„ბიბისის" რეპორტაჟში გაჟღერებულია არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ბრალდება''- პრემიერი

„ბიბისის" რეპორტაჟის ავტორების უკიდურესი პოლიტიკური მიკერძოების კიდევ ერთი ნათელი დასტური მოპასუხე მხარის, ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციების უგულებელყოფა და წინასწარ გაგზავნილ შეკითხვებზე გაცემული სრულყოფილი პასუხების დამალვა და აბსოლუტური იგნორირება იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, რეპორტაჟში გაჟღერებულია არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ბრალდება.

„რაც შეეხება სხვა ანტისახელმწიფოებრივ  ბრალდებებს: რეპორტაჟში მტკიცებითი ფორმით არის ნათქვამი, რომ არჩევნები გაყალბდა, როდესაც ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ არსებობს, ხოლო არჩევნების შემფასებელმა მთავარმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად, „ქართული ოცნება" კი არჩეულ ხელისუფლებად გამოაცხადა. ამავე რეპორტაჟში საუბარია მომიტინგეების წინაამდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე და არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ ძალადობდნენ აგრესიული, უცხოეთიდან დატრენინგებული ძალადობრივი ჯგუფები სამართალდამცავ უწყებებზე, როგორ დაწვეს მათ პარლამენტის შენობის ნაწილი, როგორ დაამტვრიეს და გაანადგურეს დედაქალაქის ცენტრში სახელმწიფო და კერძო საკუთრება, როგორ დაუშინეს პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები", როგორ ესროდნენ პოლიციელებს დამიზნებით სიცოცხლისათვის საშიშ პიროტექნიკას. ამავე რეპორტაჟში საუბარია გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც მსხვერპლის როლშია გამოყვანილი და მოხსენიებულია როგორც პოლიტიკური დევნის ობიექტი, როდესაც ბაჩიაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს ორი ინსტანციით არის დადასტურებული, პარალელურად კი დამატებით ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მათ შორის ერთი, საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება უტყუარად, მისივე საჯარო განცხადებით არის დადასტურებული. სიცრუეზე აგებული ე.წ. „ჟურნალისტური გამოძიება" სრულდება კიდევ ერთი ცხადი ტყუილით, რომ, თითქოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას განაგრძობს","- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 





მსგავსი სიახლეები
პრემიერი - BBC-ის რეპორტაჟზე - იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა - რეალურად, ეს სპეცოპერაცია ვერ შედგა
პრემიერი - გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
,,მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტის დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს''- პრემიერი -
,,სრულიად აშკარად და თავხედურად ფინანსდებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესები ქვეყნის გარედან და სწორედ ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ'- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი
ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება
პრემიერი - ყველა პრიორიტეტი სათანადოდაა ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში
ირაკლი კობახიძე - „კამიტის“ ზემოქმედება, ალბათობის მაღალი ხარისხით, ლეტალურ შედეგსაც გამოიწვევდა, ამ ფონზე, საქმეში არ არსებობს არცერთი შესაბამისი დაზარალებული
,,აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რეალურად, საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი გასული წლების განმავლობაში''- ირაკლი კობახიძე
,,ფარას" რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტი ჩვენთვის არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ''- პრემიერი
,, კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება''- ირაკლი კობახიძე
„ბიბისის" რეპორტაჟში გაჟღერებულია არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ბრალდება''- პრემიერი
,,შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას შსს-ს არა მხოლოდ „კამიტი", არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია''- პრემიერი
,,სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, თითქოს ხელისუფლება დაკავებულია ურანის გამდიდრებით''- ლევან მაჭავარიანი
გამოდის, რომ "ბიბისი" ისრაელს ბრალს სდებს აკრძალული ნივთიერების საქართველოსთვის მიყიდვაში - არჩილ გორდულაძე
ნატო-ს გაფართოება მარადიული ვერ იქნებოდა, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ შეიძლება იყოს ბოლო ტალღა ან ბოლოსწინა ტალღაც, ამის ვარაუდი ძალიან რთულია -ირაკლი ფავლენიშვილი
სამი "საოცრება" ქვეყანაში, სააკაშვილი დემენციისგან განიკურნა, საარჩევნო უბნებზე 400 000 ხმა გააყალბეს, "კამიტით მოწამლული" აკაცუკი ერთი წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს -ირაკლი კირცხალია
საქართველო ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც უსაფრთხოების საკითხებზე დღის წესრიგი აქვს ამ ორგანიზაციაში, ყველანაირი მცდელობა, ეუთო სხვა მიზნებისთვის იყოს გამოყენებული, მიუღებელია -მაკა ბოჭორიშვილი
"ნაცმოძრაობისა" და მათი პატრონების ლობისტური ტანდემი თავიდან ბოლომდე გაშიფრულია"-დავით მათიკაშვილი
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ფაქტობრივად, გააჩერა ნატო-ს გაფართოების საკითხი -გურამ მაჭარაშვილი