"ევროკავშირისთვის „დაუშვებელია ევროპულ პოლიტიკაში ჩარევის საფრთხე"- ანტონიუ კოშტა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა აშშ-ის მხრიდან ევროპის პოლიტიკაში ჩარევის ნებისმიერ მცდელობას დაუშვებლად მიიჩნევს.

კოშტას განცხადებით, ევროკავშირისთვის „დაუშვებელია ევროპულ პოლიტიკაში ჩარევის საფრთხე".

როგორც ევროპელი მაღალჩინოსანი განმარტავს, „აშშ ვერ ჩაანაცვლებს ევროპელი მოქალაქეების არჩევანს, რომელი პარტიაა მისთვის კარგი ან ცუდი".

კოშტა ასევე აღნიშნავს, რომ აშშ ვერ შეცვლის ევროპის ხედვას გამოხატვის თავისუფლების მხრივ.

ანტონიუ კოშტას განცხადებით, შემაშფოთებელი ნიშანია ის ფაქტი, რომ რუსეთი მიესალმება ვაშინგტონის ახალ ხედვას, როგორც „მნიშვნელოვანწილად" მასთან შესაბამისობაში მყოფს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც დიდი ნაწილი ეთმობა ევროპის თემებს. „ჩვენ გვსურს, ევროპამ უარი თქვას დამხშობ რეგულაციებზე წარუმატებელ ფოკუსირებაზე, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, დავეხმაროთ ევროპას ტრაექტორიის გამოსწორებაში", - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ევროპაში ამჟამინდელი ტენდენციები თუ გაგრძელდება, კონტინენტი 20 წელიწადში ან უფრო ნაკლებ დროში ისე შეიცვლება, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი იქნება".

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ასევე ნათქვამია: „ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს პოლიტიკაში არ აისახება, დიდწილად, მათი მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის გამო".

 





მსგავსი სიახლეები
კაია კალასი - ჩვენც შეგვიძლია, ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია, მაგრამ ასე არ ვმუშაობთ, არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას
მერცი: ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ამერიკელებმა ახლა ევროპაში დემოკრატიის გადარჩენა მოისურვონ
მე ყოველთვის მზად ვარ არჩევნებისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი
ილონ მასკი - ევროკომისრები არიან პასუხისმგებელნი ევროპის მკვლელობაზე
,, ბევრი მიწა დაკარგეს, ძალიან კარგი ტერიტორიები. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს გამარჯვებაა ''- დონალდ ტრამპი
ლიეტუვამ ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბუშტების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის ელჩი ნატოში: ტრამპმა იცის, როგორ უნდა მოახდინოს ზეწოლა უკრაინასა და რუსეთზე შეთანხმების მისაღწევად
,,ჩვენ არ გვაქვს არც იურიდიული და არც მორალური უფლება, ტერიტორიები დავთმოთ''- ზელენსკი
დაუნინგ სთრითზე გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ერთობლივი დიპლომატიური მუშაობა ამერიკულ მხარესთან - ზელენსკი
POLITICO: ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს
,,სკეპტიკურად ვარ განწყობილი ზოგიერთი დეტალის მიმართ, რომელიც ამერიკული მხარის დოკუმენტებში ვიხილეთ, ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ''- მერცი
აშშ ეუთო-ში რეფორმებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის დატოვებით იმუქრება
,,ევროპის თავზე შავი ღრუბლები გროვდება ''- ორბანი
,, უკრაინაში მობილიზაციის გაზრდაა აუცილებელი - სხვა გამოსავალი არ გვაქვს''- უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი
"ევროკავშირისთვის „დაუშვებელია ევროპულ პოლიტიკაში ჩარევის საფრთხე"- ანტონიუ კოშტა
რუსულ გაზზე უარის თქმის ევროკავშირის გეგმას სლოვაკეთთან ერთად გავასაჩივრებთ -პეტერ სიარტო
"რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდა „სამშვიდობო გეგმას", მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის არც კი წაიკითხა"-დონალდ ტრამპი
,, ამერიკელები იფიცებიან, რომ თუ ტრამპი რამეზე დათანხმდება, ეს ურყევი იქნება''- იური უშაკოვი
,,ზელენსკიმ იცოდა, რომ ვეღარ მოიგებდა შემდეგ არჩევნებს და აგრძელებდნენ მოპარვას''- დონალდ ტრამპ უმცროსი
სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის გამო, გერმანიის კანცლერმა საკუთარ თანამოქალაქეებს სისხლის სამართლის წესით 5.000-ჯერ უჩივლა - მედია