სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული დ.ა. და 1971 წელს დაბადებული ჰ.ა. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ჰ.ა. სასაზღვრო-გამტარი პუნქტის, „სარფის" ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით საქართველოდან საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომანქანის მისაბმელში დამალვის გზით, ფულადი თანხის სანაცვლოდ თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ ცდილობდა, გადაეყვანა უცხო ქვეყნის მოქალაქე დ.ა., რომელიც ასევე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
„სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 19-344-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
მარნეულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლემ მოსწავლე დაჭრა
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციას აქვს ვალდებულება, იმოქმედოს იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად -ალექსანდრე დარახველიძე
პაატა სალია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს
"გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სუს-ში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია" - სუს-ი
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება შეთითხნილია და რომ ეს არის პოლიტიკური დევნა -"გახარია საქართველოსთვის"
სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმისას სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების უფლება, ხოლო 20 ივნისს შსს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელებმა არაპროპორციულად გამოიყენეს ძალა -ბექა ძამაშვილი
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 ივნისის აქციაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა მიმართული უნდა ყოფილიყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ქმედებაც იყო ძალადობრივი -იუსტიციის სამინისტრო
რა გადაწყვეტილება გამოიტანა სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე?
არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხეზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ და არც გაუზიარებიათ -სუს-ი
ბალდის კანიონის მოძრაობის წევრი ინდიკო ბჟალავა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ჯუანშერ ბურჭულაძე და კიდევ ორი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
სუს-მა თავისი გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვას გასცა პასუხი, სპეკულაციები აქ აღარ არსებობს-ალექსანდრე დარახველიძე
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე