ირაკლი კობახიძე - „კამიტის“ ზემოქმედება, ალბათობის მაღალი ხარისხით, ლეტალურ შედეგსაც გამოიწვევდა, ამ ფონზე, საქმეში არ არსებობს არცერთი შესაბამისი დაზარალებული

ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული რეპორტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა ცრუ ბრალდებებსაც შეიცავს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგანი, რომ ეგრეთწოდებული „კამიტის" გამოყენების ცრუ ბრალდებამ ყველა სხვა საკითხი გადაფარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ძალადობრივი აქციების პერიოდში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში მსუბუქი ინტოქსიკაციით გადაყვანილ იქნა სულ 5 პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებიდან მეორე დღესვე გაეწერნენ.

„ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენებაშიც ჯერ ბრიტანულმა მაუწყებელმა, ხოლო შემდეგ კონკრეტულმა დაინტერესებულმა პირებმა და პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა საქართველოს ხელისუფლებას დასდეს ბრალი, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტოქსიკური საშუალება, რომელსაც იმდენად მწვავე გვერდითი ეფექტებიახლავს, რომ, თეორიულად, მისი გამოყენების შემთხვევაში, ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას წარუშლელი კვალი დაეტყობოდა.მეტიც, „კამიტის" ზემოქმედება, ალბათობის მაღალი ხარისხით, ლეტალურ შედეგსაც გამოიწვევდა.

 

ამ ფონზე, საქმეში არ არსებობს არცერთი შესაბამისი დაზარალებული. სამედიცინო დაწესებულებისათვის ქიმიური ნივთიერების შესაძლო ზემოქმედებასთან დაკავშირებული ჩივილებით კანონსაწინააღმდეგო აქციების არცერთ მონაწილეს არ მიუმართავს. ძალადობრივი აქციების პერიოდში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში მსუბუქი ინტოქსიკაციით გადაყვანილ იქნა სულ 5 პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებიდან მეორე დღესვე გაეწერნენ.

ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული რეპორტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა ცრუ ბრალდებებსაც შეიცავს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგანი, რომ ეგრეთწოდებული „კამიტის" გამოყენების ცრუ ბრალდებამ ყველა სხვა საკითხი გადაფარა", - განაცხადა პრემიერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
პრემიერი - BBC-ის რეპორტაჟზე - იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა - რეალურად, ეს სპეცოპერაცია ვერ შედგა
პრემიერი - გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
,,მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტის დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს''- პრემიერი -
,,სრულიად აშკარად და თავხედურად ფინანსდებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესები ქვეყნის გარედან და სწორედ ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ'- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი
ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება
პრემიერი - ყველა პრიორიტეტი სათანადოდაა ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში
ირაკლი კობახიძე - „კამიტის“ ზემოქმედება, ალბათობის მაღალი ხარისხით, ლეტალურ შედეგსაც გამოიწვევდა, ამ ფონზე, საქმეში არ არსებობს არცერთი შესაბამისი დაზარალებული
,,აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რეალურად, საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი გასული წლების განმავლობაში''- ირაკლი კობახიძე
,,ფარას" რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტი ჩვენთვის არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ''- პრემიერი
,, კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება''- ირაკლი კობახიძე
„ბიბისის" რეპორტაჟში გაჟღერებულია არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ბრალდება''- პრემიერი
,,შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას შსს-ს არა მხოლოდ „კამიტი", არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია''- პრემიერი
,,სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, თითქოს ხელისუფლება დაკავებულია ურანის გამდიდრებით''- ლევან მაჭავარიანი
გამოდის, რომ "ბიბისი" ისრაელს ბრალს სდებს აკრძალული ნივთიერების საქართველოსთვის მიყიდვაში - არჩილ გორდულაძე
ნატო-ს გაფართოება მარადიული ვერ იქნებოდა, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ შეიძლება იყოს ბოლო ტალღა ან ბოლოსწინა ტალღაც, ამის ვარაუდი ძალიან რთულია -ირაკლი ფავლენიშვილი
სამი "საოცრება" ქვეყანაში, სააკაშვილი დემენციისგან განიკურნა, საარჩევნო უბნებზე 400 000 ხმა გააყალბეს, "კამიტით მოწამლული" აკაცუკი ერთი წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს -ირაკლი კირცხალია
საქართველო ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც უსაფრთხოების საკითხებზე დღის წესრიგი აქვს ამ ორგანიზაციაში, ყველანაირი მცდელობა, ეუთო სხვა მიზნებისთვის იყოს გამოყენებული, მიუღებელია -მაკა ბოჭორიშვილი
"ნაცმოძრაობისა" და მათი პატრონების ლობისტური ტანდემი თავიდან ბოლომდე გაშიფრულია"-დავით მათიკაშვილი
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ფაქტობრივად, გააჩერა ნატო-ს გაფართოების საკითხი -გურამ მაჭარაშვილი