მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რეალურად დაადგინოს, რა ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა, ვითხოვთ, პროცესში ჩაერთოს ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია-თაზო დათუნაშვილი
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ აჩენს დამატებით კითხვებს, რეალურად დაადგინოს, საქართველოს მოქალაქეებმა ჯანმრთელობის რა ზიანი მიიღეს. ვითხოვთ ინფორმაციის სრულ საჯაროობას და პროცესში ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართვას, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსავალი არის პროცესის ღიაობა.
„კვირაზე მეტია გასული იმ მომენტიდან, რაც ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ საკუთარ ვრცელ დოკუმენტურ ფილმში, ძალიან ბევრ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციასა და მტკიცებულებაზე დაყრდნობით, დაუშვა ვარაუდი, რომ წინა წლის დეკემბერში, ერთი წლის წინ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა ისეთი პროცედურები და ნივთიერებები, რომლებიც აკრძალულია, მათ შორის, საერთაშორისო კონვენციებით. ამ ვარაუდებმა საზოგადოებაში გამოიწვია ბევრი კითხვის ნიშანი. იმის მაგივრად, რომ პასუხები გაცემულიყო კითხვებზე, რომლებიც დასმულ იქნა თუნდაც დოკუმენტურ ფილმში და რომელიც გაუჩნდა საზოგადოებას, პირიქით, ხელისუფლების ყველა შტო არის ჩართული, რომ ქართულ საზოგადოებას დამატებითი კითხვა გაუჩნდეს, მეტი ბუნდოვანება შემოვიდეს თემაში. „ქართული ოცნება" ცდილობს, ექსტრემალური ტემპებით, სწრაფად გვაჩვენოს, რომ დეტალურად გამოიძია საკითხი. მიუხედავად ამისა, ბრიფინგმა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გაიმართა და ე.წ. გამოძიების დასრულება დააანონსა, მეტი კითხვის ნიშანი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. მნიშვნელობა არ აქვს ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებას, რადგან საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას, იმას, რომ ხელისუფლებამ, შესაძლებელია, მიტინგის დასაშლელად ისეთი ქმედებები გამოიყენა, რომელთა გამოყენებაც არაადამიანურია. ამიტომ კრიზისიდან გამოსავალი არის პროცესის ღიაობა, რომელშიც უნდა დადგინდეს, რა პროცედურები იქნა განხორციელებული, შეიძლებოდა თუ არა რაიმე მინარევის გაკეთება წყლის ჭავლში, ეს მინარევი ნივთიერებები მაღალი ტოქსიკურობის იყო თუ არა. ამ კითხვებზე პასუხი გაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთელი პროცესი იქნება ღია. ამაში უცნაური არაფერია, ასეთია საერთაშორისო სტანდარტი. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ ასეთი გამოძიებები უნდა იყოს ღია. იმისათვის, რომ პროცესისადმი არსებობდეს საქართველოს მოქალაქეების ნდობა, აუცილებელია, ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, კონკრეტულად კი, ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის, რომელი კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოც არის საქართველო და რომელი კონვენციის დარღვევაც, შეიძლება, გამოვლინდეს სრულფასოვანი გამოძიების შემთხვევაში. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ აჩენს დამატებით კითხვებს, ნუ მიჰყავს პროცესი მორიგი პროპაგანდისტული ხრიკებით, არამედ რეალურად დაადგინოს, საქართველოს მოქალაქეებმა ჯანმრთელობის რა ზიანი მიიღეს. ვითხოვთ ინფორმაციის სრულ საჯაროობას, პროცესის საჯაროობას. ვითხოვთ პროცესში ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართვას. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, რომლებიც სატირალში დადიან „ჰეზბოლას" და „ჰამასის" ლიდერებთან ერთად, რამე სათანადოდ არ გამოიძიონ. სამწუხაროდ, საქართველოში გადაკვეთილია ის წერტილი, სადაც შეიძლება, სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა არსებობდეს", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები შევა
სენატში არიან ადამიანები, ვინც რეალობას აცნობიერებენ და ამიტომ დაიბლოკა ქვეყნისთვის მტრული აქტი -ირაკლი ზარქუა
,,რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები''- გია ვოლსკი
ამერიკამ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობა იმიტომ დაგეგმა, რომ აღებმიცემობა სცენის მიღმა არ იყოს და არც პოლიტიკური კორუფცია არსებობდეს -გია ვოლსკი
გარკვეული უნდა იყოს, არის თუ არა ნატო-ს გაფართოება ყველა წევრის მიზანი, ასე თუ არ არის, მაშინ ქართულ საზოგადოებას უნდა ეცნობოს, რადგან დიდი ხანია, წევრობისკენ ვისწრაფვით -ნიკოლოზ სამხარაძე
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რეალურად დაადგინოს, რა ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა, ვითხოვთ, პროცესში ჩაერთოს ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია-თაზო დათუნაშვილი
ნატო-ში გაწევრიანების პროცესი ერთფეროვანი არასოდეს ყოფილა, ცვლადი მოცემულობებია ხოლმე, ევროატლანტიკური მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები უნდა გადავდგათ-ტატა ხვედელიანი
ყველა პარტნიორთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ომის ღირსეულად დასასრულებლად -რუსტემ უმეროვი
ტერორიზმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ტერორიზმის წამხალისებელი ან ბუნდოვანი პოზიციის მქონე პარტიები თავად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის -შალვა პაპუაშვილი
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და გაიყვანოს ძალები საქართველოდან
ტიერი მარიანი: ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს
მიხეილ ყაველაშვილი BBC-ის ფილმზე: ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის "დიფსთეითის" საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
თენგიზ შარმანაშვილი -„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში,მოსახლეობაში მღელვარების გამოწვევა
,,ჩინეთი არ ყიდულობს ევროკავშირს, ის ყიდულობს ევროპული ეკონომიკის „კრიტიკულ წერტილებს“- დავით ქართველიშვილი
,, აშკარაა, რომ საქართვლოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ძალადობა''- კალაძე
"ეს არის ის ადამიანი, რომელმაც უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუნდირს, ახლა გაქცეულია პასუხისმგებლობისგან უკრაინაში" - არჩილ გორდულაძე
,,საერთაშორისო სუბიექტებს შეგვიძლია, გავუზიაროთ შესაბამისი როგორც დოკუმენტაცია, ასევე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - BBC-ის რეპორტაჟზე - იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა - რეალურად, ეს სპეცოპერაცია ვერ შედგა
პრემიერი - გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
,,მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტის დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს''- პრემიერი -