The Wall Street Journal: აშშ ცვლის ისტორიას და უსაფრთხოების ახალ პოლიტიკაში ბოროტმოქმედად რუსეთის ნაცვლად ევროპას წარმოაჩენს
„აშშ ცვლის ისტორიას და უსაფრთხოების ახალ პოლიტიკაში ბოროტმოქმედად რუსეთის ნაცვლად ევროპას წარმოაჩენს", - ამ სათაურით სტატიას The Wall Street Journal აქვეყნებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, 30-გვერდიანი დოკუმენტი ევროპულ ქვეყნებს წარმოაჩენს, როგორც ურჩ, დაღმავალ ძალებს, რომლებმაც თავიანთი სუვერენიტეტი ევროკავშირს დაუთმეს და რომლებსაც ხელმძღვანელობენ მთავრობები, რომლებიც თრგუნავენ დემოკრატიას და აჩუმებენ მათ, ვინც უფრო ნაციონალისტური შემობრუნებისკენ მიისწრაფვის. ანგარიში აფრთხილებს, რომ კონტინენტს იმიგრაციის გამო „ცივილიზაციური წაშლა" ემუქრება, რამაც შეიძლება ის ორი ათწლეულის განმავლობაში „შეუცნობელი" გახადოს და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის რამდენიმე წევრი ქვეყანა უპირატესად „არაევროპული" მოსახლეობის მქონე ქვეყნებად გარდაქმნას.
„ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპა შეიძლება ძალიან სუსტი გახდეს „სანდო მოკავშირედ" გადასაქცევად", - აღნიშნავს ავტორი.
„ეს დოკუმენტი ნამდვილი დარტყმა იყო ევროპული დედაქალაქებისთვის. ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც ამ დოკუმენტს კითხულობენ, „უნდა ჩათვალონ, რომ ტრადიციული ტრანსატლანტიკური ურთიერთობა მკვდარია", - თქვა კატია ბეგომ, ლონდონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის Chatham House-ის უფროსმა მკვლევარმა. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მრავალი პუნქტი იმეორებს კრიტიკას, რომელიც პირველად ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოთქვა. ისინი აძლიერებენ მოძრაობა MAGA-ს [გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი] მხარდამჭერების მიერ ევროპის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და ხაზს უსვამენ ტრანსატლანტიკურ განხეთქილებებს", - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი ხაზს უსვამს, რომ რუსეთი არასდროს არის ნახსენები, როგორც აშშ-ს ინტერესებისთვის შესაძლო საფრთხე.
„ევროპის ტონი და მწვავე კრიტიკა ეწინააღმდეგება დოკუმენტში აშშ-ს ტრადიციული მეტოქეების ან საფრთხეების, მაგალითად რუსეთისადმი მიდგომას. რუსეთი არასდროს არის ნახსენები, როგორც აშშ-ს ინტერესებისთვის შესაძლო საფრთხე. ევროპის შესახებ განყოფილება ასევე ხაზს უსვამს უკრაინაში ომის გამო არსებულ უთანხმოებას და ევროპელ ჩინოვნიკებს ადანაშაულებს ომთან დაკავშირებით „არარეალისტური მოლოდინების" ქონაში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აშშ უფრო მეტად ევროპასა და რუსეთს შორის არბიტრის როლს ასრულებს, ვიდრე ევროპის მოკავშირის პოზიციას იკავებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშშ-ს ტენდენცია იყო. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ნატოს, „მუდმივად გაფართოებული ალიანსის" დასრულებისკენ. კატია ბეგომ, Chatham House-ის უფროსმა მკვლევარმა, განაცხადა, რომ დოკუმენტი აჩვენებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სურს აქტიურად გადააკეთოს ევროპა საკუთარი ხატით, იმის ნაცვლად, რომ წარმოადგინოს უფრო იზოლაციონისტური ამერიკა, როგორც ამას MAGA მოძრაობის ბევრი წევრი უჭერს მხარს", - წერს გამოცემა.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, რომში საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორმა და ევროკავშირის ყოფილმა დიპლომატიურმა მრჩეველმა, ნატალი ტოჩიმ, განაცხადა, რომ დოკუმენტი წარმოადგენს საკმაოდ თანმიმდევრულ ხედვას მსოფლიოს შესახებ, რომელსაც სამი მსხვილი ძალა - აშშ, ჩინეთი და რუსეთი - დომინირებს თანამშრომლობის სფეროებითა და გავლენის ზონებით - „ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია, რომ ადმინისტრაცია ევროპას კოლონიური ბატონობის ობიექტად მიიჩნევს", აშშ-ს ან რუსეთის მხრიდან, თქვა მან.
მსგავსი სიახლეები
,, უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
ვიქტორ ორბანი: ევროპელმა ლიდერებმა უკვე გადაწყვიტეს - ევროპა ომში მიდის. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვილოცოთ
The Wall Street Journal: აშშ ცვლის ისტორიას და უსაფრთხოების ახალ პოლიტიკაში ბოროტმოქმედად რუსეთის ნაცვლად ევროპას წარმოაჩენს
,,აშშ დიდი ხანია, ვერ უმკლავდება თვალშისაცემ შეუსაბამობას ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს შორის''- სახელმწიფო მდივნის მოადგილე
დონალდ ტრამპი ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს მადლობას უხდის ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი წარდგენისთვის
მშვიდობასთან იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, საბოლოო ჯამში, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს -ნატო-ში აშშ-ის ელჩი
ჩერნობილის დაბომბილი დამცავი კონსტრუქცია რადიაციას ვეღარ ბლოკავს და სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს -ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ღონისძიება, რომლის მსგავსიც შესაძლოა, მსოფლიოს არასდროს უნახავს-დონალდ ტრამპი
შრი ლანკაში ციკლონ "დიტვას" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 607-მდე გაიზარდა - 214 ადამიანი დაკარგულად ითვლება
ეუთო-ს 40-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები დაგმო
ბერლინმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც ხელისუფლებას ფართო სათვალთვალო უფლებამოსილებას ანიჭებს
აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა
დონალდ ტრამპს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ FIFA 2025-ის მშვიდობის პრიზი გადასცა, სახელწოდებით "ფეხბურთი აერთიანებს მსოფლიოს"
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას ეხმაურება
ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ 120 მილიონით დააჯარიმა
,,უკრაინის ევროპელ მოკავშირეებში სულ უფრო აქტუალური ხდება მოსაზრება, რომ კიევს ომის დასასრულებლად მნიშვნელოვანი ტერიტორიული დათმობები მოუწევს''- El Pais
სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გავრცელების ბრალდებებით დააკავეს
,, გაყინული რუსული აქტივები უკრაინამ უნდა მიიღოს და არა შეერთებულმა შტატებმა''- მერცი
,,შეგვიძლია ევროკავშირში ძალაუფლების ახალი ბალანსი შევქმნათ, განსაკუთრებით ევროკომისიაში''- ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი
,,ევროკავშირმა ამერიკულ კომპანიებზე სისულელის გამო თავდასხმის ნაცვლად სიტყვის თავისუფლებას მხარი უნდა დაუჭიროს''- ჯეი დი ვენსი