ირაკლი კირცხალია - „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონში ცვლილებები საჭიროა, რადგან დაცული იყოს, როგორც შეკრების მონაწილეების, ასევე იმ მოქალაქეთა უფლებები

 

უმნიშვნელოვანესი ცვლილების „შეკრებისა და მანიფესტაციის" შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, სპონტანური, არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება, შეკრების ან მანიფესტაციის თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამის შემდეგ შსს-ს მიენიჭება უფლებამოსილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილი ან სვლა/გეზის ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ ჩატარების ადგილი და სვლა/გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ან ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას, ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

„სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეები თუ შს სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა/გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და მაინც იმ ადგილზე ჩაატარებენ, რითაც შეზღუდავენ ადამიანი უფლებებსა და თავისუფლებებს, ასეთი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20 დღემდე ვადით. ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით", - განაცხადა კირცხალიამ.

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები საჭიროა, რადგან დაცული იყოს, როგორც შეკრების მონაწილეების, ასევე იმ მოქალაქეთა უფლებები, რომლებიც მანიფესტაციაში არ მონაწილეობენ.

„ეს ცვლილებები არის მიღებული, რომ დაცული იქნას მაქსიმალურად ბალანსი, როგორც შეკრების და გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით, ასევე იმ მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვისთვის, რომელიც ცხოვრობს ყოველდღიური ცხოვრებით. ვხედავთ, რომ კონკრეტულად დახელფასებული 300-კაციანი ჯგუფი სხვადასხვა ადგილზე ცდილობს, მაქსიმალურად შეუქმნან დისკომფორტი ჩვენს მოქალაქეებს, იმ უმრავლესობას, რომელიც ცხოვრობს ნორმალური ცხოვრების წესით, მიდის სამსახურში, ბრუნდება და აქვს თავისი ყოველდღიური გეგმები. ამას ასე ვერ დავუშვებთ. ეს ხდება, რომ რეალურად, ორივე მხარის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული. დაჩქარებულად განვიხილავთ ამ ცვლილებებს. ეს იქნება პასუხი იმ გეგმებთან მიმართებით, რომელიც იხარშება „ენჯეოების" თავებსა თუ ოფისებში. ფიქრობენ, როგორ შეუქმნას 300 კაცამდე დაფინანსებულმა ჯგუფმა მილიონზე მეტ მოქალაქეს", - განაცხადა კირცხალიამ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კირცხალია - „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონში ცვლილებები საჭიროა, რადგან დაცული იყოს, როგორც შეკრების მონაწილეების, ასევე იმ მოქალაქეთა უფლებები
,,დონალდ ტრამპის გეოპოლიტიკური ატრაქციონი''- ავთანდილ წულაძე
ევროკავშირის ქვეყნებმა საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეაჯერეს
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები შევა
სენატში არიან ადამიანები, ვინც რეალობას აცნობიერებენ და ამიტომ დაიბლოკა ქვეყნისთვის მტრული აქტი -ირაკლი ზარქუა
,,რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები''- გია ვოლსკი
ამერიკამ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობა იმიტომ დაგეგმა, რომ აღებმიცემობა სცენის მიღმა არ იყოს და არც პოლიტიკური კორუფცია არსებობდეს -გია ვოლსკი
გარკვეული უნდა იყოს, არის თუ არა ნატო-ს გაფართოება ყველა წევრის მიზანი, ასე თუ არ არის, მაშინ ქართულ საზოგადოებას უნდა ეცნობოს, რადგან დიდი ხანია, წევრობისკენ ვისწრაფვით -ნიკოლოზ სამხარაძე
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რეალურად დაადგინოს, რა ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა, ვითხოვთ, პროცესში ჩაერთოს ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია-თაზო დათუნაშვილი
ნატო-ში გაწევრიანების პროცესი ერთფეროვანი არასოდეს ყოფილა, ცვლადი მოცემულობებია ხოლმე, ევროატლანტიკური მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები უნდა გადავდგათ-ტატა ხვედელიანი
ყველა პარტნიორთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ომის ღირსეულად დასასრულებლად -რუსტემ უმეროვი
ტერორიზმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ტერორიზმის წამხალისებელი ან ბუნდოვანი პოზიციის მქონე პარტიები თავად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის -შალვა პაპუაშვილი
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და გაიყვანოს ძალები საქართველოდან
ტიერი მარიანი: ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს
მიხეილ ყაველაშვილი BBC-ის ფილმზე: ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის "დიფსთეითის" საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
თენგიზ შარმანაშვილი -„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში,მოსახლეობაში მღელვარების გამოწვევა
,,ჩინეთი არ ყიდულობს ევროკავშირს, ის ყიდულობს ევროპული ეკონომიკის „კრიტიკულ წერტილებს“- დავით ქართველიშვილი
,, აშკარაა, რომ საქართვლოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ძალადობა''- კალაძე
"ეს არის ის ადამიანი, რომელმაც უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუნდირს, ახლა გაქცეულია პასუხისმგებლობისგან უკრაინაში" - არჩილ გორდულაძე
,,საერთაშორისო სუბიექტებს შეგვიძლია, გავუზიაროთ შესაბამისი როგორც დოკუმენტაცია, ასევე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით''- ირაკლი კობახიძე