,, აშკარაა, რომ საქართვლოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ძალადობა''- კალაძე

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, პოლიტიკურ სტაბილურობასა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე - არ დაუშვებს, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს და მათ ადგილობრივ მომსახურე პერსონალს მიეცეს საშუალება, შეარყიონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის ვიდეომიმართვაში,  BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების დეტალებზე საუბრისას, განაცხადა.

მისი თქმით, აშკარაა, რომ საქართვლოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ძალადობა, რომლის მიზანი საქართველოს სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაზიანებაა.

BBC-ის რეპორტაჟში ასახული თემების კომენტირებისას, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ქიმიური ნივთიერება „კამიტეს" თემის გარდა, მასალა სხვა ანტისახელმწიფოებრივ  ცრუ ბრალდებებსაც შეიცავს. 

„ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული რეპორტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა ცრუ ბრალდებებსაც შეიცავს, რომელიც მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგანი, რომ ეგრეთ წოდებული „კამიტეს" გამოყენების ცრუ ბრალდება განსაკუთრებით მგრძნობიარე გამოდგა საზოგადოებისთვის. ხელოვნური აჟიოტაჟის დაწყებიდან მეხუთე დღეს კი უტყუარი ფაქტებით დასტურდება, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, თუნდაც მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ნივთიერება საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს.

რაც შეეხება სხვა ანტისახელმწიფოებრივ  ბრალდებებს, რეპორტაჟში მტკიცებით ფორმაშია ნათქვამი, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ როდესაც ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ არსებობს, ხოლო არჩევნების შემფასებელმა მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ, იცით, რომ ეუთო\ოდირის მისია გვყავდა მოწვეული, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად, ხოლო „ქართული ოცნება" არჩეულ ხელისუფლებად გამოაცხადა. პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ პარტიებს, ჰქონდათ შესაძლებლობა ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია, საზოგადოებისთვის გაეცნოთ თავიანთი ხედვები, და რაც ყველაზე მთავარია - ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

ამავე რეპორტაჟში საუბარია მოძალადე მომიტინგეების წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, როდესაც საზოგადოებამ ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა - თუ როგორ ძალადობდნენ აგრესიული, უცხოეთიდან დატრენინგებული ჯგუფები სამართალდამცავ უწყებებზე, როგორ გადაწვეს პარლამენტის შენობის გარკვეული  ნაწილი, დაამტვრიეს და გაანადგურეს ქალაქის ცენტრში სახელმწიფო და კერძო საკუთრება, დაუშინეს პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები" და დამიზნებით ესროდნენ სიცოცხლისათვის საშიშ პიროტექნიკას", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით,  BBC-ის  რეპორტაჟში, ასევე, საუბარია გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც მსხვერპლის როლშია გამოყვანილი და მოხსენებულია როგორც პოლიტიკური დევნის ობიექტი.

„ამ დროს, ბაჩიაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს ორი ინსტანციით არის დადასტურებული, პარალელურად კი, დამატებით ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მათ შორის ერთი, საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება უტყუარად, მისივე საჯარო განცხადებით არის დადასტურებული.

დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს სიცრუეზე აგებული რეპორტაჟის ავტორების მხრიდან უკიდურესი მიკერძოება. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მათ გამოგვიგზავნეს გარკვეული კითხვები, რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დეტალურად და ამომწურავად გაეცა პასუხები, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიწოდებული პასუხები საერთოდ არ იყო წარმოდგენილი და მათი იგნორირება მოხდა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისი განცხადებით,  ეგრეთ წოდებული „კამიტეს" გამოყენების ვარაუდის ნაწილში საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით.

 

„საბოლოო ჯამში აშკარაა, რომ საქართვლოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ძალადობის მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სახელმწიფოებრიობის შერყევა, საზოგადოებაში გამოგონილი თემებით მღელვარების გამოწვევა და, საბოლოოდ, მორიგი დაპირისპირების გამოწვევით, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებაა. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, პოლიტიკურ სტაბილურობასა და საზოგადოების ინტერესების დაცვაზე - არ დაუშვებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს და მათ ადგილობრივ მომსახურე პერსონალს მისცეს საშუალება, შეარყიონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ქართველი ხალხის ინტერესი.

ამრიგად, რადგან ეგრეთ წოდებული „კამიტეს" გამოყენების ვარაუდის ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი უკვე არაფერია - მოვისმინეთ შესაბამისი უწყების მხრიდან, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი გამოძიების შედეგები, და აქვე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნივთიერება საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს, საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურული.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს - კონკრეტული პირების მხრიდან უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას - ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და ყველა ის პირი თუ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართაც შეიკრიბება მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა და დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ - იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 





მსგავსი სიახლეები
ტიერი მარიანი: ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს
მიხეილ ყაველაშვილი BBC-ის ფილმზე: ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის "დიფსთეითის" საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
თენგიზ შარმანაშვილი -„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში,მოსახლეობაში მღელვარების გამოწვევა
,,ჩინეთი არ ყიდულობს ევროკავშირს, ის ყიდულობს ევროპული ეკონომიკის „კრიტიკულ წერტილებს“- დავით ქართველიშვილი
,, აშკარაა, რომ საქართვლოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ძალადობა''- კალაძე
"ეს არის ის ადამიანი, რომელმაც უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუნდირს, ახლა გაქცეულია პასუხისმგებლობისგან უკრაინაში" - არჩილ გორდულაძე
,,საერთაშორისო სუბიექტებს შეგვიძლია, გავუზიაროთ შესაბამისი როგორც დოკუმენტაცია, ასევე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - BBC-ის რეპორტაჟზე - იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა - რეალურად, ეს სპეცოპერაცია ვერ შედგა
პრემიერი - გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
,,მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტის დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს''- პრემიერი -
,,სრულიად აშკარად და თავხედურად ფინანსდებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესები ქვეყნის გარედან და სწორედ ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ'- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი
ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება
პრემიერი - ყველა პრიორიტეტი სათანადოდაა ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში
ირაკლი კობახიძე - „კამიტის“ ზემოქმედება, ალბათობის მაღალი ხარისხით, ლეტალურ შედეგსაც გამოიწვევდა, ამ ფონზე, საქმეში არ არსებობს არცერთი შესაბამისი დაზარალებული
,,აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რეალურად, საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი გასული წლების განმავლობაში''- ირაკლი კობახიძე
,,ფარას" რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტი ჩვენთვის არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ''- პრემიერი
,, კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება''- ირაკლი კობახიძე
„ბიბისის" რეპორტაჟში გაჟღერებულია არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ბრალდება''- პრემიერი
,,შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას შსს-ს არა მხოლოდ „კამიტი", არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია''- პრემიერი