ტერორიზმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ტერორიზმის წამხალისებელი ან ბუნდოვანი პოზიციის მქონე პარტიები თავად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის -შალვა პაპუაშვილი

უკვე ათი დღეა, რაც „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტული აქტის ჩადენის ფაქტზეა დაკავებული. მან თავად აღიარა დანაშაული და დაადასტურა მისი პოლიტიკური მოტივი. ასეთ ვითარებაში ტერორისტისგან გამიჯვნა არც მოწოდებას უნდა საჭიროებდეს და არც დამატებით ახსნას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, ტერორიზმი, როგორც საერთაშორისო განზომილების მქონე უმძიმესი დანაშაული, არ ექვემდებარება პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს, პარტიულ სოლიდარობას ან იდეოლოგიურ გამართლებას.

„ამ ფონზე პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირის „თანამებრძოლად" გამოცხადება, რომელიც ტერორისტულ დანაშაულშია მხილებული, ქმნის მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მორალური არჩევანი - ეს წარმოადგენს ტერორიზმის მიმართ არასათანადო დისტანცირებას, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „ლელო" არის „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის" (ALDE) წევრი. ევროპულ პოლიტიკური სივრცეში კი ტერორიზმის გამართლება, ირიბი მხარდაჭერა ან მისგან არასაკმარისი დისტანცირება შეუთავსებელია დემოკრატიული პარტიის სტატუსთან.

ამ კონტექსტში პასუხისმგებლობა აღარ ეკისრება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას. პასუხისმგებლობა ავტომატურად ვრცელდება იმ საერთაშორისო პოლიტიკურ გაერთიანებაზეც, რომლის წევრიც ეს პარტიაა. შესაბამისად, ALDE-ს პოზიცია ამ საკითხზე არა პარტიული სიმპათიის, არამედ ევროპული სამართლებრივი და პოლიტიკური სტანდარტების ტესტია. ამასთან, მაშინ როდესაც საუბარია იმ პოლიტიკურ ოჯახზე, რომლის ლიდერებს შორის არიან ევროკომისრები კაია კალასი და მარტა კოსი, ეს საკითხი სცდება შიდა ქართულ კონტექსტს და გადადის ევროპული პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონეზე.

ევროკავშირის დირექტივა EU 2017/541 ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კრძალავს ტერორიზმის გამართლებას, ტერორიზმის იდეოლოგიურ მხარდაჭერას და ტერორისტული ქმედებისადმი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მინიჭებას. ამავე დირექტივის მიხედვით, ტერორიზმის წახალისება ან მისი ჩამდენი პირის მიმართ პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვა ქმნის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს.

დასკვნა მარტივია: ტერორიზმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ტერორიზმის წამხალისებელი ან მის მიმართ ბუნდოვანი პოზიციის მქონე პარტიები კი თავად წარმოადგენen საფრთხეს დემოკრატიისთვის", - წერს შალვა პაპუაშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
სენატში არიან ადამიანები, ვინც რეალობას აცნობიერებენ და ამიტომ დაიბლოკა ქვეყნისთვის მტრული აქტი -ირაკლი ზარქუა
,,რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები''- გია ვოლსკი
ამერიკამ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობა იმიტომ დაგეგმა, რომ აღებმიცემობა სცენის მიღმა არ იყოს და არც პოლიტიკური კორუფცია არსებობდეს -გია ვოლსკი
გარკვეული უნდა იყოს, არის თუ არა ნატო-ს გაფართოება ყველა წევრის მიზანი, ასე თუ არ არის, მაშინ ქართულ საზოგადოებას უნდა ეცნობოს, რადგან დიდი ხანია, წევრობისკენ ვისწრაფვით -ნიკოლოზ სამხარაძე
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რეალურად დაადგინოს, რა ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა, ვითხოვთ, პროცესში ჩაერთოს ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია-თაზო დათუნაშვილი
ნატო-ში გაწევრიანების პროცესი ერთფეროვანი არასოდეს ყოფილა, ცვლადი მოცემულობებია ხოლმე, ევროატლანტიკური მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები უნდა გადავდგათ-ტატა ხვედელიანი
ყველა პარტნიორთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ომის ღირსეულად დასასრულებლად -რუსტემ უმეროვი
ტერორიზმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ტერორიზმის წამხალისებელი ან ბუნდოვანი პოზიციის მქონე პარტიები თავად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის -შალვა პაპუაშვილი
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და გაიყვანოს ძალები საქართველოდან
ტიერი მარიანი: ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს
მიხეილ ყაველაშვილი BBC-ის ფილმზე: ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის "დიფსთეითის" საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
თენგიზ შარმანაშვილი -„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში,მოსახლეობაში მღელვარების გამოწვევა
,,ჩინეთი არ ყიდულობს ევროკავშირს, ის ყიდულობს ევროპული ეკონომიკის „კრიტიკულ წერტილებს“- დავით ქართველიშვილი
,, აშკარაა, რომ საქართვლოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ძალადობა''- კალაძე
"ეს არის ის ადამიანი, რომელმაც უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუნდირს, ახლა გაქცეულია პასუხისმგებლობისგან უკრაინაში" - არჩილ გორდულაძე
,,საერთაშორისო სუბიექტებს შეგვიძლია, გავუზიაროთ შესაბამისი როგორც დოკუმენტაცია, ასევე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - BBC-ის რეპორტაჟზე - იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა - რეალურად, ეს სპეცოპერაცია ვერ შედგა
პრემიერი - გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
,,მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტის დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს''- პრემიერი -
,,სრულიად აშკარად და თავხედურად ფინანსდებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესები ქვეყნის გარედან და სწორედ ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ'- პრემიერი