი ძალიან რთულია -ირაკლი ფავლენიშვილი
სამი "საოცრება" ქვეყანაში, სააკაშვილი დემენციისგან განიკურნა, საარჩევნო უბნებზე 400 000 ხმა გააყალბეს, "კამიტით მოწამლული" აკაცუკი ერთი წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს -ირაკლი კირცხალია
საქართველო ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც უსაფრთხოების საკითხებზე დღის წესრიგი აქვს ამ ორგანიზაციაში, ყველანაირი მცდელობა, ეუთო სხვა მიზნებისთვის იყოს გამოყენებული, მიუღებელია -მაკა ბოჭორიშვილი
"ნაცმოძრაობისა" და მათი პატრონების ლობისტური ტანდემი თავიდან ბოლომდე გაშიფრულია"-დავით მათიკაშვილი
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ფაქტობრივად, გააჩერა ნატო-ს გაფართოების საკითხი -გურამ მაჭარაშვილი
,, ევროკავშირი გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს''-ვატო შაქარიშვილი
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია''- მაკა ბოჭორიშვილი
BBC როცა ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, ტელევიზიებს, არასამთავრობოებს, ისინი CIA-ს მიერ იყვნენ გაფილტრული, ეს გავაკეთეთ საქართველოშიც, ძალიან წარმატებული ვიყავით -ლოურენს უილკერსონი
"გეფიქრათ მაინც ორშაბათამდე" - პარლამენტის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით გრიგოლ გეგელიას განცხადებას გამოეხმაურა
"მათ საქართველოს ჯარს ომის დაწყება დააბრალეს–ასეთი ხალხისგან არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ, მათ შორის, BBC-ის დოკუმენტური ფილმის გარშემო"-ირაკლი ქადაგიშვილი
BBC-ის ფილმთან დაკავშირებით პარტია "გახარია საქართველოსთვის" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
საქართველოში სულ უფრო სახიფათო ხდება განსხვავებული აზრის გამოხატვა - Human Rights Watch
მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს
ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება -მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირი საქართველოში მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები, გამოიძიოს ძალის გადამეტების შემთხვევები - კაია კალასი
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -კახა კალაძე