The Telegraph: ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კრემლისთვის საჩუქარია
„ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კრემლისთვის საჩუქარია", - სტატიას ამ სათაურით ბრიტანული The Telegraph-ი აქვეყნებს. გამოცემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მიდგომას აკრიტიკებს.
„კაია კალასმა მშვენივრად იცის, რომ უკრაინის მომავლისთვის არაფერია იმაზე უფრო საბედისწერო, ვიდრე უთანხმოება კიევის დასავლელ მოკავშირეებს შორის. „რუსეთს სურს ამერიკისა და ევროპის დაყოფა", - ამბობდა ის მარტში, თუმცა, ახლა, როცა რეალური სამშვიდობო შეთანხმების მძიმე პროცესი იწყება, ამერიკა და ევროპა ერთმანეთისგან უფრო დაშორებულები ვერ იქნებიან. და ამაში ბრალი ევროპის მიერ რეალობისთვის თვალის გასწორებაზე უარს მიუძღვის", - წერს ავტორი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სანამ ევროპა ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმიდან ყველაზე მტკივნეული პუნქტების ამოღებას ცდილობს, ომის დასრულების შესახებ რეალური მოლაპარაკებები მოსკოვს, ვაშინგტონსა და პეკინს შორის მიმდინარეობს.
„ევროპა არ მონაწილეობს მოლაპარაკებებში მაშინაც კი, როდესაც კონტინენტის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა განიხილება. რუსებთან მოლაპარაკების უხეშ რეალობაში ჩართვის ნაცვლად, კალასმა და მისმა ევროპელმა კოლეგა ლიდერებმა პრაქტიკულ დიპლომატიას იდეოლოგიური სიწმინდე ამჯობინეს", - აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი სვამს კითხვას, ეხმაურება კი საბოლოო ჯამში კალასის ხისტი პოზიცია უკრაინას და წერს, რომ მისი უარი პუტინთან საუბარზე და იმის დაჟინებული მტკიცება, რომ სამართლიანობა მშვიდობაზე მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყო იმას, რომ ევროპა ფაქტობრივად გამორიცხულია მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპიდან და დასავლეთის დაყოფა გამოიწვია.
„როგორც იუწყებიან, თეთრი სახლის მაღალჩინოსნები გაღიზიანებული არიან იმის გამო, რასაც ისინი ევროპის საგარეო პოლიტიკის „ესტონიზაციას" უწოდებენ. უფრო მეტიც, ამ კვირას გამოქვეყნებული აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ვაშინგტონის დამოკიდებულებაში მნიშვნელოვან ცვლას აუწყებს ევროპაში მის უახლოეს მოკავშირეებთან მიმართებაში", - აღნიშნავს ავტორი.
ამასთან, Telegraph-ი წერს, რომ კალასის მოწოდებები გამარჯვებამდე ბრძოლისკენ უკრაინაშიც გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის კიევს ამ მიზნის მისაღწევად არც რეალისტურ გეგმას და არც საკმარის ფინანსებს სთავაზობს.
„ბევრი დაეთანხმება კალასის ღრმა უნდობლობას კრემლის მიმართ და გაიზიარებს მის იმედებს გამარჯვების, რეპარაციებისა და პუტინის სასამართლოს წინაშე წარდგენის შესახებ. მაგრამ პრაქტიკაში ამის მიღწევა შეუძლებელია - მათ შორის იმიტომაც, რომ ევროპა მუდმივად ბევრად მეტ ფულს უგზავნიდა კრემლს ნავთობისა და გაზის სანაცვლოდ, ვიდრე კიევს საკუთარი თავის დასაცავად აძლევდა. იდეოლოგიის დრო დასრულდა. ამ ეტაპზე, ბევრს, შესაძლოა უკრაინელების უმრავლესობასაც კი, სამუდამო ომს უსამართლო მშვიდობა ურჩევნია", - წერს ავტორი.
მსგავსი სიახლეები
,, ამერიკელები იფიცებიან, რომ თუ ტრამპი რამეზე დათანხმდება, ეს ურყევი იქნება''- იური უშაკოვი
,,ზელენსკიმ იცოდა, რომ ვეღარ მოიგებდა შემდეგ არჩევნებს და აგრძელებდნენ მოპარვას''- დონალდ ტრამპ უმცროსი
სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის გამო, გერმანიის კანცლერმა საკუთარ თანამოქალაქეებს სისხლის სამართლის წესით 5.000-ჯერ უჩივლა - მედია
,,უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ძალიან ახლოსაა და ორ საკითხზეა დამოკიდებული''- კიტ კელოგი
ამერიკელი სენატორი ტედ კრუზი დონალდ ტრამპს ევროკავშირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
,,დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები მრავალი თვალსაზრისით მოსკოვის ხედვას შეესაბამება''- დიმიტრი პესკოვი
,, მართლა არ არსებობს ევროპაში ცენზურა თუ ყველა ბიუროკრატების წესებს უნდა ემორჩილებოდეს?''- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპას ცენზურაში ადანაშაულებს
The Telegraph: ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კრემლისთვის საჩუქარია
,, ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებული დისკუსია რთული იყო''- „აქსიოსი“
,,მიმაჩნია, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი მილიარდები უმჯობესია მის აღდგენას მოხმარდეს''- სლოვაკეთის პრეზიდენტი
,, უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
ვიქტორ ორბანი: ევროპელმა ლიდერებმა უკვე გადაწყვიტეს - ევროპა ომში მიდის. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვილოცოთ
The Wall Street Journal: აშშ ცვლის ისტორიას და უსაფრთხოების ახალ პოლიტიკაში ბოროტმოქმედად რუსეთის ნაცვლად ევროპას წარმოაჩენს
,,აშშ დიდი ხანია, ვერ უმკლავდება თვალშისაცემ შეუსაბამობას ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს შორის''- სახელმწიფო მდივნის მოადგილე
დონალდ ტრამპი ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს მადლობას უხდის ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი წარდგენისთვის
მშვიდობასთან იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, საბოლოო ჯამში, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს -ნატო-ში აშშ-ის ელჩი
ჩერნობილის დაბომბილი დამცავი კონსტრუქცია რადიაციას ვეღარ ბლოკავს და სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს -ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ღონისძიება, რომლის მსგავსიც შესაძლოა, მსოფლიოს არასდროს უნახავს-დონალდ ტრამპი
შრი ლანკაში ციკლონ "დიტვას" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 607-მდე გაიზარდა - 214 ადამიანი დაკარგულად ითვლება
ეუთო-ს 40-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები დაგმო