დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და გაიყვანოს ძალები საქართველოდან
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ ეუთო-ს 2025 წლის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, პატივი სცეს ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და გაიყვანოს ძალები საქართველოდან, კერძოდ, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.
თავის გამოსვლაში დაუთიმ ასევე ისაუბრა „2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ უკანონო და არაპროვოცირებულ ომზე“, რითაც, ბრიტანელი მინისტრის თქმით, რუსეთმა ფეხქვეშ გათელა „ჰელსინკის დასკვნითი აქტი“ და დაარღვია ყველა ვალდებულება, რომელზეც არის დაფუძნებული ეუთო.
„ეს შედეგები ჩემი თვალით ვიხილე წლის დასაწყისში კიევში ვიზიტისას: ოჯახები, რომლებიც თავს აფარებენ სარდაფებს, უპილოტოებო და რაკეტები, რომლებიც საცხოვრებელი უბნებიდან რამდენიმე მეტრში ფეთქდებოდნენ. და ეს საშინელება არ ინდობს უკრაინელ ბავშვებს. რუსულმა ძალებმა მოკლეს და დაასახიჩრეს ისინი საკუთარ სახლებსა და საბავშვო ბაღებში. ათობით ათასი ბიჭი და გოგო დააშორეს ოჯახებს, მოხდა მათი დეპორტაცია, ინდოქტრინაცია, რის შესახებაც ეს ორგანიზაცია იტყობინება“, – განაცხადა სტივენ დაუთიმ.
მისივე თქმით, რუსეთი ატარებს კამპანიას, რომლის მიზანიცაა „ერის მომავლის განადგურება“ და დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იქნება უკრაინის გვერდით. მისივე თქმით, ლონდონი მხარს უჭერს უკრაინელი ბავშვების სახლებში დაბრუნებას და ამ მიზნით 2,8 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.
„ჩვენ შემართებით ვართ განწყობილი, რომ რუსეთს პასუხი ვაგებინოთ მისი უკანონო, არაფრით პროვოცრებული და გაუმართლებელი ომის გამო უკრაინის წინააღმდეგ; უდანაშაულო ბავშვების იძულებითი დეპორტაციისთვის და სამოქალაქო პირების უკანონო დაკავებისთვის, მათ შორის ეუთო-ს სამი თანამშრომლის. მოსკოვის მექანიზმის ანგარიში საფუძვლად უდევს ჩვენს ძალისხმევას და ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას მასშტაბური სანქციებისა და საერთაშორისო მართლმსაჯულების მექანიზმების მხარდაჭერის გზით. ჩვენ ვალში ვართ მათთან, ვინც 50 წლის წინ ხელი მოაწერა ჰელსინკის აქტს და ყველა აქ წარმოდენილი ქვეყნის მოქალაქეებთან, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებთან, რადგან რუსი ხალხი იტანჯება პუტინის ხელში – ასობით ათასი სიცოცხლე დაიკარგა, პოლიტიკური პატიმრები ომის წინააღმდეგ გამოსვლების გამო გამოკეტილი არიან, ხოლო რუსეთის ეკონომიკა სანქციების ზეწოლის ქვეშაა. ასევე, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მოსკოვის ქმედებები წარმოადგენს აშკარა მუქარას ევროპის უსაფრთხოებისთვის და მის ფარგლებს გარეთაც. კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებით და იმ ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრით, რომლებიც დღეს ამ მაგიდასთან არიან წარმოდგენილი და ასევე მის საზღვრებს მიღმა ტერიტორიების ოკუპაციით. ამას აქვს შედეგები არა მხოლოდ ევროატლანტიკური, არამედ გლობალური უსაფრთხოებისთვის. და სწორედ ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები ეუთო-ს ფარგლებში და გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან საქართველოში, დნესტრისპირეთიდან მოლდოვაში, საერთაშორისო კანონთან სრული შესაბამისობით“, – განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.
მან ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ ძალისხმევაზე. მისი შეფასებით, ამ პროცესში უკრაინის კონსტრუქციულმა და პრინციპულმა ჩართულობამ ბოლო კვირებში რეალური პროგრესი მოიტანა.
„ნამდვილად, შეთანხმება შეიძლება გახდეს ისტორიული და გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ეს არ იქნება იოლი. პუტინმა არაერთხელ გატეხა თავისი სიტყვა და ჯერ არ არსებობს ნიშნები, რომ ის მზადაა კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებისთვის. ასე რომ, რაც არ უნდა მოიტანოს მომდევნო დღეებმა, ჩვენ ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ მომავალზე – და ეს არის მომავალი ძლიერ, მშვიდობიან და აყვავებულ უკრაინასთან ერთად. ეუთო უნდა იყოს მზად უკრაინის აღდგენაში დახმარებისთვის“, – განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და გაიყვანოს ძალები საქართველოდან
ტიერი მარიანი: ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს
მიხეილ ყაველაშვილი BBC-ის ფილმზე: ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის "დიფსთეითის" საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
თენგიზ შარმანაშვილი -„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში,მოსახლეობაში მღელვარების გამოწვევა
,,ჩინეთი არ ყიდულობს ევროკავშირს, ის ყიდულობს ევროპული ეკონომიკის „კრიტიკულ წერტილებს“- დავით ქართველიშვილი
,, აშკარაა, რომ საქართვლოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ძალადობა''- კალაძე
"ეს არის ის ადამიანი, რომელმაც უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუნდირს, ახლა გაქცეულია პასუხისმგებლობისგან უკრაინაში" - არჩილ გორდულაძე
,,საერთაშორისო სუბიექტებს შეგვიძლია, გავუზიაროთ შესაბამისი როგორც დოკუმენტაცია, ასევე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - BBC-ის რეპორტაჟზე - იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა - რეალურად, ეს სპეცოპერაცია ვერ შედგა
პრემიერი - გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
,,მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტის დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს''- პრემიერი -
,,სრულიად აშკარად და თავხედურად ფინანსდებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესები ქვეყნის გარედან და სწორედ ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ'- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი
ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება
პრემიერი - ყველა პრიორიტეტი სათანადოდაა ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში
ირაკლი კობახიძე - „კამიტის“ ზემოქმედება, ალბათობის მაღალი ხარისხით, ლეტალურ შედეგსაც გამოიწვევდა, ამ ფონზე, საქმეში არ არსებობს არცერთი შესაბამისი დაზარალებული
,,აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რეალურად, საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი გასული წლების განმავლობაში''- ირაკლი კობახიძე
,,ფარას" რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტი ჩვენთვის არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ''- პრემიერი
,, კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება''- ირაკლი კობახიძე
„ბიბისის" რეპორტაჟში გაჟღერებულია არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ბრალდება''- პრემიერი