ჯუანშერ ბურჭულაძე და კიდევ ორი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. მოსამართლემ საქმეზე დაკავებული პირები - ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ცოლისძმა ვასილ მხეიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.
„პროკურატურა, დასაკნინებლად არ ვამბობ ამას, მაგრამ შაბლონური განმარტებებით ხელმძღვანელობს. არსებითად რა შეიცვალა? დაცვის მხარე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც ასეა. ყოველდღიური რეაბილიტაცია მჭირდება. ეს ვერ ხერხდება პენიტენციურ დაწესებულებაში. ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეიძლება შეეხებოდეს ძალადობრივ დანაშაულს და ჩვენს შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი ყველაზე მკაცრი აღკვეთის ზომა. საქმეში შეიცვალა ის, რომ მტკიცებულებები ვერ გასცდა ირიბ და დაუდასტურებელ მტკიცებულებებს, აქამდე მათ ჰქონდათ დრო, მტკიცებულებები მოეგროვებინათ. არსებითად შეიცვალა ის, რომ პროკურატურამ ვერ მოიპოვა ვერცერთი მტკიცებულება. მორალური თვალსაზრისით, მინდა, გითხრათ, რომ მე მყავს მცირეწლოვანი შვილი, რვა შვილი მყავს და კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მას 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
მარნეულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლემ მოსწავლე დაჭრა
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციას აქვს ვალდებულება, იმოქმედოს იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად -ალექსანდრე დარახველიძე
პაატა სალია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს
"გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სუს-ში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია" - სუს-ი
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება შეთითხნილია და რომ ეს არის პოლიტიკური დევნა -"გახარია საქართველოსთვის"
სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმისას სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების უფლება, ხოლო 20 ივნისს შსს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელებმა არაპროპორციულად გამოიყენეს ძალა -ბექა ძამაშვილი
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 ივნისის აქციაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა მიმართული უნდა ყოფილიყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ქმედებაც იყო ძალადობრივი -იუსტიციის სამინისტრო
რა გადაწყვეტილება გამოიტანა სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე?
არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხეზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ და არც გაუზიარებიათ -სუს-ი
ბალდის კანიონის მოძრაობის წევრი ინდიკო ბჟალავა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ჯუანშერ ბურჭულაძე და კიდევ ორი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
სუს-მა თავისი გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვას გასცა პასუხი, სპეკულაციები აქ აღარ არსებობს-ალექსანდრე დარახველიძე
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე