სუს-ის გამოძიების ზედაპირულობა ხელს უხსნის საერთაშორისო აქტორებს - საქმე გვაქვს ბარბაროსებთან, დააკვირდით, რა განცხრომით ჰყვებოდა ამათი ჯანდაცვის მინისტრად წოდებული, როგორ დაწამლეს მოქალაქეები -მიხეილ სააკაშვილი
გამოძიების ზედაპირულობა ხელს უხსნის საერთაშორისო აქტორებს მოქმედებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებს ეხმაურება.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქმე გვაქვს ბარბაროსებთან, რომლებსაც არაფრად უღირთ ადამიანების უფლებების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის გათელვაც კი.
"როგორც მოსალოდნელი იყო, გამოძიების პროფანაცია უსწრაფესად დაასრულეს და ყველაფერი გაამართლეს. სინამდვილეში, ამით ივანიშვილმა და მისმა დამქაშებმა ბოლომდე თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულზე.
ასევე, გამოძიების ზედაპირულობა ხელს უხსნის საერთაშორისო აქტორებს, მოქმედებისთვის. საერთო ჯამში, საქმე გვაქვს ბარბაროსებთან, რომლებსაც არაფრად უღირთ ადამიანების უფლებების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის გათელვაც კი, საკუთარი მიტაცებული ხელისუფლების შესანარჩუნებლად.
დააკვირდით, რა განცხრომით ჰყვებოდა ამათი ჯანდაცვის მინისტრად წოდებული არსება, თუ როგორ დაწამლეს, დაარბიეს, დაჩაგრეს თანამოქალაქეები, დეჰუმანიზაციის უმაღლესი პილოტაჟია.
ისე, მათი გამონათქვამებიდან ის მაინც გაირკვა, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, ოფიციალურად აკრძალული იყო ამგვარი ნივთიერების გამოყენება, შემდეგ „ქოცებმა" შეცვალეს შსს-ს ბრძანება N1002 და ოფიციალურად დაუშვეს მომწამლავი ნივთიერებების გამოყენება მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ.
რაც შეეხება იმ ექიმებს, რომლებიც ხელს აფარებენ ბოროტმოქმედებს, ეს ზუსტად ის ხალხია, რომლებიც უზარმაზარ ფულს აკეთებენ სახელმწიფო პროგრამებში, კორუფციის გზით.
მათგან ერთ-ერთმა გამსინჯა ჩემი მოწამვლის შემდეგ და თვალები დახუჭა იმ სიმპტომებზე, რომლებიც რამდენიმე თვის შემდეგ ამერიკელმა და ევროპელმა ექიმებმა აღმომიჩინეს. ეს მედიკოსებიც ბოროტების და ჩაგვრის განუყოფელი ნაწილია და აუცილებლად უნდა აგონ პასუხი.
ჩემთან დაკავშირებით ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომისიამ დაასკვნა, რომ გადაწყვეტილებებს არა ექიმები, არამედ უშიშროების სახელმწიფო ორგანოები იღებდნენ. ვფიქრობ, იგივე ვრცელდება ყველა სხვაზე",- წერს სააკაშვილი.
მსგავსი სიახლეები
საბოლოოდ, ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების ეკონომიკაზე არიან დამოკიდებულნი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან -ზაზა შათირიშვილი
სუს-ის გამოძიების ზედაპირულობა ხელს უხსნის საერთაშორისო აქტორებს - საქმე გვაქვს ბარბაროსებთან, დააკვირდით, რა განცხრომით ჰყვებოდა ამათი ჯანდაცვის მინისტრად წოდებული, როგორ დაწამლეს მოქალაქეები -მიხეილ სააკაშვილი
გავა დრო და მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები გაიხსენებენ, რომ ისევ შეცდნენ, თუმცა ბოდიშს არც ამჯერად მოიხდიან -შალვა პაპუაშვილი
"ეს ფარისევლობაა"- ანდრია გვიდიანი
"არ მინდა „ქოცებთან“ ერთად კანდიდატობა"- დავით დარჩიაშვილი
"გულისამრევია თხათა ჯოგის მიერ ილიათი მანიპულირება, ლიბერალი იყოო"- რუსუდან შარაძე
"ისინი მოქმედებენ ჯორჯ ორუელის „1984-ის“ პრინციპით"- ზაზა შათირიშვილი
"მე ვყვები ორი ძალის აღვირახსნილ კოჰაბიტაციაზე და შედეგზე, რამაც აქამდე მოგვიყვანა"- რუსუდან შარაძე
"უპასუხისმგებლოებს პასუხისმგებლობა უნდა ავკიდოთ! სხვანაირად, ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება"- ზაურ ნაჭყებია
" სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბევრი ადამიანის დამსახურებაა"- კახა კალაძე
"ძალიან კომიკურია ქალბატონი ზურაბიშვილი გმირის იმიჯით რაღაცეებს რომ გვამუნათებს" -ნიკოლოზ მეტრეველი
"გამსახურდიას ბრძოლით და სიცოცხლით მოპოვებულ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, დღესაც სჭირდება დაცვა" -გიორგი გახარია
"ისტორიას მამაცი ადამიანები ქმნიან, რომელთაც შეუძლიათ დიადი იდეებისთვის თავგანწირვა"- ბეჟან ჟავახია
"მდინარაძე იყო ენმ-ის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც 2004 წელს უდანაშაულოდ დააკავეს"- ლევან ნიკოლეიშვილი
"პირველი ღირსეული პრეზიდენტი , რომელიც შეეწირა საქართველოს"- მალხაზ გულაშვილი
"მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის შედეგები დღემდე მძლავრ კვალს ტოვებს"- მალხაზ გულაშვილი
31 მარტის რეფერენდუმის დღე! - ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე!-ბეჟან ჯავახია
"გილაურმა თუ პარტია შექმნა, ის უფრო ენმ-სთვის ხმების წამრთმევი იქნება"- ირაკლი მელაშვილი
„იქნებ მოვიდა დრო, გამომზეურდეს მტკიცებულებები, რომ მისი შეკვეთით მოკლეს მამაჩემი - რუსუდან შარაძე
"ბარემ სანდრო გირგვლიანი და 2007 წლის 7 ნოემბრის დარღვევებიც ეხსენებინათ დამსახურებებში.."- ზვიად კირტავა