რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე
ყოველდღიურ რუტინაში, ერთხელ მაინც გაგვივლია გულში, გვქონოდა საკუთარი საქმე, საკუთარი ბიზნესი წამოგვეწყო. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, ახალი სტარტაპის რეკლამა შეგვხვედრია და გაგვიფიქრებია: ეს იდეა ხომ მეც მქონდა?
მთავარი სირთულე მაინც ბიზნესის წამოსაწყებად პირველი ნაბიჯის გადადგმაა. ამ დროს, ახალბედა მეწარმეებს უამრავი კითხვა უჩნდებათ, ამ კითხვებზე სწორი პასუხები მათ შეცდომებისგან აზღვევს.
მოდი, ვნახოთ, რა კითხვებს სვამენ ყველაზე ხშირად დამწყები ბიზნესები.
1.რა თანხაა საჭირო საქმის დასაწყებად?
ჯადოსნური ფორმულა არ არსებობს, თუმცა, ინვესტიციის რაოდენობის განსაზღვრისას, უნდა გაითვალისწინო შემდეგი ხარჯები: ტექნიკა, ინვენტარი, რემონტი, მარკეტინგული და პირველი რამდენიმე თვის საოპერაციო ხარჯები. ბიზნესი პირველ 3–6 თვეს იშვიათად მუშაობს სრული დატვირთვით, ამიტომ ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია.
2.როდის ამოვიღებ ჩადებულ ფულს?
ეს კითხვა ყოველთვის ლეგიტიმურია. თუ არ იცი, როდის ამოიღებ ფულს, შეიძლება საერთოდ ვერ ამოიღო. დავუშვათ, 20 000-ლარიანი დანაზოგით პოპულარული ყავის „დრაივი“ გახსენი. ცოტა ხანში კი ასეთი შედეგი გაქვს - შემოსავალი 7 000 ლარი, ხარჯები (ქირა, პროდუქტი, კომუნალურები, თანამშრომელი) - 5 000 ლარი. გამოდის, რომ შენი წმინდა მოგება 2 000 ლარია. ინვესტიციის ამოსაღებად კი ეს მარტივი ფორმულა გამოგადგება: ინვესტიცია თვიურ წმინდა მოგებაზე უნდა გაყო. შენს შემთხვევაში - 20 000/2000 =10 თვე. გამოდის, რომ ჩადებულ თანხას 10 თვეში ამოიღებ, რეალური მოგება კი, ამის შემდეგ დაიწყება.
3.როგორ განვსაზღვრო პროდუქტის ან მომსახურების ფასი?
ჯერ, ზუსტად უნდა დაითვალო, რა გიჯდება შენი პროდუქტის ან მომსახურების შექმნა. ამაში შედის მასალა, დრო, შრომა, მიწოდება, კომუნალურები, მარკეტინგული ხარჯები. ეს თანხა იქნება ის მინიმუმი, რომლის ქვემოთაც უბრალოდ ვერ ჩამოხვალ. შემდეგ კი აუცილებლად ნახე, რა ღირს მსგავსი პროდუქტი ბაზარზე. კონკურენტების ფასი მოგცემს წარმოდგენას, თუ რა თანხის გადასახდელად არის მზად მომხმარებელი. ბოლოს კი, დაფიქრდი: რა ღირებულებას აძლევს შენი პროდუქტი მომხმარებელს. თუ უკეთეს შედეგს ან უფრო სწრაფ მომსახურებას აძლევ, შეგიძლია უფრო მაღალი ფასი დააწესო.
თუ კარგი იდეაც გაქვს, ბიზნესგეგმაც დაწერე და ბანკის მხარდაჭერის ეტაპამდე მიხვედი, აუცილებლად დაგაინტერესებს:
4.რას აქცევს ინვესტორი/ბანკი ყველაზე დიდ ყურადღებას?
ინვესტორი და ბანკი ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რამდენად სიცოცხლისუნარიანი, რეალისტურად დაგეგმილი და მართვადი არის შენი ბიზნესი. ფინანსური პროგნოზები უნდა იყოს ზუსტი და არგუმენტირებული, ხოლო ბიზნესმოდელი კი გასაგები და შემოსავლიანი. ამას შემდგომ ემატება გუნდის კომპეტენციაც. მარტივად: მათ სურთ დაინახონ, რომ შენი იდეა ნამდვილად იმუშავებს, შეძლებ ვალდებულებების შესრულებას და პროექტი გრძელვადიანად მომგებიანი იქნება.
5.Word-ის დოკუმენტი ჯობია თუ პრეზენტაცია (Pitch Deck)?
დამწყები ბიზნესისთვის Pitch Deck თითქმის ყოველთვის უფრო ეფექტიანია, რადგან დროის მცირე მონაკვეთში გსურს ინვესტორის დარწმუნება. Word-ის დოკუმენტი საჭიროა მხოლოდ როგორც დამატებითი მასალა, სადაც სრულად ახსნი ტექნიკურ დეტალებს.
როგორც ხედავ, მარტო არ ხარ და მსგავსი და კიდევ უამრავი კითხვა ბევრ დამწყები ბიზნესის წარმომადგენელს უტრიალებს თავში. თუ ყურადღებით იქნები, ქალაქში მალე სხვა კითხვებზე პასუხებსაც ნახავ.
და, გახსოვდეს - თუ იცი, ვის დაუსვა კითხვები, სწორ პასუხებსაც აუცილებლად მიიღებ.
(R)
მსგავსი სიახლეები
"სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს" - თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 დეკემბერს
მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვა სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტური რეგულაციით მოვახდინოთ -თამარ იოსელიანი
სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა პრიორიტეტი დაბალანსებულად არის ასახული, მესამედზე მეტი დაეთმო სოციალურ საკითხებს, ინფრასტრუქტურულ ხარჯებს, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკის სტიმულირებას -ირაკლი კობახიძე
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა - 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა -ირაკლი კობახიძე
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
10 დეკემბერს, პარლამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს და უყრის კენჭს - ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს
თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა - "ადამიანები ბიზნესის უკან" გაიმართა
"მნიშვნელოვანია, რომ შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების ახალი რეგულაციები სრულად შეესატყვისებოდეს კერძო სექტორის მოლოდინებსაც"-მარიამ ქვრივიშვილი
"საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შესატყვისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან"-მარიამ ქვრივიშვილი
Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტმა ქუვეითში საქართველოს ელჩს საქართველოში „სტარბაქსის“ შემოსვლაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 დეკემბერს
რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე
თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
საქართველოში Starbucks შემოდის - როდის და სად გაიხსნება პირველი ობიექტი?