,,დონალდ ტრამპის გეოპოლიტიკური ატრაქციონი''- ავთანდილ წულაძე

 

თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულმა „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიამ" მძვინვარე რეაქცია გამოიწვია მსოფლიოში. ევროპელი პოლიტიკოსები და ლიბერალური მედია დონალდ ტრამპს უკრაინასთან კონფლიქტში რუსეთის მხარდაჭერასა და ევროპის „მიტოვებაში" ადანაშაულებს.

სინამდვილეში, „სტრატეგია" ახალს არაფერს შეიცავს. ის ასახავს ამერიკული ანალიტიკური ცენტრის Heritage Foundation-ის ექსპერტების მიერ შემუშავებულ სკანდალურ პროგრამას, რომელიც ცნობილია როგორც „პროექტი 2025". აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, ტრამპმა თეორიის პრაქტიკაში გამოყენება დაიწყო. როგორც ჩანს, ფონდის ექსპერტებმა შეადგინეს „სტრატეგია", ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტმა ის არსებული სიტუაციის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დახვეწა.

ევროპაში „სტრატეგიის" გამოქვეყნება აღიქმება, როგორც ამერიკის „ღალატი" და სიგნალი ევროპული უსაფრთხოების პრობლემების ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოსაძებნად.

სააგენტო Bloomberg-ი ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულებას „ტრამპის გეგმისა" და აშშ-რუსეთის ურთიერთობების მიმართ აქვეყნებს: „ევროპელი ლიდერები ღრმად შეშფოთებულნი არიან აშშ-ის მცდელობებით, მიაღწიონ რუსეთთან ერთობლივად მოლაპარაკებულ შეთანხმებას, რომელიც დასავლეთის კაპიტულაციას წარმოადგენს. ამან შეარყია ნდობა ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ კონტინენტზე და ახალი ეგზისტენციალური კითხვები წამოჭრა: ტრანსატლანტიკური ალიანსი იშლება - შეძლებს თუ არა ევროპა თავის დაცვას?

ევროპელი დიპლომატები ზოგჯერ ტრამპის უკრაინის პოლიტიკის მართვას ატრაქციონებს ადარებენ". https://www.bloomberg.com/news/articles/2025-12-06/europe-faces-most-difficult-moment-in-bid-to-avoid-split-with-us

ტრამპმა თავისი „სტრატეგია" მშვიდობის პირობებთან დაკავშირებული დაძაბული დისკუსიების ფონზე გამოაქვეყნა, რითაც ევროპელებს ულტიმატუმი წაუყენა: ან დათანხმდნენ მის პირობებს, ან  დარჩნენ რუსეთთან ერთიერთზე. ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულების პირობებს, არამედ ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურასაც, რომლის შექმნას ამერიკა და რუსეთი  ევროპის მონაწილეობის გარეშე აპირებს.

ჟურნალმა Foreign Affairs-მა გამოაქვეყნა პროფესორ მაიკლ კიმეიჯის სტატია „ტრამპის ძალაუფლების პარადოქსი", რომელშიც ის აკრიტიკებს „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში" არსებულ წინააღმდეგობებს. https://www.foreignaffairs.com/trumps-power-paradox

მაიკლ კიმეიჯი გვახსენებს, რომ „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტები შაბლონები არ არის. ამერიკელი პრეზიდენტები არსებულ კრიზისებზე რეაგირებენ". მაგალითად, ბუშ უმცროსის პრეზიდენტობა განისაზღვრა 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებზე რეაგირებით; დონალდ ტრამპის პირველი ვადა განისაზღვრა COVID-19 პანდემიით; ჯო ბაიდენი იძულებული იყო უკრაინაში ომსა და ისრაელზე ჰამასის თავდასხმების შედეგებზე ეპასუხა. მაიკლ კიმეიჯის თქმით, დონალდ ტრამპის მეორე ვადა განისაზღვრება მომავალი კრიზისებით და არა „სტრატეგიაში" ასახული დოგმებით.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის" გამოქვეყნება საერთაშორისო სკანდალად იქცა და ევროპას უბიძგებს, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, უფრო გადამწყვეტი ზომები მიიღოს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

ავტ; ავთანდილ წულაძე - პოლიტოლოგი

 

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კირცხალია - „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონში ცვლილებები საჭიროა, რადგან დაცული იყოს, როგორც შეკრების მონაწილეების, ასევე იმ მოქალაქეთა უფლებები
,,დონალდ ტრამპის გეოპოლიტიკური ატრაქციონი''- ავთანდილ წულაძე
ევროკავშირის ქვეყნებმა საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეაჯერეს
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები შევა
სენატში არიან ადამიანები, ვინც რეალობას აცნობიერებენ და ამიტომ დაიბლოკა ქვეყნისთვის მტრული აქტი -ირაკლი ზარქუა
,,რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები''- გია ვოლსკი
ამერიკამ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობა იმიტომ დაგეგმა, რომ აღებმიცემობა სცენის მიღმა არ იყოს და არც პოლიტიკური კორუფცია არსებობდეს -გია ვოლსკი
გარკვეული უნდა იყოს, არის თუ არა ნატო-ს გაფართოება ყველა წევრის მიზანი, ასე თუ არ არის, მაშინ ქართულ საზოგადოებას უნდა ეცნობოს, რადგან დიდი ხანია, წევრობისკენ ვისწრაფვით -ნიკოლოზ სამხარაძე
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რეალურად დაადგინოს, რა ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა, ვითხოვთ, პროცესში ჩაერთოს ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია-თაზო დათუნაშვილი
ნატო-ში გაწევრიანების პროცესი ერთფეროვანი არასოდეს ყოფილა, ცვლადი მოცემულობებია ხოლმე, ევროატლანტიკური მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები უნდა გადავდგათ-ტატა ხვედელიანი
ყველა პარტნიორთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ომის ღირსეულად დასასრულებლად -რუსტემ უმეროვი
ტერორიზმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ტერორიზმის წამხალისებელი ან ბუნდოვანი პოზიციის მქონე პარტიები თავად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის -შალვა პაპუაშვილი
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და გაიყვანოს ძალები საქართველოდან
ტიერი მარიანი: ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს
მიხეილ ყაველაშვილი BBC-ის ფილმზე: ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის "დიფსთეითის" საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
თენგიზ შარმანაშვილი -„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში,მოსახლეობაში მღელვარების გამოწვევა
,,ჩინეთი არ ყიდულობს ევროკავშირს, ის ყიდულობს ევროპული ეკონომიკის „კრიტიკულ წერტილებს“- დავით ქართველიშვილი
,, აშკარაა, რომ საქართვლოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ძალადობა''- კალაძე
"ეს არის ის ადამიანი, რომელმაც უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუნდირს, ახლა გაქცეულია პასუხისმგებლობისგან უკრაინაში" - არჩილ გორდულაძე
,,საერთაშორისო სუბიექტებს შეგვიძლია, გავუზიაროთ შესაბამისი როგორც დოკუმენტაცია, ასევე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით''- ირაკლი კობახიძე