,, უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს''- ვოლოდიმირ ზელენსკი

 

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის სატელეფონი საუბარი გაიმართა. აღნიშნულის თაობაზე სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

მისივე ინფორმაციით, საუბარში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრეი გნატოვი.

„მადლიერი ვარ ძალიან ფოკუსირებული, კონსტრუქციული დისკუსიისთვის. ჩვენ დავფარეთ მრავალი ასპექტი და განვიხილეთ ძირითადი პუნქტები, რომლებმაც შესაძლოა, სისხლის ღვრის დასრულება უზრუნველყოს და აღმოფხვრას რუსეთის ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრის საფრთხე, ისევე, როგორც რუსეთის მიერ თავისი დაპირებების შეუსრულებლობის რისკი, რაც წარსულში არაერთხელ მომხდარა. უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს. შევთანხმდით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შემდეგ ნაბიჯებსა და საუბრების ფორმატებზე. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს მოლაპარაკებებისადმი ასეთი ინტენსიური მიდგომისთვის.

ახლა რუსტემ უმეროვს და გენერალ გნატოვს დეტალური პირადი ანგარიშით ველი. ყველაფრის განხილვა ტელეფონით არ შეიძლება, ამიტომ ჩვენს გუნდებთან იდეებსა და წინადადებებზე მჭიდროდ მუშაობა გვჭირდება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველაფერი იყოს ქმედითი - მშვიდობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციისთვის ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზომა. მადლობა", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ძალიან ახლოსაა და ორ საკითხზეა დამოკიდებული''- კიტ კელოგი
ამერიკელი სენატორი ტედ კრუზი დონალდ ტრამპს ევროკავშირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
,,დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები მრავალი თვალსაზრისით მოსკოვის ხედვას შეესაბამება''- დიმიტრი პესკოვი
,, მართლა არ არსებობს ევროპაში ცენზურა თუ ყველა ბიუროკრატების წესებს უნდა ემორჩილებოდეს?''- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპას ცენზურაში ადანაშაულებს
The Telegraph: ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კრემლისთვის საჩუქარია
,, ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებული დისკუსია რთული იყო''- „აქსიოსი“
,,მიმაჩნია, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი მილიარდები უმჯობესია მის აღდგენას მოხმარდეს''- სლოვაკეთის პრეზიდენტი
,, უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
ვიქტორ ორბანი: ევროპელმა ლიდერებმა უკვე გადაწყვიტეს - ევროპა ომში მიდის. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვილოცოთ
The Wall Street Journal: აშშ ცვლის ისტორიას და უსაფრთხოების ახალ პოლიტიკაში ბოროტმოქმედად რუსეთის ნაცვლად ევროპას წარმოაჩენს
,,აშშ დიდი ხანია, ვერ უმკლავდება თვალშისაცემ შეუსაბამობას ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს შორის''- სახელმწიფო მდივნის მოადგილე
დონალდ ტრამპი ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს მადლობას უხდის ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი წარდგენისთვის
მშვიდობასთან იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, საბოლოო ჯამში, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს -ნატო-ში აშშ-ის ელჩი
ჩერნობილის დაბომბილი დამცავი კონსტრუქცია რადიაციას ვეღარ ბლოკავს და სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს -ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ღონისძიება, რომლის მსგავსიც შესაძლოა, მსოფლიოს არასდროს უნახავს-დონალდ ტრამპი
შრი ლანკაში ციკლონ "დიტვას" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 607-მდე გაიზარდა - 214 ადამიანი დაკარგულად ითვლება
ეუთო-ს 40-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები დაგმო
ბერლინმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც ხელისუფლებას ფართო სათვალთვალო უფლებამოსილებას ანიჭებს
აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა
დონალდ ტრამპს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ FIFA 2025-ის მშვიდობის პრიზი გადასცა, სახელწოდებით "ფეხბურთი აერთიანებს მსოფლიოს"