"უკრაინა ცეცხლს ეთამაშება!"-Cumhuriyet
„შავ ზღვაში უკრაინის საზღვაო დრონების შეტევა ნავთობტანკერებზე პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისა და თურქეთისათვის, რომელიც ვაშინგტონის მიერ არის დაგეგმილი“, - ნათქვამია თურქეთის ყოველდღიური გაზეთის „ჯუმჰურიეთის“ (Cumhuriyet), სახალხო-რესპუბლიკური (ქემალისტური) პარტიის მთავარი ბეჭდვითი ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: "უკრაინა ცეცხლს ეთამაშება!" (ავტორი - ახმეტ უმარი). „აშშ უკრაინის არმიას ორი მიმართულებით მქონე დარტყმისათვის იყენებს: პირველი - შავ ზღვაზე რუსეთის პოზიციების კიდევ უფრო შესუსტებისათვის, მეორე - აიძულოს თურქეთი უარი თქვას მონტრეს კონვენციის პირობების შესრულებაზე“, - აღნიშნულია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:
ანკარამ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოუწოდა უკრაინის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისათვის და იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ უკრაინულმა დრონებმა გამბიის დროშის ქვეშ შავ ზღვაში მცურავი ორი ტანკერი თურქეთის ეკონომიკურ ზონაში ააფეთქეს. ეს მოწოდება სრულიად დროულია და შეიძლება, დაგვიანებულიც კი.
უკრაინა - ნატოს ინტრიგების მთავარი მსხვერპლი
ნატომ, აშშ-ის ზეწოლის შედეგად, უარი თქვა განმუხტვის პოლიტიკაზე, რომელიც ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო და შეაჩერა პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. ჩრდილოატლანტიკური ალიანსმა განიზრახა რუსეთის ალყაში მოქცევა და თავის რიგებში მიიღო ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ასევე რუმინეთი და ბულგარეთი. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მიღწეული შეთანხმებით, ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა (თუმცა ეს შეთანხმება ქაღალდზე ხელმოწერებით არ ყოფილა დაფიქსირებული), ნატომ დღის წესრიგში დასვა უკრაინის მიღების საკითხიც, რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით. მოსკოვმა, თავის მხრივ, ნატოელების ნაბიჯების საპასუხოდ, ჯერ უკრაინის ნაწილები - ყირიმი და დონბასი დაიკავა, შემდეგ კი უკრაინაში შეიჭრა. ალიანსმა, უკრაინა-რუსეთის ომის საბაბით, მიიერთა ფინეთი და შვედეთი... მაგრამ ყველაზე მეტად ამ კონფრონტაციით უკრაინა დაზარალდა, რომლის ტერიტორიაზე ომი ბობოქრობს და რომელიც ინგრევა. სამწუხაროდ, უკრაინა აშშ-სა და ნატოს ინტრიგების მსხვერპლი გახდა...
რას უკეთებს აშშ ევროპას...
დონალდ ტრამპის აშშ-ის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველი ვადის დროსაც, აშშ-ის მიზანი გახდა ის, რომ, ერთი მხრივ, ევროპის ქვეყნები რუსეთთან დაეპირისპირებინა, დარღვეულიყო მათ შორის არსებული მჭიდრო ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, რუსული გაზის იმპორტის საკითხშიც და მიღწეულიყო მიზანი, რომ რუსული გაზის ნაცვლად, ევროკავშირს ამერიკული ძვირადღირებული თხევადი გაზის შესყიდვა დაეწყო.
მეორე მხრივ, აშშ მიანიშნებდა, რომ ვაშინგტონს შეუძლია ევროპის მხარდაჭერა შეწყვიტოს თავდაცვის სფეროშიც. ამერიკის დახმარების გარეშე კი ევროპელებს რუსეთთან გამკლავება არ შეუძლიათ. შესაბამისად, ევროპელები იძულებულნი გახდნენ საკუთარი სამხედრო ბიუჯეტები გაეზარდათ, ხოლო ეკონომიკური განვითარებისათვის და მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი სახსრები სამხედრო სფეროსაკენ დამატებით გადაემისამართებინათ.
ამასთან დონალდ ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის, როგორც ჩანს, იმას მიუთითებს, რომ აშშ რუსეთთან გარიგებას ევროკავშირისა და უფრო მეტად უკრაინის ხარჯზე დებს - მას თავს ახვევს პირობას, რომ კიევი სერიოზულ ტერიტორიულ დათმობაზე უნდა წავიდეს, კრემლის სასარგებლოდ.
აშშ-ის მიზანი - მონტრეს კონვენციის დენონსაცია
უეჭველია, აშშ ტანკერებზე თავდასხმას იმის მიზეზად თვლის, რომ დაიწყოს განხილვა მონტრეს კონვენციისა, რომელიც შავ ზღვაში ისეთი ქვეყნების სამხედრო გემების შესვლას კრძალავს, რომელიც სანაპირო (ანუ შავი ზღვის აკვატორიის) სახელმწიფოებს არ წარმოადგენენ. ვაშინგტონს ახალი კონვენციის შემუშავება უნდა, რომლის ერთ-ერთი მონაწილე უკვე თვითონაც იქნება. დიდი ალბათობაა იმისა, რომ ტანკერებზე თავდასხმა აშშ-ის მიერ არის წახალისებული და მიზნად სწორედ აღნიშნული სურვილის რეალიზებას ისახავს.
გაფრთხილება, რომელიც ახლახან თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან გაჟღერდა, იმას მოწმობს, რომ რესპუბლიკის საგარეოპოლიტიკური უწყება ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნულ მიზეზს და, ალბათ, ამის კონკრეტული მტკიცებულებებიც აქვს. ეს ყველაფერი სერიოზულ დაფიქრებას და ყურადღებას ითხოვს.
მონტრეს კონვენციის თანახმად, რომელიც 1936 წელს შვეიცარიის ქალაქ მონტრეში ჩატარებული დიპლომატიური კონფერენციის შედეგად გაფორმდა, მშვიდობიანობის ან ომიანობის დროს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა თვით თურქეთიც კი მეომარ მხარედ ითვლება, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში სავაჭრო ხომალდების ცურვა (მათი ტვირთის ხასიათის დამოუკიდებლად) არ იკრძალება. ამბობენ, რომ ტანკერებს რუსეთის ნოვოროსიისკის ნავსადგურიდან ყაზახური ნავთობი მიჰქონდათო (კასპიის მილსადენთა საერთაშორისო კონსორციუმის ჩარჩოებში), მაგრამ თუნდაც რუსული ნავთობი ყოფილიყო, ამჟამინდელი სანქციები ხომ გაეროს მიერ მიღებული სანქციები არ არის, რომელთა დაცვა სავალდებულოა ყველა ქვეყნის მიერ.
მონტრეს კონვენცია და რუსეთ-უკრაინის ომი
მონტრეს კონვენცია არის გარანტია იმისა, რომ შავ ზღვაზე საომარი მოქმედებების გავრცელებას დაბრკოლება ექნება, ანუ მასში შავი ზღვის სხვა სახელმწიფოები არ ჩაებმებიან. თურქეთი როგორც ერთადერთი უფლებამოსილი სახელმწიფო, რომელიც კონვენციის პირობების გამოყენებაშია პასუხისმგებელი, ბოლო დრომდე თავის უფლებებს სწორად იყენებდა ასეთი პოზიცია ნებას აძლევს თურქეთს არამარტო თავიდან აიცილოს სამხედრო კონფლიქტებით გამოწვეული ზიანი, არამედ იმავდროულად დაიმსახუროს ნდობა რუსეთისგან და უკრაინისგან თავისი ნეიტრალური პოზიციით, გამოვიდეს დელეგაციების მიმღებ მხარედ მოლაპარაკებისათვის და იმავდროულად არ დაუშვას კონვენციის პირობების ცვლილება და ამრიგად, შეინარჩუნოს თავის ხელში კონფლიქტის დარეგულირების მნიშვნელოვანი ბერკეტი.
რთული არაა იმის დანახვა, რომ თურქეთის პოზიცია, მონტრეს კონვენციის მიხედვით, არ არის ისეთი, როგორიც ამერიკას აწყობს. ამიტომ გონივრული ეჭვია, რომ ვაშინგტონმა თვითონ წააქეზა უკრაინა ტანკერებზე თავდასხმისათვის, თანაც - მიაქციეთ ყურადღება! - თურქეთის ეკონომიკურ ზონაში. სამწუხაროდ, კიევი კიდევ ერთხელ წამოეგო აშშ-ის ანკესზე და სახიფათო მანევრებში ჩაება.
უკრაინა ცეცხლს ეთამაშება!
დიახ, უკრაინა ცეცხლს ეთამაშება - რამდენადაც აღნიშნული თავდასხმა თურქეთს ისეთ ქვეყნად წარმოადგენს, რომელსაც თითქოსდა საკუთარი ტერიტორიული წყლების დაცვა არ შეუძლია და აშკარად არის მიმართული იმისკენ, რომ რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ განაწყოს. მაგრამ ვაითუ პირიქით მოხდეს, რომ თურქეთმა მონტრეს კონვენციის ზოგიერთი მუხლით უფრო გაფართოებული სახით ისარგებლოს და უკრაინა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს?
ტანკრებზე უკრაინის თავდასხმის ფონზე, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მიერ არის შთაგონებული და რომლებსაც მონტრეს კონვენციის კორექტირებაზე და მის საერთოდ გაუქმებაზე ფიქრი არ ასვენებთ, თურქეთმა უნდა განაცხადოს, რომ ანკარა არ შეუერთდება ბრიტანულ-ფრანგულ სამხედრო კონტინგენტს, რომლის სავარაუდო განთავსება უკრაინაში იგეგმება.
მსგავსი სიახლეები
"აშშ-ის ელჩი თურქეთის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს"-Cumhuriyet
"კიევი - განხეთქილების ფაქტორი: რატომ აღარ გამოდის კრემლი უკრაინის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ?"-Neue Zürcher Zeitung
"უკრაინა ცეცხლს ეთამაშება!"-Cumhuriyet
"დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ჯარისკაცები არ ჰყოფნის"-The Economist
"რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს იკავებს, სამშვიდობო მოლაპარაკება კი დაბრკოლებებს აწყდება"-The Daily Telegraph
"თუ ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციული სკანდალი არ დაამხობს, მაშინ პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების მსხვერპლი გახდება"-The Daily Telegraph
"კრემლთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა: ტრამპს შეუძლია უარი თქვას უკრაინასთან და რუსეთთან შუამავლობაზე?"-The Daily Telegraph
"მოლაპარაკების შემდეგ ომის დასასრული არ მოახლოებულა"-BBC
"მზად არიან თუ არა საფრანგეთის არმიის ჯარისკაცები მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებისთვის?"-Le Journal du Dimanche
"დონალდ ტრამპი შესაძლოა ზოგადად ინტერვენციის წინააღმდეგია,მაგრამ ლათინური ამერიკაში მისთვის მონროს დოქტრინა ძალაში რჩება"-The Daily Telegraph
"ტრამპი პაციფისტია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის იგი საშიში:ამერიკის პრეზიდენტი უკრაინას თავს ახვევს ქვეყნისთვის საზიანო სამშვიდობო გეგმას"- The Daily Telegraph
"რატომ სჭირდება ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ პუტინმა ტრამპის სამშვიდობო გეგმა უარყოს"-The Daily Telegraph
"დონალდ ტრამპის ძალისხმევა უკრაინის მიმართ ფუჭი და უშედეგოა - ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დასამყარებლად მზად არ არის"-The Daily Telegraph
"უვიზო რეჟიმი და პირდაპირი ავია ფრენები საქართველოში ქუვეითელ ტურისტთა რაოდენობას ზრდის"-Arab Times
"წაუგებელი ვარიანტი კრემლისათვის-პუტინს ორივე სიტუაცია აწყობს-ომის შეწყვეტაც და ომის გაგრძელებაც"- The New York Times
"შეუძლია თუ არა ევროპას იმის გააზრება, რომ დონალდ ტრამპს არ უნდა დაეყრდნოს და მისი იმედი არ უნდა ჰქონდეს?"-Politico
"ტრამპმა პუტინის დამახინჯებული ფსიქოლოგია ვერ გაიგო. დადგა მომენტი, რომ ევროპელმა ლიდერებმა თავიანთი ნება გამოხატონ"-The Daily Telegraph
"რით განსხვავდება ევროპული სამშვიდობო გეგმა ამერიკულისაგან"-The Daily Telegraph
კიევის რეჟიმი კოლაფსის და სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას -The Spectator
"უკრაინა შიშობს, რომ აშშ-ის ზეწოლით იძულებული გახდება პრორუსული სამშვიდობო გეგმა მიიღოს: დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინის წინაშე სერიოზული დათმობებისაკენ უბიძგებს"-Financial Times