რუსულ გაზზე უარის თქმის ევროკავშირის გეგმას სლოვაკეთთან ერთად გავასაჩივრებთ -პეტერ სიარტო
უნგრეთი და სლოვაკეთი გეგმავენ, რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვის შესახებ ევროკავშირის გეგმა გაასაჩივრონ - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთმა და სლოვაკეთმა, შესაძლოა, სასამართლოს უკვე მომავალ კვირას მიმართონ.
სიიარტო სასამართლოში მიმართვის აუცილებლობას იმით ამართლებს, რომ რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვამ, შეიძლება, ფასების ზრდა გამოიწვიოს.
„როგორც კი RePowerEU გეგმა მომავალ კვირას დამტკიცდება, სლოვაკეთთან ერთად ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში შევიტანთ მისი გაუქმების მოთხოვნას და მოვითხოვთ რეგულაციის შეჩერებას სასამართლო პროცესის განმავლობაში. ჩვენ ამ ნაბიჯს ვდგამთ, რადგან რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვა შეუძლებელს გახდის უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას და გამოიწვევს ფასების მკვეთრ ზრდას. ეს რეგულაცია ასევე წარმოადგენს უზარმაზარ იურიდიულ თაღლითობას, რადგან ის აშკარად სანქციების ზომაა, რომელიც მოითხოვს ერთსულოვან დამტკიცებას. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ხელშეკრულებებსაც, რომლებიც აცხადებენ, რომ ენერგეტიკული პოლიტიკა ეროვნული კომპეტენციაა და ეწინააღმდეგება თვით ევროკომისიის შეფასებასაც კი", - წერს სიიარტო.
ცნობისთვის, ევროკავშირმა 2027 წლისთვის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის შესახებ რეგულაციაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შეთანხმება მოიცავს რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) და მილსადენებით გაზის იმპორტის იურიდიულად სავალდებულო, ეტაპობრივ აკრძალვას 2026 წლის ბოლოდან და 2027 წლის შემოდგომიდან. მათივე ცნობით, ახალი წესების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმებს როგორც კომპანიებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. საბჭო განმარტავს, რომ რეგულაცია წარმოადგენს ევროკავშირის REPowerEU-ს გზამკვლევის ცენტრალურ ელემენტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების დასრულებას მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზის მიწოდება იარაღად გამოიყენა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
მსგავსი სიახლეები
კაია კალასი - ჩვენც შეგვიძლია, ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია, მაგრამ ასე არ ვმუშაობთ, არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას
მერცი: ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ამერიკელებმა ახლა ევროპაში დემოკრატიის გადარჩენა მოისურვონ
მე ყოველთვის მზად ვარ არჩევნებისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი
ილონ მასკი - ევროკომისრები არიან პასუხისმგებელნი ევროპის მკვლელობაზე
,, ბევრი მიწა დაკარგეს, ძალიან კარგი ტერიტორიები. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს გამარჯვებაა ''- დონალდ ტრამპი
ლიეტუვამ ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბუშტების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის ელჩი ნატოში: ტრამპმა იცის, როგორ უნდა მოახდინოს ზეწოლა უკრაინასა და რუსეთზე შეთანხმების მისაღწევად
,,ჩვენ არ გვაქვს არც იურიდიული და არც მორალური უფლება, ტერიტორიები დავთმოთ''- ზელენსკი
დაუნინგ სთრითზე გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ერთობლივი დიპლომატიური მუშაობა ამერიკულ მხარესთან - ზელენსკი
POLITICO: ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს
,,სკეპტიკურად ვარ განწყობილი ზოგიერთი დეტალის მიმართ, რომელიც ამერიკული მხარის დოკუმენტებში ვიხილეთ, ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ''- მერცი
აშშ ეუთო-ში რეფორმებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის დატოვებით იმუქრება
,,ევროპის თავზე შავი ღრუბლები გროვდება ''- ორბანი
,, უკრაინაში მობილიზაციის გაზრდაა აუცილებელი - სხვა გამოსავალი არ გვაქვს''- უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი
"ევროკავშირისთვის „დაუშვებელია ევროპულ პოლიტიკაში ჩარევის საფრთხე"- ანტონიუ კოშტა
რუსულ გაზზე უარის თქმის ევროკავშირის გეგმას სლოვაკეთთან ერთად გავასაჩივრებთ -პეტერ სიარტო
"რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდა „სამშვიდობო გეგმას", მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის არც კი წაიკითხა"-დონალდ ტრამპი
,, ამერიკელები იფიცებიან, რომ თუ ტრამპი რამეზე დათანხმდება, ეს ურყევი იქნება''- იური უშაკოვი
,,ზელენსკიმ იცოდა, რომ ვეღარ მოიგებდა შემდეგ არჩევნებს და აგრძელებდნენ მოპარვას''- დონალდ ტრამპ უმცროსი
სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის გამო, გერმანიის კანცლერმა საკუთარ თანამოქალაქეებს სისხლის სამართლის წესით 5.000-ჯერ უჩივლა - მედია