აშშ ეუთო-ში რეფორმებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის დატოვებით იმუქრება
აშშ ეუთო-ს დატოვების ულტიმატუმს დააყენებს იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციაში რეფორმები არ განხორციელდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს მაღალჩინოსანმა, ბრენდან ჰანრაჰანმა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„აშშ აგრძელებს მონაწილეობას ეუთო-ში, რადგან მიაჩნია, რომ სათანადო რეფორმით ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ შეძლებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას. რეფორმები აუცილებელია, როგორც ევროპაში უსაფრთხოების განსამტკიცებლად ეუთო-ს მისიის შესრულებისთვის, ისე აშშ-ის შემდგომი მონაწილეობისა და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ბრენდან ჰანრაჰანმა.
ბრენდან ჰანრაჰანის თქმით, ეუთო „წლებია, დინებას მიყვება".
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ვებგვერდზე ჩამოთვლილია პრიორიტეტები, თუმცა მხოლოდ მცირე მათგანია მიმართული ომებისა და არასტაბილურობის აღკვეთაზე, რისთვისაც არსებობს ეუთო. ბრენდან ჰანრაჰანის თქმით, ორგანიზაციის მუშაობა იდეოლოგიური პროექტების კატალოგს უფრო წააგავს.
„ეუთო-ს თუ არ შეუძლია, სარგებელი მოიტანოს იმ სფეროში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩართოს რუსეთი კონფლიქტის სერიოზულად მართვაში, მაშინ რატომ უნდა განაგრძოს აშშ-მა მონაწილეობა? რადგან აშშ-ს მიაჩნია, რომ ეუთო-ს შეუძლია შეცვლა და ეფექტურობა. მინდა, ვიყო მკაფიო, ჩვენ მოვითხოვთ ცვლილებას. არავითარი სიმბოლური ჟესტები ან რიტორიკული ვალდებულებები. რეალური, სერიოზული ცვლილება", - ბრენდან ჰანრაჰანმა.
ამასთან ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაასახელა სამი მთავარი კრიტერიუმი, რომელთა შორის პირველი არის ბიუჯეტის შემცირება.
„აშშ 2026 წლის დეკემბრისთვის წლიური ბიუჯეტის, სულ მცირე, 15%-ით შემცირებას ელოდება. რესურსები უნდა დაიხარჯოს არა კონფერენციების გამართვაზე ან ანგარიშების წერაზე, არამედ მისიებზე, რომლებიც მხარს უჭერს სტაბილურობასა და მშვიდობას.
მეორე - სტრუქტურული გადაწყობა. ეუთო-მ უნდა შეწყვიტოს ეროვნული სოციალური პოლიტიკის კარნახი და შეწყვიტოს შიდა პოლიტიკური ცხოვრების ტრანსფორმაციის განხილვა, როგორც მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციის. მონიტორინგის მნიშვნელოვანი ფუნქცია, იქნება ეს საზღვრების კონტროლი თუ არჩევნები, ეფექტური იქნება მხოლოდ ჩართული ქვეყნების სრული თანამშრომლობით.
მესამე - რუსეთის ჩართულობა. ეუთო-მ უნდა შეწყვიტოს იმ მთავარი აქტორების მეორე პლანზე გამიჯვნა, რომელთა ყოფნაც მშვიდობისთვის აუცილებელია.
კონფლიქტი რუსეთის ჩართულობით, მხოლოდ რუსეთის ჩართულობით შეიძლება მოგვარდეს. მხოლოდ მაშინ შეუძლია ეუთო-ს შეასრულოს მისი ძირეული მისია და მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს განსხვავებული ხედვის მქონე ქვეყნები, გადაჭრას შეიარაღების კონტროლი, საზღვრის უსაფრთხოება, ებრძოლოს ტერორიზმს, ფულის გათეთრებას და, საბოლოო ჯამში, დაეხმაროს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას რუსეთსა და უკრაინას შორის, თუ ეუთო განაგრძობს თავის არსებულ გზას, აშშ განაგრძობს ჩვენი მონაწილეობისა და მხარდაჭერის შეფასებას", - განაცხადა ჰანრაჰანმა.
მსგავსი სიახლეები
კაია კალასი - ჩვენც შეგვიძლია, ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია, მაგრამ ასე არ ვმუშაობთ, არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას
მერცი: ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ამერიკელებმა ახლა ევროპაში დემოკრატიის გადარჩენა მოისურვონ
მე ყოველთვის მზად ვარ არჩევნებისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი
ილონ მასკი - ევროკომისრები არიან პასუხისმგებელნი ევროპის მკვლელობაზე
,, ბევრი მიწა დაკარგეს, ძალიან კარგი ტერიტორიები. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს გამარჯვებაა ''- დონალდ ტრამპი
ლიეტუვამ ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბუშტების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის ელჩი ნატოში: ტრამპმა იცის, როგორ უნდა მოახდინოს ზეწოლა უკრაინასა და რუსეთზე შეთანხმების მისაღწევად
,,ჩვენ არ გვაქვს არც იურიდიული და არც მორალური უფლება, ტერიტორიები დავთმოთ''- ზელენსკი
დაუნინგ სთრითზე გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ერთობლივი დიპლომატიური მუშაობა ამერიკულ მხარესთან - ზელენსკი
POLITICO: ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს
,,სკეპტიკურად ვარ განწყობილი ზოგიერთი დეტალის მიმართ, რომელიც ამერიკული მხარის დოკუმენტებში ვიხილეთ, ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ''- მერცი
აშშ ეუთო-ში რეფორმებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის დატოვებით იმუქრება
,,ევროპის თავზე შავი ღრუბლები გროვდება ''- ორბანი
,, უკრაინაში მობილიზაციის გაზრდაა აუცილებელი - სხვა გამოსავალი არ გვაქვს''- უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი
"ევროკავშირისთვის „დაუშვებელია ევროპულ პოლიტიკაში ჩარევის საფრთხე"- ანტონიუ კოშტა
რუსულ გაზზე უარის თქმის ევროკავშირის გეგმას სლოვაკეთთან ერთად გავასაჩივრებთ -პეტერ სიარტო
"რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდა „სამშვიდობო გეგმას", მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის არც კი წაიკითხა"-დონალდ ტრამპი
,, ამერიკელები იფიცებიან, რომ თუ ტრამპი რამეზე დათანხმდება, ეს ურყევი იქნება''- იური უშაკოვი
,,ზელენსკიმ იცოდა, რომ ვეღარ მოიგებდა შემდეგ არჩევნებს და აგრძელებდნენ მოპარვას''- დონალდ ტრამპ უმცროსი
სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის გამო, გერმანიის კანცლერმა საკუთარ თანამოქალაქეებს სისხლის სამართლის წესით 5.000-ჯერ უჩივლა - მედია