ვიქტორ ორბანი: ევროპელმა ლიდერებმა უკვე გადაწყვიტეს - ევროპა ომში მიდის. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვილოცოთ

 

ბრიუსელის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა თუ გვეყოლება, ისინი ომში ჩაგვითრევენ, თუ ეროვნული მთავრობა გვეყოლება, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ამას თავი ავარიდოთ, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

მისი თქმით, ევროპა კონფლიქტისკენ სწრაფად მიიწევს და ომის ესკალაციის ბოლო ფაზაშია.

„ომი შორს არ არის. პოლიტიკურად ის ახლოსაა. ევროპელმა ლიდერებმა უკვე გადაწყვიტეს - ევროპა ომში მიდის. ეს ოფიციალური პოლიტიკაა. მათ სურთ, რომ 2030 წლისთვის მზად იყვნენ. ევროპა ახლა ოთხსაფეხურიანი ომის ესკალაციის ბოლო ფაზაშია: დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა; ეკონომიკის საომარ რეჟიმში გადაყვანა; სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენა; პირდაპირი კონფრონტაციისთვის მზადება. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვილოცოთ. ეს სიტუაცია ჩვენს ძალებს აღემატება. კითხვა ასეთია: შეგვიძლია თუ არა ომის თავიდან არიდება? ჩვენ ძალა გვჭირდება. უნგრეთი საკმარისად ძლიერი უნდა გახდეს არა მხოლოდ იმისთვის, რომ ომს უარი უთხრას, არამედ იმისთვისაც, რომ მისგან თავი შორს დაიჭიროს. ომის ეშმაკები ყოველთვის ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ ომი მათ სარგებელს მოუტანს. ჩვენ ეს უნდა უარვყოთ და მშვიდობისთვის დავდგეთ", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მან ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილებები, რის გამოც უნგრეთის ხმა სანქციების პოლიტიკაში უკანა ფლანგზე გადაიწია.

„ეს სრული თავხედობაა. ევროკავშირმა სანქციები სავაჭრო პოლიტიკად გადააკვალიფიცირა, ამიტომ მათ ერთსულოვანი გადაწყვეტილებები აღარ სჭირდებათ. ამან მათ საშუალება მისცა, ჩვენთვის გვერდი აევლოთ. ეს უპატივცემულობის აქტია", - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ძალიან ახლოსაა და ორ საკითხზეა დამოკიდებული''- კიტ კელოგი
ამერიკელი სენატორი ტედ კრუზი დონალდ ტრამპს ევროკავშირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
,,დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები მრავალი თვალსაზრისით მოსკოვის ხედვას შეესაბამება''- დიმიტრი პესკოვი
,, მართლა არ არსებობს ევროპაში ცენზურა თუ ყველა ბიუროკრატების წესებს უნდა ემორჩილებოდეს?''- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპას ცენზურაში ადანაშაულებს
The Telegraph: ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კრემლისთვის საჩუქარია
,, ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებული დისკუსია რთული იყო''- „აქსიოსი“
,,მიმაჩნია, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი მილიარდები უმჯობესია მის აღდგენას მოხმარდეს''- სლოვაკეთის პრეზიდენტი
,, უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
ვიქტორ ორბანი: ევროპელმა ლიდერებმა უკვე გადაწყვიტეს - ევროპა ომში მიდის. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვილოცოთ
The Wall Street Journal: აშშ ცვლის ისტორიას და უსაფრთხოების ახალ პოლიტიკაში ბოროტმოქმედად რუსეთის ნაცვლად ევროპას წარმოაჩენს
,,აშშ დიდი ხანია, ვერ უმკლავდება თვალშისაცემ შეუსაბამობას ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს შორის''- სახელმწიფო მდივნის მოადგილე
დონალდ ტრამპი ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს მადლობას უხდის ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი წარდგენისთვის
მშვიდობასთან იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, საბოლოო ჯამში, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს -ნატო-ში აშშ-ის ელჩი
ჩერნობილის დაბომბილი დამცავი კონსტრუქცია რადიაციას ვეღარ ბლოკავს და სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს -ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ღონისძიება, რომლის მსგავსიც შესაძლოა, მსოფლიოს არასდროს უნახავს-დონალდ ტრამპი
შრი ლანკაში ციკლონ "დიტვას" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 607-მდე გაიზარდა - 214 ადამიანი დაკარგულად ითვლება
ეუთო-ს 40-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები დაგმო
ბერლინმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც ხელისუფლებას ფართო სათვალთვალო უფლებამოსილებას ანიჭებს
აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა
დონალდ ტრამპს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ FIFA 2025-ის მშვიდობის პრიზი გადასცა, სახელწოდებით "ფეხბურთი აერთიანებს მსოფლიოს"