,,აშშ დიდი ხანია, ვერ უმკლავდება თვალშისაცემ შეუსაბამობას ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს შორის''- სახელმწიფო მდივნის მოადგილე

 

ჩემმა ბოლო ვიზიტმა ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის შეხვედრაზე ერთადერთი მთავარი შთაბეჭდილება დამიტოვა - აშშ დიდი ხანია, ვერ უმკლავდება თვალშისაცემ შეუსაბამობას ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს შორის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ.

„ეს თითქმის ერთი და იგივე ქვეყნები არიან ორივე ორგანიზაციაში. როდესაც ეს ქვეყნები ნატოს ქუდს იხურავენ, ისინი ამტკიცებენ, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ჩვენი საერთო უსაფრთხოების ქვაკუთხედია. მაგრამ როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირის ქუდს იხურავენ, ისინი ახორციელებენ ყველა სახის დღის წესრიგს, რომელიც ხშირად სრულიად ეწინააღმდეგება აშშ-ის ინტერესებსა და უსაფრთხოებას - მათ შორის არის ცენზურა, ეკონომიკური სუიციდი/კლიმატური ფანატიზმი, ღია საზღვრები, ეროვნული სუვერენიტეტის უგულებელყოფა/მულტილატერალური მმართველობისა და გადასახადების ხელშეწყობა, კომუნისტური კუბის მხარდაჭერა და ა.შ. ეს შეუსაბამობა ვერ გაგრძელდება", - აღნიშნა კრისტოფერ ლანდაუმ.

„ევროპის დიდებული ერები ან ჩვენი პარტნიორები არიან იმ დასავლური ცივილიზაციის დაცვაში, რომელიც მათგან მემკვიდრეობით მივიღეთ, ან არ არიან. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ეს ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის არაარჩევით, არადემოკრატიულ და არაწარმომადგენლობით ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ", - დასძინა მან.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
ვიქტორ ორბანი: ევროპელმა ლიდერებმა უკვე გადაწყვიტეს - ევროპა ომში მიდის. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვილოცოთ
The Wall Street Journal: აშშ ცვლის ისტორიას და უსაფრთხოების ახალ პოლიტიკაში ბოროტმოქმედად რუსეთის ნაცვლად ევროპას წარმოაჩენს
,,აშშ დიდი ხანია, ვერ უმკლავდება თვალშისაცემ შეუსაბამობას ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს შორის''- სახელმწიფო მდივნის მოადგილე
დონალდ ტრამპი ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს მადლობას უხდის ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი წარდგენისთვის
მშვიდობასთან იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, საბოლოო ჯამში, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს -ნატო-ში აშშ-ის ელჩი
ჩერნობილის დაბომბილი დამცავი კონსტრუქცია რადიაციას ვეღარ ბლოკავს და სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს -ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ღონისძიება, რომლის მსგავსიც შესაძლოა, მსოფლიოს არასდროს უნახავს-დონალდ ტრამპი
შრი ლანკაში ციკლონ "დიტვას" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 607-მდე გაიზარდა - 214 ადამიანი დაკარგულად ითვლება
ეუთო-ს 40-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები დაგმო
ბერლინმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც ხელისუფლებას ფართო სათვალთვალო უფლებამოსილებას ანიჭებს
აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა
დონალდ ტრამპს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ FIFA 2025-ის მშვიდობის პრიზი გადასცა, სახელწოდებით "ფეხბურთი აერთიანებს მსოფლიოს"
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას ეხმაურება
ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ 120 მილიონით დააჯარიმა
,,უკრაინის ევროპელ მოკავშირეებში სულ უფრო აქტუალური ხდება მოსაზრება, რომ კიევს ომის დასასრულებლად მნიშვნელოვანი ტერიტორიული დათმობები მოუწევს''- El Pais
სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გავრცელების ბრალდებებით დააკავეს
,, გაყინული რუსული აქტივები უკრაინამ უნდა მიიღოს და არა შეერთებულმა შტატებმა''- მერცი
,,შეგვიძლია ევროკავშირში ძალაუფლების ახალი ბალანსი შევქმნათ, განსაკუთრებით ევროკომისიაში''- ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი
,,ევროკავშირმა ამერიკულ კომპანიებზე სისულელის გამო თავდასხმის ნაცვლად სიტყვის თავისუფლებას მხარი უნდა დაუჭიროს''- ჯეი დი ვენსი