,, ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებული დისკუსია რთული იყო''- „აქსიოსი“

 

აშშ-უკრაინის სამდღიანი მოლაპარაკებები, რომელიც მაიამიში მიმდინარეობა, შეხვედრის მონაწილეებსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი" ავრცელებს.

ამერიკულ დელეგაციას - აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უკრაინულ მხარეს კი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი წარმოადგენდნენ.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მშვიდობის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა ორივე მხარის მოსაზრებები მოისმინეს, შემდეგ კი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს მოსთხოვეს, წასულიყვნენ დათმობებზე, რომლებიც შეთანხმების მისაღწევად არის საჭირო.

„აქსიოსის" ინფორმაციით, ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებული დისკუსია რთული იყო, რადგან რუსეთი უკრაინისგან დონბასის იმ ტერიტორიების დატოვებას ითხოვს, რომელსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს. თუმცა, გამოცემის ცნობით, ამ საკითხის გადასალახად ამერიკა ახალი იდეების შემუშავებას ცდილობს.

რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და შეთანხმებას კიდევ უფრო მიუახლოვდნენ, თუმცა ორი ქვეყნის დელეგაციები მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„ძირითადი გამოწვევები ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებს ეხება. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ შეთანხმებული გადაწყვეტილებები იყოს რეალისტური, სამართლიანი და მდგრადი", - ციტირებს „აქსიოსი" აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოლგა სტეფანიშინას სიტყვებს.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, ამერიკელები იფიცებიან, რომ თუ ტრამპი რამეზე დათანხმდება, ეს ურყევი იქნება''- იური უშაკოვი
,,ზელენსკიმ იცოდა, რომ ვეღარ მოიგებდა შემდეგ არჩევნებს და აგრძელებდნენ მოპარვას''- დონალდ ტრამპ უმცროსი
სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის გამო, გერმანიის კანცლერმა საკუთარ თანამოქალაქეებს სისხლის სამართლის წესით 5.000-ჯერ უჩივლა - მედია
,,უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ძალიან ახლოსაა და ორ საკითხზეა დამოკიდებული''- კიტ კელოგი
ამერიკელი სენატორი ტედ კრუზი დონალდ ტრამპს ევროკავშირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
,,დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები მრავალი თვალსაზრისით მოსკოვის ხედვას შეესაბამება''- დიმიტრი პესკოვი
,, მართლა არ არსებობს ევროპაში ცენზურა თუ ყველა ბიუროკრატების წესებს უნდა ემორჩილებოდეს?''- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპას ცენზურაში ადანაშაულებს
The Telegraph: ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კრემლისთვის საჩუქარია
,, ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებული დისკუსია რთული იყო''- „აქსიოსი“
,,მიმაჩნია, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი მილიარდები უმჯობესია მის აღდგენას მოხმარდეს''- სლოვაკეთის პრეზიდენტი
,, უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
ვიქტორ ორბანი: ევროპელმა ლიდერებმა უკვე გადაწყვიტეს - ევროპა ომში მიდის. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვილოცოთ
The Wall Street Journal: აშშ ცვლის ისტორიას და უსაფრთხოების ახალ პოლიტიკაში ბოროტმოქმედად რუსეთის ნაცვლად ევროპას წარმოაჩენს
,,აშშ დიდი ხანია, ვერ უმკლავდება თვალშისაცემ შეუსაბამობას ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს შორის''- სახელმწიფო მდივნის მოადგილე
დონალდ ტრამპი ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს მადლობას უხდის ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი წარდგენისთვის
მშვიდობასთან იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, საბოლოო ჯამში, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს -ნატო-ში აშშ-ის ელჩი
ჩერნობილის დაბომბილი დამცავი კონსტრუქცია რადიაციას ვეღარ ბლოკავს და სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს -ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ღონისძიება, რომლის მსგავსიც შესაძლოა, მსოფლიოს არასდროს უნახავს-დონალდ ტრამპი
შრი ლანკაში ციკლონ "დიტვას" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 607-მდე გაიზარდა - 214 ადამიანი დაკარგულად ითვლება
ეუთო-ს 40-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები დაგმო